დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის აღიარების, ასევე გემის მზარეულისა და დამხმარე სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიცირების წესი და პირობები | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 03 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 23/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310020000.55.067.016102 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/05/2019 - 05/07/2023)
|
„საზღვაო კულინარიის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და საზღვაო კულინარიის მომზადების პროგრამის აღიარების, ასევე გემის მზარეულისა და დამხმარე სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიცირების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „საზღვაო კულინარიის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და საზღვაო კულინარიის მომზადების პროგრამის აღიარების, ასევე გემის მზარეულისა და დამხმარე სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიცირების წესი და პირობები“. |
| მუხლი 2 |
1. ბრძანება, გარდა მე-6 და მე-7 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანების მე-6 და მე-7 მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის 01 ივლისიდან. 3. 2019 წლის 1 ივლისამდე გემის სამაგიდე მომსახურე პერსონალისა და გემის მზარეულების სერტიფიცირება მოხდეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ,,მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ბრძანების შესაბამისად. 4. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. |
|
საზღვაო კულინარიის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და საზღვაო კულინარიის მომზადების პროგრამის აღიარების, ასევე გემის მზარეულისა და დამხმარე სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიცირების წესი და პირობები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი ადგენს „საზღვაო კულინარიის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და საზღვაო კულინარიის მომზადების პროგრამის აღიარების, ასევე გემის მზარეულისა და დამხმარე სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიცირების წესსა და პირობებს. 2.ამ წესის მიზანია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის სფეროსთვის (სავაჭრო, სატვირთო და სამგზავრო), გემის კვების ბლოკში, მომსახურე პერსონალის მომზადება და სერტიფიცირება. 3.ამ წესში მოცემული ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციისა (ცვლილებებით) და კოდექსით (შემდგომში – STCW კოდექსი) განსაზღვრული მნიშვნელობით. ყველა სხვა ტერმინი თუ ცნება გამოიყენება საქართველოს საზღვაო კოდექსით, სხვა კანონქვემდებარე საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული მნიშვნელობებით. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1.ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შერჩეული დაწესებულება – ამ წესით დადგენილი პირობების მიხედვით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) მიერ შერჩეული დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს გემის მზარეულის მომზადების პროგრამა; ბ) მომზადების პროგრამა – საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის დანართი 2-ის საფუძველზე შემუშავებული და სააგენტოს მიერ აღიარების მინიჭების საფუძველზე არსებული პროგრამა; გ) მსმენელი – პირი, რომელიც დარეგისტრირდა და სწავლობს ამ წესის საფუძველზე შემუშავებულ მომზადების პროგრამაზე; დ) გემის მზარეული – გემის რიგითი შემადგენლობის წევრი, რომელიც სერტიფიცირებულია და ფლობს კვალიფიკაციას ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ე) გემის სამაგიდე მომსახურე პერსონალი – გემის რიგითი შემადგენლობის წევრი, რომელიც საკუთარ მოვალეობას ასრულებს გემის მზარეულის ზედამხედველობის ქვეშ და რომლის კვალიფიკაცია განისაზღვრება ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით; ვ) საჯაროდ გამოცხადება – მომზადების პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველთათვის პროგრამაზე დაშვების წინაპირობების, სწავლის ხანგრძლივობისა და საფასურის, წარმოსადგენი დოკუმენტაციის, დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის განთავსება მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების ვებგვერდზე ან სხვა პორტალზე ან სხვა საშუალებებით; ზ) ფართო პროფილის სამზარეულო – ნებისმიერი სახის ორგანიზაციაში არსებული სამზარეულო, სადაც მზადდებოდა/მზადდება სხვადასხვა ტიპის კერძები - ცივი, ცხელი, წვნიანი, დესერტი, სადღესასწაულო; თ) მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა –„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული ან წინასაზღვაო სამედიცინო შემოწმების დროს გაცემული მოწმობა შრომისუნარიანობის შესახებ, რომელიც დამოწმებულია უფლებამოსილი ექიმისა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდებით; ი) გემის მზარეულისა და სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიკატი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ” ბრძანებით დადგენილი „სხვა“ სერტიფიკატები. მუხლი 3. საზღვაო კულინარიის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების შერჩევის წესი 1. საზღვაო კულინარიის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების შერჩევა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად და განსაზღვრავს სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას, რომლის მიზანია იმ დაწესებულების გამოვლენა და რეესტრში აყვანა, რომელიც უფლებამოსილი იქნება განახორციელოს საზღვაო კულინარიის მომზადების აღიარებული პროგრამა და გასცეს კურსის გავლის შესაბამისი დოკუმენტი. 2.საზღვაო კულინარიის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების შერჩევა სააგენტოს მიერ ხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) დაწესებულების მიერ განხორციელებული პროგრამები; ბ) პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაცია (სერტიფიკატი, ქვესპეციალობის მოწმობა) და გამოცდილება (მუშაობის სტაჟი); გ) პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; დ) მსმენელის მიერ გავლილი კურსის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა. მუხლი 4. საზღვაო კულინარიის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და საზღვაო კულინარიის მომზადების პროგრამის აღიარების პირობები 1.მომზადების პროგრამის აღიარების პირობები სააგენტოს მიერ ცხადდება საჯაროდ და განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე. 2. მომზადების პროგრამის განხორციელებისათვის დაწესებულება ვალდებულია აკმაყოფილებდეს შერჩევის შემდეგ პირობებს: ა) დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა.ა) ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს კულინარიის ხელოვნების საგანმანათლებლო პროგრამას; ან ა.ბ) ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საზღვაო საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს; ა.გ) აწარმოებდეს მსმენელის მიერ მომზადების პროგრამის გავლის შესახებ ელექტრონულ რეესტრს; ა.დ) გააჩნდეს ამ წესის დანართ №1-ში „საზღვაო კულინარიის მოდული“ მითითებული ინვენტარი სასწავლო პროცესის წარმართვისათვის; ა.ე) დასაქმებული ჰყავდეს ამ წესის №1 დანართში „საზღვაო კულინარიის მოდული“ მითითებული შესაბამისად კვალიფიციური პერსონალი. 3. საზღვაო კულინარიის მომზადების პროგრამის აღიარების მიზნით აუცილებელია სააგენტოს მიერ დამტკიცებული განაცხადის წარდგენა. 4.განაცხადს თან უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია: ა) „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის შესახებ“ აქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; ბ) მომზადების პროგრამაზე მსმენელთა მიღების მინიმალური მოთხოვნები (ასაკი, კვალიფიკაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა); გ) მომზადების პროგრამის სასწავლო გეგმა, პროგრამის ხანგრძლივობა, განრიგი, სწავლების მეთოდი, რომლებიც შემუშავებულია ამ წესის დანართში მოცემული მომზადების პროგრამის შესაბამისად; დ) ამ წესის დანართში განსაზღვრული სასწავლო რესურსებისა და ინვენტარის ჩამონათვალი და/ან აღწერილობა; ე) ინსტრუქტორების სახელი, გვარი, რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად; ვ) მომზადების პროგრამაზე მისაღებ მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა, პროგრამის მსმენელების პროპორციულობა ინსტრუქტორების რაოდენობასთან მიმართებით; ზ) შეფასების ფორმა (მიმდინარე და დასკვნითი), კრიტერიუმები და მიზანი; თ) აღნიშნული პროგრამის გავლის დოკუმენტური დასაბუთების ნიმუში; ი) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; კ) ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი; ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 5. სააგენტოს მიერ მოსამზადებელი კურსის აღიარების განცხადება და თანდართული მასალები განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 6. სააგენტო გადაწყვეტილებას მომზადების პროგრამის აღიარების ან აღიარებაზე უარის შესახებ იღებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 10-15 სამუშაო დღის ვადაში. 7. სააგენტო შესაბამის შერჩეულ დაწესებულებებში ადგილზე ამოწმებს წარდგენილ განცხადებებში მითითებული (ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული) ინფორმაციის ნამდვილობას ან/და უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 8. სააგენტოს გადაწყვეტილება მომზადების პროგრამის აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 9. მომზადების პროგრამის აღიარების ვადად განისაზღვრება 2 წელი. 10. სააგენტო ახორციელებს აღიარებული პროგრამის მონიტორინგს ყოველწლიურად, რომლის დროსაც გამოვლენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში უფლებამოსილია გაუქმოს აღიარება. 11. შერჩეული დაწესებულება ვალდებულია მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული მსმენელები დაარეგისტრიროს სააგენტოს მეზღვაურის დოკუმენტთა მართვის სისტემის ელექტრონული მოდულში, სადაც ხდება პროგრამის დაწყების დადასტურება სააგენტოს მიერ. 12. მომზადების პროგრამის სასწავლო გეგმაში შესაძლო ცვლილების განხორციელებისათვის დაინტერესებული მხარე განცხადების საფუძველზე მიმართავს სააგენტოს. სააგენტო განცხადებას ცვლილების შესახებ განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, და თუ მომზადების პროგრამის სილაბუსში შესული ცვლილება დამაკმაყოფილებელია, სააგენტო ცვლილების შეტანას ადასტურებს ოფიციალური წერილით. 13. აღიარებული მომზადების კურსის განმახორციელებელი დაწესებულებები ვალდებულნი არიან საერთაშორისო აქტებში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, განაახლონ და საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი მომზადების პროგრამა. საერთაშორისო აქტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ შერჩეულ დაწესებულებებს ეცნობება სააგენტოს მიერ, სააგენტო მათ ასევე განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაში შერჩეული დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამების საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა. სააგენტოს მიერ მითითებულ ვადებში, შერჩეული დაწესებულებების მიერ, აღიარებული მომზადების პროგრამების საერთაშორისო აქტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი პროგრამის აღიარების გაუქმების თაობაზე. 14. მომზადების პროგრამის საბოლოო შეფასების გამოცდა ტარდება სასწავლო დაწესებულებაში სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ. 15. მომზადების პროგრამის აღიარების სერტიფიკატის ფორმა და მასზე დასატანი ინფორმაცია განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით. პროგრამის აღიარების სერტიფიკატი გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე. მუხლი 5. მომზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის აუცილებელი რეკვიზიტები მომზადების პროგრამის გავლის დოკუმენტური დასაბუთება უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) შერჩეული დაწესებულების სახელწოდებას, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) დოკუმენტის უნიკალურ ნომერს; გ) გავლილი მომზადების პროგრამის დასახელებას; დ) კურსდამთავრებულის სახელს, გვარს, პირად ნომერს და მეზღვაურის ნომერს; ე) მითითებას კურსდამთავრებულის მიერ მომზადების პროგრამის წარმატებით დასრულების შესახებ; ვ) მითითებას „საზღვაო-საწვრთნელი კურსი (პროგრამა) აღიარებულია სააგენტოს მიერ“; ზ) შერჩეული დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას; თ) კურსდამთავრებულის ხელმოწერას. მუხლი 6. გემის მზარეულისა და სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიცირების წესი და პირობები 1. გემის სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიკატის მისაღებად პირს უნდა გააჩნდეს: ა) კულინარიის ხელოვნების ან/და მასთან გათანაბრებული კვალიფიკაცია; ან/და - „გემის მზარეულის“ ან/და „სამაგიდე მომსახურე პერსონალის“ სერტიფიკატი/მოწმობა/ცნობა; ან/და - მეორე საფეხურის მზარეულის პროფესიული კვალიფიკაცია და ფართო პროფილის სამზარეულოში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; ან/და - მეოთხე და მეხუთე საფეხურის მზარეულის პროფესიული კვალიფიკაცია. ბ) საზღვაო კულინარიის მომზადების აღიარებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა; დ) მეზღვაურის საბაზისო წვრთნის გავლისა და უშიშროებასთან დაკავშირებული ინსტრუქტაჟის კვალიფიკაციის სერტიფიკატი; ე) სააგენტოს მიერ დადგენილი წესით წინამდებარე ბრძანების ამოქმედების შემდეგ ჩაბარებული გამოცდა. 2.გემის მზარეულის სერტიფიკატის მისაღებად პირს უნდა გააჩნდეს: ა) კულინარიის ხელოვნების ან/და მასთან გათანაბრებული კვალიფიკაცია; ან/და - „გემის მზარეულის“ ან/და „სამაგიდე მომსახურების პერსონალის“ სერტიფიკატი/მოწმობა/ცნობა; ან/და - მეორე საფეხურის მზარეულის პროფესიული კვალიფიკაცია და ფართო პროფილის სამზარეულოში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; ან/და - მეოთხე და მეხუთე საფეხურის მზარეულის პროფესიული კვალიფიკაცია. ბ) საზღვაო კულინარიის მომზადების აღიარებული პროგრამის წარმატებით გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; ან არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ფართო პროფილის სამზარეულოში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; დ) მეზღვაურის საბაზისო წვრთნის გავლისა და უშიშროებასთან დაკავშირებული ინსტრუქტაჟის კვალიფიკაციის სერტიფიკატი; ე) სააგენტოს მიერ დადგენილი წესით წინამდებარე ბრძანების ამოქმედების შემდეგ ჩაბარებული გამოცდა. 3. გემის მზარეულისა და სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიკატი გაიცემა 5 (ხუთი) წლის ვადით. მუხლი 7. გემის მზარეულისა და სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიკატის განახლება 1.პირი, რომელსაც სურს იმავე რანგის სერტიფიკატის განახლება და გააჩნია ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არანაკლებ 12 (თორმეტი) -თვიანი ნაოსნობის სტაჟი, ან უწყვეტი 3 (სამი)-თვიანი ნაოსნობის სტაჟი ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, სერტიფიკატს განაახლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე. 2.თუ პირი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს სერტიფიკატის განახლებასთან დაკავშირებით, მან უნდა ჩააბაროს გამოცდა სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. მუხლი 8. დასკვნითი და გარდამავალი დებულებები 1. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ყველა პირზე, რომელთაც სურთ განახორციელონ მზარეულის საქმიანობა გემზე. 2. ამ წესის ამოქმედებისთანავე, ყველა მეზღვაურმა, გემის მზარეულის სერტიფიკატის განახლებისთვის, უნდა გაიაროს გემის მზარეულის მოსამზადებელი პროგრამა.
დანართი №1
1. ზოგადი ინფორმაცია
1. ძირითადი მოთხოვნები 2.1 მომზადების პროგრამებზე დაშვების წინაპირობა · კულინარიის ხელოვნების ან/და მასთან გათანაბრებული კვალიფიკაცია; ან/და · „გემის მზარეულის“ ან/და „სამაგიდე მომსახურების პერსონალის“ სერტიფიკატი/მოწმობა/ცნობა; ან/და · საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული მეორე საფეხურის მზარეულის პროფესიული კვალიფიკაცია და ფართო პროფილის სამზარეულოში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; ან/და · საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული მეოთხე და მეხუთე საფეხურის მზარეულის პროფესიული კვალიფიკაცია. 2.2 მსმენელთა რეგისტრაცია მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება წელიწადის ნებისმიერ დროს საჯაროდ აცხადებს მსურველთა მიღებას. დაშვების წინაპირობების დაკმაყოფილებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შედეგად, პირი მომზადების პროგრამაზე გაივლის რეგისტრაციას და მას მიენიჭება მსმენელის სტატუსი. პროგრამაზე მსმენელეთა რაოდენობა ოცს (20) არ უნდა აღემატებოდეს. 2.3 პროგრამის ხანგრძლივობა მომზადების პროგრამის ხანგრძლივობა უნდა მოიცავდეს არანაკლებ 120 და არაუმეტეს 150 საკონტაქტო საათს. პროგრამის დაგეგმვისას კვირეული დატვირთვა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 40 საათს. 2.4 პროგრამის განმახორციელებელი პირების - ინსტრუქტორების კომპეტენცია მომზადების პროგრამის განმახორციელებელ პირად შესაძლებელია ჩართული იყოს ერთზე მეტი პირი, შესაბამისი კომპეტენციების გათვალისწინებით, რაც დასტურდება განმახორციელებელ დაწესებულებაში არსებული პირადი საქმეებით. ინსტრუქტორების მიმართ წაყენებულია შემდეგი მოთხოვნები: ა) პროგრამის თემატიკა, რომელიც ეხება საზღვაო საკანონმდებლო ასპექტებს, – უმაღლესი იურიდიული განათლება საზღვაო სფეროში ან/და იურიდიული განათლების მქონე პირი, რომლის კომპეტენცია დასტურდება საზღვაო სფეროში მუშაობის გამოცდილებით ან პუბლიკაციით; ბ) პროგრამის თემატიკა, რომელიც ეხება გემზე პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გადანაწილებას, გემის მზარეულის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, ნარჩენების მართვას კვების ბლოკში, უსაფრთხოებისა და შრომის ჰიგიენის ზომებს კამბუზში – უმაღლესი საინჟინრო/საზღვაოსნო მეცნიერებათა სფეროს ან მასთან გათანაბრებული განათლება; გ) პროგრამის თემატიკა, რომელიც ეხება დარგობრივ ინგლისურს – უმაღლესი განათლება ინგლისური ენის ფილოლოგიაში ან ინგლისური ენის სწავლების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან – უმაღლესი საინჟინრო/საზღვაოსნო მეცნიერებათა სფეროს ან მასთან გათანაბრებული განათლება და საზღვაო სფეროში მუშაობის გამოცდილება ან პუბლიკაცია; დ) პროგრამის თემატიკა, რომელიც ეხება საკვებით გამოწვეული დაავადებების პრევენციას – საექიმო განათლება/დიპლომირებული მედიკოსი; ე) პროგრამის თემატიკა, რომელიც ეხება კერძების მომზადებას, რელიგიურ და კულტურულ ასპექტებს – კულინარიის ხელოვნების/მზარეულის კვალიფიკაციის მქონე პირი ან არანაკლებ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება ფართო პროფილის სამზარეულოში. 2.5 სწავლა-სწავლების, შეფასების მეთოდები და მტკიცებულებები მომზადების პროგრამის შემუშავება-განხორციელების პროცესში შესაძლოა გამოყენებულ იქნას სწავლება-სწავლის სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის ლექცია, სემინარი, ინტერაქტიული ლექცია და სხვა შეფასების მეთოდები – პრაქტიკული დავალების ან/და ტესტის ან კაზუსის შეფასება. ინსტრუქტორი/ტრენერი უფლებამოსილია მისაღწევი სწავლის შედეგებიდან გამომდინარე თავად განსაზღვროს სწავლება-სწავლისა და შეფასების მეთოდები. 2.6 სასწავლო რესურსი სწავლა-სწავლების პროცესში გამოიყენება IMO-ს ძირითადი კონვენციები და კოდექსები SOLAS, MARPOL, STWC, MLC,. ინსტრუქტორი/ტრენერი უფლებამოსილია გამოიყენოს დამატებით ნებისმიერ სხვა სასწავლო რესურსი, წყარო, საპრეზენტაციო საშუალებები, სალექციო კურსები, რომელთა შინაარსი დაკავშირებულია მისაღწევ სწავლის შედეგებთან. 2.7 მინიმალური სტანდარტი სასწავლო გარემოსა და ინვენტარის შესახებ სასწავლო გარემოს აღწერილობა – ბუნებრივი განათების მქონე აუდიტორია. ერთ მსმენელზე არანაკლებ 2 კვმ. გარემოში განთავსებული ინვენტარის სახეობა და რაოდენობა
2.8 მომზადების პროგრამის გავლის შედეგები გემზე დასაქმების უფლების მოპოვებისთვის, მომზადების პროგრამის გავლის შედეგად მსმენელმა უნდა გაიაროს „საზღვაო ტრანსპრტის სააგენტოსა“ და განმახორციელებელი დაწესებულების მიერ ერთობლივად ჩატარებული ტესტირება. ტესტირებაზე დაშვების წინაპირობაა მომზადების პროგრამის გავლა, რომელიც საჭიროებისამებრ დასტურდება შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით. გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაითვლება „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მიერ დადგენილი მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში. ტესტირებაზე ჩაჭრის შემთხვევაში პირი სარგებლობს ტესტირებაზე გასვლის უფლებამოსილებით, დამატებით არაუმეტეს ორჯერ კურსის დასრულებიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. „საზღვაო სატრანსპორტო სააგენტო“ უზრუნველყოფს ტესტირების შედეგების დოკუმენტირება-დაარქივებას. ტესტირების წარმატებით ჩაბარების შედეგად „საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს“ მიერ გაიცემა შესაბამისი დოკუმენტი. 2.9 მომზადების პროგრამის მსმენელთა რეესტრი მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება ვალდებულია ელექტრონულად აწარმოოს სწავლის მსურველთა, პროგრამებზე რეგისტრირებულთა, პროგრამის გავლისა და ტესტირების შედეგების შესახებ რეესტრი, რომელსაც ინფორმაციის სახით წარუდგენს სსიპ – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს. 2.10 დასაქმების შესაძლებლობები საოკეანო-სავაჭრო, თევსაჭერ და სამგზავრო გემებზე დასაქმების პოზიციებია: · გემის მზარეული; · გემის მზარეულის დამხმარე; · სამაგიდე მომსახურე პერსონალი. ამ წესის 2.8 პუნქტით განსაზღვრული ტესტირების წარმატებით ჩაბარების შედეგად პირი უფლებამოსილია გემზე დასაქმდეს „სამაგიდე მომსახურე პერსონალად“ ან/და „გემის მზარეულის დამხმარედ“, ხოლო ტესტირებისა და გემზე მუშაობის არანაკლებ სამთვიანი „სამაგიდე მომსახურე პერსონალად“ ან/და „გემის მზარეულის დამხმარედ“ მუშაობის შემთხვევაში, რომელიც პირს შესაბამისი ცნობის წარმოდგენის საფუძველზე ჩაეთვლება ნაოსნობის აღიარებულ სტაჟად, დასაქმდება გემის მზარეულად. კერძოდ, გემის მზარეულად დასაქმებისთვის დაკმაყოფილებული უნდა იქნეს შემდეგი წინაპირობები: · მომზადების პროგრამის გავლისა და ტესტირების წარმატებით ჩაბარების შედეგად გაცემული დოკუმენტი; · ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; · გემზე ნაოსნობის აღიარებული სტაჟი (გემის მზარეულისა და გემის მზარეულის დამხმარედ დასაქმების შემთვევაში) · STCW კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით და A-VI/6 ნაწილის მე-4 პუნქტით დადგენილი კომპეტენციის შესაბამისი წვრთნების გავლის ამსახველი დოკუმენტი; 2.11 განმახორციელებელი დაწესებულება მომზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მოპოვება შესაძლებელია შემდეგი დაწესებულებების მიერ: ა) საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ავტორიზებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ახორციელებს კულინარიის ხელოვნების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას; ან/და ბ) საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ავტორიზებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ახორციელებს საზღვაო სფეროს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს; დაინტერესებული დაწესებულება მომზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მოპოვებისთვის მიმართავს „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დადგენილი წესის შესაბამისად. 2.12 მომზადების პროგრამის სტრუქტურა უფლებამოსილი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში“ განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით წარმოდგენილი მომზადების პროგრამა დამტკიცებული უნდა იყოს ამავე დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ და სტრუქტურა უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: · პროგრამის დასახელება და განხორციელების ადგილი; · პროგრამის მიზანი; · პროგრამაზე დაშვების წინაპირობა; · პროგრამაზე რეგისტრაცია; · ტესტირების ჩატარების წესი და პირობები; · პროგრამის ხანგრძლივობა და განრიგი; · სწავლება-სწავლისა და შეფასების მეთოდები; · სასწავლო რესურსი; · განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია კომპეტენციის შესაბამისად; · სასწავლო გარემო; · სწავლის შედეგები; · პროგრამის გავლის შედეგები; · დასაქმების შესაძლებლობები; · დამატებით სხვა ინფორმაცია. სწავლა-სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით მომზადების პროგრამის დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება და გაუმჯობესება უნდა ეფუნებოდეს განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ ხარისხის მექანიზმებს. დოკუმენტი შემუშავდა გერმანიის საერთშორისო თანამშრომლობის საზოგადოება – GIZ-ის მხარდაჭერით. დანართი №2 1. დარგობრივი კომპეტენციები (დარგობრივი ცოდნა და უნარები)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები