დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ტექნიკური რეგლამენტის ნორმების შესრულებაზე შერჩევითი კონტროლის თაობაზე და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 431 sup> 432 sup> მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შევსებაზე უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.153.016492 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/07/2019 - 19/07/2019)
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ტექნიკური რეგლამენტის ნორმების შესრულებაზე შერჩევითი კონტროლის თაობაზე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებაზე უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ 36-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 431, 432 და 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებაში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის სანიტარიული ნორმების დაცვის „შემოწმების აქტი“-ს ფორმა დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
„ტექნიკური რეგლამენტის – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის სანიტარიული ნორმების შესრულებაზე, წელიწადში ერთხელ, შერჩევითი კონტროლის უფლებამოსილება მიენიჭოს – ააიპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს“ (ს.კ. 436254713). |
| მუხლი 3 |
საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობისათვის და საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებისათვის ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე, ან საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში შეუტანლობისათვის, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს – ააიპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს“ (ს.კ. 436254713). |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის სანიტარული ნორმების დაცვის შემოწმების აქტის ფორმა
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები