კონსოლიდირებული ვერსია (21/05/2020 - 15/07/2020)
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) მე-17 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;“; ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის ზეგავლენის შეფასება (საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტის შემთხვევაში).“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის ორგანული კანონი №5907 – ვებგვერდი, 25.05.2020წ. |
თბილისი, 20 სექტემბერი 2019 წ. N5007-Iს |
დოკუმენტის კომენტარები