დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21078 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 26/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 26/06/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016507 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
(ძალადაკარგულია - 10.07.2019, №22970)
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №21078
2019 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმები, ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის 2019 წლის 25 ივნისის №73200-21-03 სხდომის ოქმი.
სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე
დანართი №1
ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური
ზღვრული ნორმები
|
ოპერაციების დასახელება |
დანაკარგი წონიდან %-ში |
|
პროპილისა და იზოპროპილის სპირტი |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0,80 |
|
მეთილის სპირტი |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0,15 |
|
პარაქსილოლი |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0,30 |
|
პიროლიზული ფისი |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
1,00 |
|
ვაკუუმური გაზოილი |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0,60 |
|
ბუნებრივი აირის კონდენსატი |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0,75 |
|
გათხევადებული ბუნებრივი აირი |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0,90 |
|
შენახვა |
1,10 |
შენიშვნა: შენახვის დანაკარგი ასევე მოიცავს მიღებისა და გაცემის დანაკარგს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები