დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 99/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430060000.22.022.017723 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/05/2019 - 27/09/2019)
|
პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ
|
„პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დანართის ფორმა (ქართულ-ინგლისურენოვანი) დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დაევალოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დანართების შემუშავების, შევსებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. |
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს საქართველოში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საფასური დანართი №3-ის შესაბამისად. |
| მუხლი 5 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის –
დიპლომის ფორმა
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ეს დანართი ადგენს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის (შემდგომში – დიპლომი) ფორმას. 2. დიპლომის გაცემაზე უფლებამოსილია შესაბამისად ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება), რომელმაც/რომლის სტრუქტურულმა ერთეულმა/ფილიალმა მოახდინა პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება ან მისი უფლებამონაცვლე ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). მუხლი 2. დიპლომის მონაცემები 1. დიპლომი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) მთელი ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით, ბადეების სამი სახის ერთდროული გამოყენებით; ბ) ულტრაიისფერი სხივების ქვეშ დიპლომის სახიან მხარეზე დასმული ნიშანი (ლოგო/გერბი), დიპლომის სერიისა და ინდივიდუალური ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას. 2. დიპლომზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს: ა) დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, დიპლომის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით); გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – „სფს“. 3. დიპლომი შედგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე დაწესებულების/ცენტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დიპლომის შედგენა რომელიმე სხვა უცხოურ ენაზეც. 4. დიპლომის სხვადასხვა ენაზე შედგენის მიუხედავად გამოიყენება ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის ავთენტიკური ხელმოწერა. 5. დიპლომზე უნდა მიეთითოს: ა) წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს დიპლომის ზედა ცენტრალურ ადგილზე; ბ) დაწესებულების სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით); გ) დაწესებულების ლოგო/გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) „დიპლომი“; ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დიპლომის სერია (ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი; ვ) კვალიფიკაციის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება; ზ) კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, რიცხვი, თვე, წელი; თ) იმ პირის სახელი და გვარი, რომელსაც მიენიჭა კვალიფიკაცია; ი) მინიჭებული კვალიფიკაციის დასახელება; კ) დაწესებულების ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა; ლ) ადგილი, სადაც გაიცა დიპლომი; მ) დიპლომის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ნ) დაწესებულების ბეჭედი (კერძო სამართლის იურიდიული პირის – დაწესებულების შემთხვევაში – ნებაყოფლობით); ო) დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი დიპლომისა და დუბლიკატის რეგისტრაციის მიზნით წარმოებულ რეესტრში. 6. საქართველოში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტში – დიპლომში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „თ“, „ი“, „ლ“, „მ“, „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით მიეთითება: ა) ცენტრის სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით); ბ) ცენტრის ლოგო; გ) ცენტრის ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა; დ) ცენტრის ბეჭედი. 7. დიპლომი, ამ დანართით განსაზღვრული მონაცემების გარდა, შესაძლებელია შეიცავდეს დაწესებულების/ცენტრის მიერ დადგენილ სხვა ინფორმაციას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი წარმოადგენს დაწესებულების სახელწოდებას დიპლომის გაცემის მომენტში. დაწესებულების გადაწყვეტილებით ეს მონაცემი შეიძლება იყოს დაწესებულების ის სახელწოდება, რაც მას ერქვა პროფესიული სტუდენტის მიერ სწავლის პერიოდში ან პროფესიული სტუდენტისათვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში. მუხლი 3. დიპლომის დუბლიკატი 1. დუბლიკატი გაიცემა იმ პირზე, რომლის დიპლომი აღარ არსებობს ან გახდა გამოსაყენებლად უვარგისი. 2. დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ამ დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება/ცენტრი. 3. დუბლიკატის შედგენისას ივსება დაწესებულების/ცენტრის მიერ დამტკიცებული დიპლომის ფორმა, რომელსაც დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“. 4. დიპლომის დუბლიკატის რეგისტრაცია ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში. მუხლი 4. დიპლომის ფორმის, გაცემული დიპლომისა და დუბლიკატის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია, დიპლომის დამტკიცებული ფორმა გამოაქვეყნოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. დაწესებულება ვალდებულია დიპლომის დამტკიცებული ფორმის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს ცენტრში და ატვირთოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი). 2. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია, დიპლომის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში რეესტრში ატვირთოს დიპლომის/დუბლიკატის ელექტრონული ასლი და ასახოს შემდეგი მონაცემები: დიპლომის/დუბლიკატისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია, ინდივიდუალური ნომერი. დაწესებულება ვალდებულია, აგრეთვე, აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას რეესტრში ასახოს შესაბამისი ცვლილება. |
დანართი №2
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №3
|
საქართველოში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საფასური
|
მუხლი 1. საფასურის ოდენობა
ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ან მისი დუბლიკატის გაცემის საფასურია 50 (ორმოცდაათი) ლარი. მუხლი 2. საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი 1. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით. 2. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ განცხადების რეგისტრაციამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე. 3. თუ მომსახურების გაწევისას ცენტრმა დაუშვა შეცდომა, კერძოდ, დოკუმენტი გაცემულ იქნა არასწორი მონაცემებით, დაინტერესებულ პირს ხელახლა გაეწევა მომსახურება დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი უარს განაცხადებს მომსახურების ხელახლა მიღებაზე, მას უბრუნდება გადახდილი საფასური. 4. თუ საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ დანართით დადგენილ განაკვეთს შორის. 5. ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
|
უკან დაბრუნება 

დოკუმენტის კომენტარები