დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზღვაო კულინარიის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და საზღვაო კულინარიის მომზადების პროგრამის აღიარების, ასევე გემის მზარეულისა და დამხმარე სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიცირების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 23 მაისის N03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 05/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310020000.55.067.016163 |
|
„საზღვაო კულინარიის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და საზღვაო კულინარიის მომზადების პროგრამის აღიარების, ასევე გემის მზარეულისა და დამხმარე სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიცირების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 23 მაისის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საზღვაო კულინარიის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და საზღვაო კულინარიის მომზადების პროგრამის აღიარების, ასევე გემის მზარეულისა და დამხმარე სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიცირების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 23 მაისის №03 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. „საზღვაო კულინარიის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და საზღვაო კულინარიის მომზადების პროგრამის აღიარების, ასევე გემის მზარეულისა და დამხმარე სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიცირების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 23 მაისის №03 ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის აღიარების, ასევე გემის მზარეულისა და დამხმარე სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიცირების წესი და პირობები.“. 2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დამტკიცდეს თანდართული „საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის აღიარების, ასევე გემის მზარეულისა და დამხმარე სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიცირების წესი და პირობები“. 3. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის აღიარების, ასევე გემის მზარეულისა და დამხმარე სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიცირების წესი და პირობები“. 4. წესის პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის აღიარების, ასევე გემის მზარეულისა და დამხმარე სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიცირების წესი და პირობები“ (შემდეგში – წესი) ადგენს საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და გემის მზარეულისა და დამხმარე სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიცირების წესსა და პირობებს. 2. ამ წესის მიზანია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის სფეროსთვის (სავაჭრო, სატვირთო და სამგზავრო), გემის კვების ბლოკში, მომსახურე პერსონალის გადამზადება და სერტიფიცირება.“. 5. წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შერჩეული დაწესებულება – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) მიერ შერჩეული პროფესიული დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს გემის მზარეულის გადამზადების პროგრამა; ბ) გადამზადების პროგრამა – საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის დანართი №2-ის საფუძველზე შემუშავებული და სააგენტოს მიერ აღიარებული პროგრამა; გ) მსმენელი – პირი, რომელიც დარეგისტრირდა და სწავლობს ამ წესის საფუძველზე შემუშავებულ გადამზადების პროგრამაზე;“. 6. წესის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების შერჩევის წესი 1. საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების შერჩევა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, რომლის მიზანია იმ დაწესებულების გამოვლენა და რეესტრში აყვანა, რომელიც უფლებამოსილი იქნება განახორციელოს საზღვაო კულინარიის გადამზადების აღიარებული პროგრამა და გასცეს კურსის გავლის შესაბამისი დოკუმენტი. 2. საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების შერჩევა სააგენტოს მიერ ხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) დაწესებულების მიერ განხორციელებული პროგრამები; ბ) გადამზადების პროგრამის პროფესიული მასწავლებლის კვალიფიკაცია (სერტიფიკატი, ქვესპეციალობის მოწმობა) და გამოცდილება (მუშაობის სტაჟი). მუხლი 4. საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის აღიარების პირობები 1. გადამზადების პროგრამის აღიარების პირობები სააგენტოს მიერ ცხადდება საჯაროდ და განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 2. გადამზადების პროგრამის განხორციელებისათვის დაწესებულება ვალდებულია აკმაყოფილებდეს შერჩევის შემდეგ პირობებს: ა) ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს კულინარიის ხელოვნების საგანმანათლებლო პროგრამას ან ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საზღვაო საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს; ბ) აწარმოებდეს მსმენელის მიერ გადამზადების პროგრამის გავლის შესახებ ელექტრონულ რეესტრს; გ) გააჩნდეს ამ წესის დანართ №1-ში „საზღვაო კულინარიის მოდული“ მითითებული ინვენტარი სასწავლო პროცესის წარმართვისათვის; დ) დასაქმებული ჰყავდეს ამ წესის დანართ №1-ში „საზღვაო კულინარიის მოდული“ მითითებულს შესაბამისად კვალიფიციური პერსონალი. 3. საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის აღიარების მიზნით აუცილებელია დაწესებულებამ სააგენტოს მიმართოს განცხადებით და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; ბ) გადამზადების პროგრამაზე მსმენელთა მიღების მინიმალური მოთხოვნები (ასაკი, კვალიფიკაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა); გ) გადამზადების პროგრამის სასწავლო გეგმა, პროგრამის ხანგრძლივობა, განრიგი, სწავლების მეთოდი, რომლებიც შემუშავებულია ამ წესის დანართში მოცემული გადამზადების პროგრამის შესაბამისად; დ) ამ წესის დანართში განსაზღვრული სასწავლო რესურსებისა და ინვენტარის ჩამონათვალი და/ან აღწერილობა; ე) პროფესიული მასწავლებლის სახელი, გვარი, რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად; ვ) გადამზადების პროგრამაზე მისაღებ მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა, პროგრამის მსმენელების პროპორციულობა პროფესიული მასწავლებლების რაოდენობასთან მიმართებით; ზ) შეფასების ფორმა, კრიტერიუმები და მიზანი; თ) აღნიშნული პროგრამის გავლის დოკუმენტური დასაბუთების ნიმუში; ი) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; კ) ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი. 4. სააგენტოს მიერ გადამზადების კურსის აღიარების განცხადება და თანდართული მასალები განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 5. სააგენტო გადაწყვეტილებას გადამზადების პროგრამის აღიარების ან აღიარებაზე უარის შესახებ იღებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 10-15 სამუშაო დღის ვადაში. 6. სააგენტო შესაბამის დაწესებულებებში ადგილზე ამოწმებს წარდგენილ განცხადებებში მითითებული (ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული) ინფორმაციის ნამდვილობას ან/და უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მათი ნამდვილობის დადასტურების მიზნით. 7. სააგენტოს გადაწყვეტილება გადამზადების პროგრამის აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 8. დაწესებულების შერჩევისა და გადამზადების პროგრამის აღიარების ვადად განისაზღვრება 2 წელი. 9. სააგენტო ახორციელებს აღიარებული გადამზადების პროგრამის მონიტორინგს ყოველწლიურად, მონიტორინგის დროს თუ გამოვლინდა შერჩევის/აღიარების პირობების დარღვევა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დაწესებულების ან/და საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის აღიარების შეჩერების ან/და გაუქმების შესახებ. 91. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შერჩევის/აღიარების შეჩერების შემთხვევაში შესაბამის დაწესებულებას განესაზღვრება ვადა (არაუმეტეს 2 თვისა), რომლის განმავლობაში იგი ვალდებულია აღმოფხვრას სააგენტოს მიერ მითითებული ხარვეზები. ხარვეზების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს აღიარება. 92. აღიარების გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამის დაწესებულებას უწყდება უფლებამოსილება განაგრძოს საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამა ან/და გასცეს შესაბამისი პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. 93. აღიარების გაუქმებიდან არანაკლებ 3 თვის განმავლობაში შესაბამის დაწესებულებას უფლება არა აქვს დაწესებულების ან მათი პროგრამის ხელახალი აღიარების მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს. 10. შერჩეული დაწესებულება ვალდებულია გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხული მსმენელები დაარეგისტრიროს სააგენტოს მეზღვაურის დოკუმენტთა მართვის სისტემის ელექტრონულ მოდულში, სადაც ხდება პროგრამის დაწყების დადასტურება სააგენტოს მიერ. 11. გადამზადების პროგრამის სასწავლო გეგმაში შესაძლო ცვლილების განხორციელებისათვის დაინტერესებული მხარე განცხადების საფუძველზე მიმართავს სააგენტოს. სააგენტო განცხადებას ცვლილების შესახებ განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, და თუ გადამზადების პროგრამის ჩარჩო დოკუმენტში შესული ცვლილება დამაკმაყოფილებელია, სააგენტო ცვლილების შეტანას ადასტურებს ოფიციალური წერილით. 12. აღიარებული გადამზადების კურსის განმახორციელებელი დაწესებულებები ვალდებული არიან, საერთაშორისო აქტებში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, განაახლონ და საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი გადამზადების პროგრამა. საერთაშორისო აქტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ შერჩეულ დაწესებულებებს ეცნობება სააგენტოს მიერ, სააგენტო მათ ასევე განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაში შერჩეული დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამების საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა. სააგენტოს მიერ მითითებულ ვადებში, შერჩეული დაწესებულებების მიერ, აღიარებული გადამზადების პროგრამების საერთაშორისო აქტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი პროგრამის აღიარების გაუქმების თაობაზე. 13. გადამზადების პროგრამის საბოლოო შეფასების გამოცდა ტარდება სასწავლო დაწესებულებაში სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ. 14. გადამზადების პროგრამის აღიარების სერტიფიკატის ფორმა და მასზე დასატანი ინფორმაცია განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. პროგრამის აღიარების სერტიფიკატი გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე. მუხლი 5. გადამზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის აუცილებელი რეკვიზიტები გადამზადების პროგრამის გავლის დოკუმენტური დასაბუთება უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) შერჩეული დაწესებულების სახელწოდებას, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) დოკუმენტის უნიკალურ ნომერს; გ) გავლილი გადამზადების პროგრამის დასახელებას; დ) კურსდამთავრებულის სახელს, გვარს, პირად ნომერს; ე) მითითებას კურსდამთავრებულის მიერ გადამზადების პროგრამის წარმატებით დასრულების შესახებ; ვ) მითითებას „გადამზადების პროგრამა აღიარებულია სააგენტოს მიერ“; ზ) შერჩეული დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.“ 7. წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კულინარიის ხელოვნების ან/და მასთან გათანაბრებული კვალიფიკაცია; ან/და - „გემის მზარეულის“ ან/და „სამაგიდე მომსახურე პერსონალის“ სერტიფიკატი/მოწმობა/ცნობა; ან/და - მეორე საფეხურის მზარეულის პროფესიული კვალიფიკაცია და ფართო პროფილის სამზარეულოში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; ან/და - საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია კულინარიის ხელოვნებაში; ან/და - მეოთხე და მეხუთე საფეხურების მზარეულის პროფესიული კვალიფიკაცია. ბ) საზღვაო კულინარიის გადამზადების აღიარებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;“. 8. წესის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კულინარიის ხელოვნების ან/და მასთან გათანაბრებული კვალიფიკაცია; ან/და - „გემის მზარეულის“ ან/და „სამაგიდე მომსახურების პერსონალის“ სერტიფიკატი/მოწმობა/ცნობა; ან/და - მეორე საფეხურის მზარეულის პროფესიული კვალიფიკაცია და ფართო პროფილის სამზარეულოში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; ან/და - საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია კულინარიის ხელოვნებაში; ან/და - მეოთხე და მეხუთე საფეხურების მზარეულის პროფესიული კვალიფიკაცია. ბ) საზღვაო კულინარიის გადამზადების აღიარებული პროგრამის წარმატებით გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;“. 9. წესის მე-7 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ პირი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს სერტიფიკატის განახლებასთან დაკავშირებით, მან უნდა ჩააბაროს გამოცდა სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.“. 10. წესის დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები