დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის N99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 131/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430060000.22.022.018386 |
|
„პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის №99/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.017723) და ბრძანების:
1. პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის“ (დანართი №1): ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაწესებულება ვალდებულია დიპლომის დამტკიცებული ფორმის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს ცენტრში.“; ბ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია, დიპლომის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ატვირთოს დიპლომის/დუბლიკატის ელექტრონული ასლი და ასახოს შემდეგი მონაცემები: დიპლომის/დუბლიკატისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია, ინდივიდუალური ნომერი. დაწესებულება ვალდებულია, აგრეთვე, აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახოს შესაბამისი ცვლილება.“. 2. 21 მუხლით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატის ფორმის“ (დანართი №3): ა) მე-3 მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სერტიფიკატის დუბლიკატი გაიცემა იმ პირზე, რომლის სერტიფიკატი აღარ არსებობს ან გახდა გამოსაყენებლად უვარგისი.“; ა.ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაწესებულება ვალდებულია სერტიფიკატის დამტკიცებული ფორმის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.“. 3. 23 მუხლით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის სერტიფიკატის ფორმის“ (დანართი №5): ა) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაწესებულება ვალდებულია სერტიფიკატის დამტკიცებული ფორმის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს ცენტრში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები