დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.128.016382 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/07/2019 - 05/08/2019)
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუქნტის „ფ“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ”საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესი დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და
მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. წინამდებარე
წესი
ეფუძნება
საქართველოს
კონსტიტუციას
, საქართველოს
ორგანული
კანონის
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსი
“ მე
-16 მუხლის
მე
-2 პუნქტის
„ფ
“ ქვეპუნქტს
, „სოციალური
დახმარების
შესახებ
“ საქართველოს
კანონსა
და
სხვა
საკანონმდებლო
და
კანონქვემდებარე
ნორმატიულ
აქტებს
.
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების უსახლკარო პირებად რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი ) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს , პროცედურებსა და თავშესაფრით დაკმაყოფილების პირობებს , თავშესაფრით მოსარგებლე პირების მონიტორინგის პროცედურებს . 3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება : ა ) უსახლკარო პირი – მუდმივი , განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი , რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია როგორც უსახლკარო ; ბ ) ოჯახი – სისხლით ნათესაობისა და ქორწინების ნიადაგზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი , რომლის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო საცხოვრებელი სივრცითა და ეკონომიკური და მორალური პასუხისმგებლობებით ; გ ) მარტოხელა მშობელი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლით გათვალისწინებული სტატუსის მქონე პირი . |
მუხლი 2.
უსახლკარო პირთა რეგისტრაციის პროცედურები: |
1. სტატუსის მიღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია საკუთარი მოთხოვნა დააფიქსიროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის გზით. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) უსახლკარო პირების რეგისტრაციის შესახებ სპეციალური შევსებული ფორმა (დანართი №2); ბ) ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. 2. უსახლკაროდ რეგისტრირებულად ითვლება პირი, რომელიც წარადგენს სრულყოფილად შევსებულ „უსახლკარო პირების რეგისტრაციის შესახებ“ განაცხადის ფორმას, შესაბამის დოკუმენტაციას და ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შედეგად დარეგისტრირდება უსახლკარო პირად. 3. უსახლკარო პირების რეგისტრაცია არ განხორციელდება ან გაუქმდება, თუ: ა) ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის ან/და სხვა ისეთი გარემოების გამოვლენისას, რაც ადასტურებს განმცხადებლის/რეგისტრირებული პირის შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოს თავშესაფრით საკუთარი შესაძლებლობებით ან მის მიმართ ვრცელდება მესამე პირის ვალდებულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული) თავშესაფრით უზრუნველყოფაზე; ბ) განმცხადებლის მხრიდან თავშესაფრის მიღების მიზნით მოწოდებული არასწორი ინფორმაცია ან/და ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც ხელოვნურად წარმოშობს უსახლკარო პირად რეგისტრაციის ან თავშესაფრით უზრუნველყოფის საფუძველს; გ) პირი/ოჯახი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს; დ) თავშესაფრის მაძიებელი პირი რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტში. 4. უსახლკარო პირების რეგისტრაცია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოხდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და არსებული რესურსის შესაბამისად. 5. რეგისტრაციაზე უარის მიღების შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელ პირის მიერ განმეორებითი მიმართვა 2 წლის მანძილზე დარჩება განუხილველი. |
მუხლი 3.
უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფი |
1. ამ წესის განხორციელების მიზნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში –„სამუშაო ჯგუფი“).
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები და სხვა პროფესიული საჯარო მოხელეები, ასევე შესაძლებელია მოწვეულ იქნეს სპეციალისტები (მათ შორს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები). 3. სამუშაო ჯგუფი შედგება: ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილის, მდივნისა და სხვა წევრებისაგან. 4. სამუშაო ჯგუფის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები. 5. სამუშაო ჯგუფი უშუალოდ ექვემდებარება ჯგუფის ხელმძღვანელს და ასრულებს მის დავალებებს. 6. სამუშაო ჯგუფის საქმისწარმოებას უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის მდივანი. 7. სამუშაო ჯგუფის წევრთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი. 8. სამუშაო ჯგუფი დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში. 9. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის მუშაობის ორგანიზებაზე. ჯგუფის ხელმღვანელი ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის საქმიანობას მიკუთვნებულ კორესპონდენციას. 10. სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს ჯგუფის ხელმძღვანელი. 11. ჯგუფის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მას ცვლის ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე. 12. სამუშაო ჯგუფის წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფის სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით; ბ) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები; გ)დაიცვას საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. 13. სამუშაო ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება სამუშაო ჯგუფის წევრთა არანაკლებ 2/3 . 14. სამუშაო ჯგუფის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/ სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები. 15. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია პირის უსახლკაროდ რეგისტრაციამდე უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. 16. სამუშაო ჯგუფი სხდომაზე გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. 17. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, თანაბარი რაოდენობის ხმების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ჯგუფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას. 18. სამუშაო ჯგუფის სხდომა ფორმდება ოქმით. 19. ოქმს ხელს აწერენ ჯგუფის ხელმძღვანელი და სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის წევრები. 20. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 21. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია რეგისტრირებული უსახლკარო პირების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შემდეგ უზრუნველყოს მიმდინარე გარემოებათა გამოკვლევა (ამ წესითა და დროებითი თავშესაფრით მოსარგებლე პირათან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი). |
მუხლი 4.
შეფასების პროცედურები |
1. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, მერის წარმომადგენლებმა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში განახორციელონ მოკვლევა უსახლკარო პირთა სტატუსის მიღებით დაინტერესებული განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია და წარუდგინონ უსახლკარო პირთა დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფს.
2. დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ მინიჭებული შეფასების ქულების საფუძველზე. ბენეფიციარის დაკმაყოფილებისას პრიორიტეტი ენიჭება სამუშაო ჯგუფის მიერ მინიჭებულ ყველაზე მაღალი ქულის მქონე ოჯახს. ქულათა თანაბარი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში გაიმართება კენჭისყრა სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის და დაკმაყოფილდება ბენეფიციარი, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას. თანაბარი რაოდენობის ხმების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ჯგუფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას. |
მუხლი 5.
შეფასების კრიტერიუმები |
1. უსახლკაროდ
რეგისტრირებულ
პირთა
შეფასება
ხდება
შესაბამისი
უფლებამოსილი
ორგანოს
მიერ გაცემული
მოქმედი
დოკუმენტის
საფუძველზე
, შემდეგი
კრიტერიუმების
მიხედვით
:
ა ) ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით : ა .ა ) ოჯახები , რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 57001-ზე ნაკლები – ქულა 3; ა .ბ ) ოჯახები , რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 57001-დან 70000-ის ჩათვლით – ქულა 2; ა .გ ) ოჯახები , რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 70000-დან 100 000-ის ჩათვლით – ქულა 1; ბ ) ოჯახის შემოსავალი : ბ .ა ) თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით დადგენილი საარსებო მინიმუმის ნახევარზე ნაკლებია , ოჯახს ენიჭება – ქულა 4; ბ .ბ ) თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით დადგენილ საარსებო მინიმუმის ნახევარზე მეტია ან უტოლდება , ოჯახს ენიჭება – ქულა 3; გ ) არასრულწლოვან პირთა (18 წლამდე ) რაოდენობა ოჯახში : გ .ა ) 1-3 ბავშვის ჩათვლით – ქულა 3. გ.ბ) ყოველ დამატებით წევრზე – ქულა 1; დ ) მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი /წევრები : დ .ა ) მუდმივად მწოლიარე – ქულა 3; დ .ბ ) უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება – ქულა 1; დ . გ ) ონკოპათოლოგიური დაავადებით დაავადებული – ქულა 2; დ .დ ) ფსიქიკური აშლილობით დაავადებული – ქულა 2; ე ) ჯანმრთელობის მოშლით (ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა , რაც ხასიათდება თვითმომსახურების , გადაადგილების , ორიენტაციის , ურთიერთობის , თვითკონტროლის , სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით ) გამოწვეული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ოჯახის წევრი ან წევრები : ე .ა ) მკვეთრად გამოხატული – ქულა 3; ე .ბ ) მნიშვნელოვნად გამოხატული – ქულა 2; ე .გ ) ზომიერად გამოხატული – ქულა 1; ვ ) მარტოხელა მშობელი ან ქვრივი , რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე , ამასთან სიღარიბე არ აძლევს საშუალებას ისარგებლოს ბავშვების მომვლელის მომსახურეობით –ქულა 2; ზ ) ხანდაზმული, რომელიც ახორციელებს მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი შვილ (ებ )ის ან შვილიშვილ (ებ )ის მიმართ კანონმდებლობის შესაბამისად – ქულა 2; თ ) პენსიონერი – რომელიც ცხოვრობს მარტო ან ოჯახი შედგება ძირითადად (ნახევარზე მეტი ) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისაგან – ქულა 1; ი ) ოჯახი , რომლის წევრი ან წევრები გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანი - ქულა 1; კ ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი , ციხიდან ახლად გათავისუფლებული ან პირობით მსჯავრდებული , რომელსაც არ აქვს საკუთრება და არც თავშესაფარი – ქულა 2; ლ ) სერვისიდან გასული : ლ .ა ) 18 წელს მიღწეული და ზემოთ 30 წლამდე პირი , რომელსაც არ აქვს საკუთრება , ან სხვა თავშესაფარი – ქულა 2; ლ .ბ ) 18 წელს მიღწეული და ზემოთ 30 წლამდე პირი , რომელსაც არ აქვს საკუთრება , ან სხვა თავშესაფარი და არ აქვს შემოსავალი , დამატებით – ქულა 1; მ ) ოჯახის წევრთა რაოდენობა : მ .ა ) 1-5-ის ჩათვლით – ქულა 1; მ .ბ ) ყოველ მომდევნო წევრზე – ქულა 1; ნ ) საცხოვრებელი ფართი არ აქვს საკუთრებაში და არც სხვა უძრავი ქონება გააჩნია (რაც დადასტურებული უნდა იყოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაციით /დოკუმენტაციით ) – 5 ქულა ; ო ) აქვს დროებითი თავშესაფარი ნათესავებთან – ქულა 1. 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ქულების მინიჭებისას ყველაზე მაღალ ქულად ითვლება 5, ხოლო ყველაზე დაბალ ქულად – 1. 3. შეფასების საბოლოო ქულა დგინდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული ქულების შეჯამებით . |
მუხლი 6.
თავშესაფრით სარგებლობის ვადა და პირობები |
1. თავშესაფრით სარგებლობის ვადა განისაზღვრება ერთი წლით , ხოლო შემდგომი ვადა დამოკიდებულია მონიტორინგის შედეგებზე , ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და პირობების შესრულებასა და ოჯახის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის განახლებული მონაცემების გათვალისწინებით (სარეიტინგო ქულა ). 2. თავშესაფრით მოსარგებლე პირს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას გადაცემული ფართით სარგებლობაზე , რაც ავტომატურად იწვევს მისთვის რეგისტრაციის და რიგითობის გაუქმებას . 3. დროებითი თავშესაფრით მოსარგებლე პირთან ფორმდება ხელშეკრულება , რომლითაც განისაზღვრება ორმხრივი უფლებები და ვალდებულებები . 4. ბენეფიციარი ოჯახის შრომისუნარიანი წევრი ვალდებულია დარეგისტრირდეს სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებულ სამუშაოს მაძიებელთა მონაცემთა ბაზაში („http://worknet.gov.ge/ “) და თუ ბენეფიცირი სამი შეთავაზებიდან , სუბიექტური მიზეზის გამო , იტყვის უარს დასაქმებაზე , აღნიშნული ფაქტი შეიძლება გახდეს ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი . |
მუხლი 7.
ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი |
1. ბენეფიციარი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმება სამუშაო ჯგუფის მიერ წლის განმავლობაში მოხდება პერიოდულად ადგილზე გადამოწმებით და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენით : ა ) ამონაწერი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ქულათა ოდენობით ; ბ ) ამონაწერი შემოსავლების სამსახურიდან ოჯახის წევრთა შემოსავლების შესახებ . |
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია |
1. ბენეფიციარმა
ან
მისმა
წარმომადგენელმა
განაცხადის
ფორმასთან
ერთად
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს
შემდეგი
დოკუმენტები
:
ა ) ბენეფიციარის ან /და მისი წარმომადგენლის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ; ბ ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოწმობის ასლი ; გ ) განმცხადებელის ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები ; დ ) ცნობა საჯარო რეესტრიდან , ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრის სახელზე ქონების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ; ე ) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განმცხადებლის და ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ ; ვ ) ინფორმაცია რეგისტრაციის ადგილის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ; ზ ) ამ წესის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში , დამატებით უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან . თ ) ამ წესის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში , დამატებით უნდა წარმოადგინოს : თ .ა ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა ; თ .ბ ) განმცხადებლის და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №100); ი ) ამ წესის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში , დამატებით უნდა წარმოადგინოს : ი .ა ) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ ; ი .ბ ) მეუღლის გარდაცვალების და ქორწინების მოწმობის ქსეროასლები ; კ ) ამ წესის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში , დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობის ან მზრუნველობის თაობაზე ; ლ ) ამ წესის მე -5 მუხლის პირველი პუქნტის „თ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში , დამატებით უნდა წარმოადგინოს ოჯახის წევრის /წევრების საპენსიო მოწმობის ასლები ; მ ) ამ წესის მე -5 მუხლის პირველი პუქნტის „კ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის და „ქეის მენეჯერის “ მიერ გაცემული ცნობა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შესახებ . ცნობა შინაგან საქმეთა შესაბამისი უწყებიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლის შესახებ ; ნ ) ამ წესის მე -5 მუხლის პირველი პუქნტის „ლ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან , ბენეფიციარის მიერ სხელმწიფო ზრუნვის სერვისიდან გასვლის შესახებ ; ო ) ამ წესის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის „ი “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლის ვეტერანის მოწმობა ; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ოჯახის წევრის ან წევრების გარდაცვალების მოწმობა . |
დანართი №2
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის ფორმა (განაცხადი) ივსება განმცხადებლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ
|
განცხადების ნომერი, თარიღი, (რიცხვი, თვე, წელი) ---------------------------
საკონტაქტო ტელეფონი: ------------------------------ მუნიციპალიტეტი/ადმინისტრაციული ერთეული: -----------------------
განმცხადებლის ხელმოწერა ---------------------------- მუნიციპალიტეტის მერიას აქვს უფლება საჭიროების მიხედვით გადაამოწმოს რესპონდენტის მიერ კითხვარის შევსების დროს მოწოდებული ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია (შენიშვნა: მერია იტოვებს უფლებას, ანკეტაში მცდარი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ბათილად ცნოს მიღებული გადაწყვეტილება). | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები