ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/08/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016384
20
05/08/2019
ვებგვერდი, 06/08/2019
010250050.35.128.016384
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2019 წლის 5 აგვისტო

დაბა ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 04/07/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016.382).

1.  შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების მე-2 მუხლში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 2. დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის ფორმა (განაცხადი) დანართი №2-ის შესაბამისად“.

2. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლში  და ამოღებულ იქნეს პუნქტი №5.

3. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ლ) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული“.

4. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-7 და მე-8 მუხლebში და ამოღებულ იქნეს პუნქტის ნუმერაციის აღმნიშვნელი ციფრი 1.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე