დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების“ დამტკიცების თაობაზე სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 104 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 21/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016153 |
|
„საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების“ დამტკიცების თაობაზე სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების“ (matsne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016102, 31/08/2016) დამტკიცების თაობაზე სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №113 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, თუ ეს საჭიროა აფრენა-დაფრენის განსახორციელებლად ან არსებობს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ნებართვა. სერტიფიცირებული აეროდრომების/ვერტოდრომების გარეთ აფრენა-დაფრენისთვის შერჩეული ტერიტორია უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემულ პირობებს: ა) არსებობს თანხმობა ტერიტორიის აფრენა-დაფრენის მიზნით გამოყენებაზე ტერიტორიის მფლობელისგან; ბ) ტერიტორია დაცულია შესაბამის პერიმეტრში ხალხის და მოძრავი საგნის გადაადგილებისაგან; გ) ტერიტორია უსაფრთხოა აფრენა-დაფრენის განხორციელებისათვის.“ 2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „141“' მუხლი: „მუხლი 141. პარაპლანით ფრენა 1. პარაპლანით ფრენა უნდა განხორციელდეს: ა) იმგვარად, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი პარაპლანით ფრენისას გამოწვეული საფრთხე ადამიანებისათვის, ქონებისათვის და სხვა სხ-ისთვის; ბ) მზის ამოსვლასა და ჩასვლას შორის პერიოდში; გ) ხმელეთის ზედაპირთან მუდმივი ვიზუალური კავშირის შენარჩუნებით; 2. პარაპლანით ფრენისას აკრძალულია: ა) რაიმე სახის საგნების გადმოყრა ან ნივთიერებების გაშხეფვა; ბ) ფრენა ღრუბლების სიახლოვეს ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 1000 ფუტზე ნაკლებ მანძილზე და 3 კილომეტრზე ნაკლები ხილვადობის პირობებში. 3. კონტროლირებადი საჰაერო სივრცის ფარგლებში პარაპლანით ფრენა ხორციელდება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით. 4. არაკონტროლირებად საჰაერო სივრცის ფარგლებში პარაპლანით ფრენა ხორციელდება სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირებით. 5. პარაპლანით ფრენისას პირი ვალდებულია გზა დაუთმოს ყველა სხვა საჰაერო ხომალდს. 6. ძრავიანი პარაპლანით ფრენისას პირი ვალდებულია გზა დაუთმოს პარაპლანს ძრავის გარეშე.“. 3. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენისათვის აკრძალულ და შეზღუდულ არეებში შეზღუდვის პირობები განსაზღვრულია „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №660 დადგენილებით და ასახულია საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP).“. 4. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) მახის რიცხვიდან/ჭეშმარიტი სიჩქარიდან გადახვევა: იმ შემთხვევაში, თუ საკრეისერო ეშელონზე შენარჩუნებული მახის რიცხვი/ჭეშმარიტი სიჩქარე იცვლება 0.02 მახით ან მეტით, ან მიმდინარე ფრენის გეგმის ჭეშმარიტი სიჩქარე იცვლება 19/კმ/ს-ით (10 კვანძით), უნდა ეცნობოს სმმ-ის შესაბამის ორგანოს; დ) გაანგარიშებული დროის ცვლილება: გარდა იმ შემთხვევისა, როცა ADS-C არის გააქტიურებული და შესაძლებელია მისი გამოყენება საჰაერო სივრცის იმ ნაწილში, სადაც ADS-C მომსახურება არის უზრუნველყოფილი, თუ აღმოჩნდა, რომ მორიგი დასახული შეტყობინების გადაცემის წერტილი, საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის საზღვრის გადაფრენის ან დანიშნულების აეროდრომამდე ფრენის გაანგარიშებული დრო (იმისდა მიხედვით, თუ რომელი აღმოჩნდება პირველი) 2 წთ-ზე მეტით განსხვავდება იმ დროისგან, რომელიც მანამდე ეცნობა სმმ-ის ორგანოს, ან შესაბამისი უფლებასილი ორგანოს მიერ დადგენილი სხვა დრო, რომელიც მიღებულია რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებების საფუძველზე, მაშინ სხ-ის ეკიპაჟმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აცნობოს სმმ-ის შესაბამის ორგანოს შეცვლილი გადაანგარიშებული დრო.“ 5. მე-40 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საკრეისერო ეშელონის შეცვლისას: სხ-ის ამოსაცნობი ინდექსი; მოთხოვნილი ახალი საკრეისერო ეშელონი და მახის რიცხვი/ჭეშმარიტი სიჩქარე ამ ეშელონზე, აგრეთვე, შეტყობინების გადაცემის მომდევნო წერტილზე გადაფრენის ან საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის საზღვრის გადაკვეთის გადაანგარიშებული დრო (საჭიროების შემთხვევაში).“. 6. 46-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის პერიოდში ვფწ-ით ფრენები ხორციელდება ამ წესის 461 მუხლში დადგენილი პირობების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სმმ-ს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის პერიოდში დადგენილია დამატებითი პირობები. სმმ-ს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი დამატებითი პირობები არ უნდა იყოს ამ წესის 461 მუხლში დადგენილ პირობებზე ნაკლები.“. 7. 46-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,461’’ და ,,462“ მუხლები: ,,მუხლი 461. ვფწ-ით ფრენები მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის პერიოდში 1. მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის პერიოდში ვფწ-ით ფრენებისას ხილვადობა უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის №5 დანართით დადგენილ ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობების ხილვადობის და ღრუბლიანობამდე მანძილის მინიმუმებს, ამასთან: ა) ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 450 მეტრი (1500 ფუტი); ბ) B, C, D, E, F და G კლასის საჰაერო სივრცეში 900 მ-ზე დაბლა (3000ფტ) ზღვის საშუალო დონიდან ან რელიეფიდან 300 მეტრზე (1000ფტ) დაბლა ფრენისას, რომელიც უფრო მეტია, მფრინავი უნდა ინარჩუნებდეს ზედაპირის ხედვას; გ) ვერტმფრენებისთვის F და G კლასის საჰაერო სივრცეში 900 მ-ზე დაბლა (3000ფტ) ზღვის საშუალო დონიდან ან რელიეფიდან 300 მეტრზე (1000ფტ) დაბლა ფრენისას, რომელიც უფრო მეტია, ვფწ-ით ფრენების განხორციელებისას ხილვადობა უნდა იყოს არანაკლებ 3 კმ, მფრინავი მუდმივად უნდა ინარჩუნებდეს ზედაპირის ხედვას და მოძრაობდეს ისეთი სიჩქარით, რომელიც იძლევა დროულად მანევრირების და დაკვირვების საშუალებას სხვა საჰაერო მოძრაობებზე ან დაბრკოლებებზე, შეჯახების თავიდან ასაცილებლად. 2. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აუცილებელია აფრენის ან დაფრენის განხორციელება ან ნებადართულია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის პერიოდში, ვფწ-ით ფრენები არ უნდა განხორციელდეს დადგენილი ფრენის მინიმალურ სიმაღლეებზე დაბლა, ან: ა) რთული რელიეფის ან მთაგორიანი არეს შემთხვევაში, იმ ეშელონზე ან აბსოლუტურ სიმაღლეზე, რომელიც იქნება მინიმუმ 600 მ-ით (2 000ფტ) მაღლა უმაღლეს დაბრკოლებაზე 8 კმ-ის რადიუსში მარშრუტის ნებისმიერ წერტილში; ბ) სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე, იმ ეშელონზე ან აბსოლუტურ სიმაღლეზე, რომელიც იქნება მინიმუმ 300 მ-ით მაღლა უმაღლეს დაბრკოლებაზე 8 კმ-ის რადიუსში მარშრუტის ნებისმიერ წერტილში. 3. მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის პერიოდში ვფწ-ით ფრენისას აფრენა-დაფრენა ხორციელდება არსებული სტანდარტების შესაბამისი შუქ-ტექნიკური სისტემით აღჭურვილ აეროდრომზე/ვერტოდრომზე/საფრენ მოედანზე; 4. მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის პერიოდში ვფწ-ით ფრენისას აფრენა-დაფრენა მოუმზადებელი საფრენი მოედნიდან ნებადართულია, თუ: ა) დაფრენა განხორციელდა დღისით, სხ-ის მეთაური მომზადებულია, განსაზღვრული აქვს აფრენის უსაფრთხო მიმართულება და მოედანზე არსებობს აფრენისთვის შესაბამისი განათება, ან ბ) ეკიპაჟი და ვერტმფრენი აღჭურვილია არსებული სტანდარტების შესაბამისი ღამის ხედვის გასაუმჯობესებელი აღჭურვილობით და ეკიპაჟი დაშვებულია ასეთი ფრენების განხორციელებაზე. 5. მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის პერიოდში ვფწ-ით ფრენები აკრძალულია ერთპილოტიანი სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის და III კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე ვერტმფრენებისთვის, გარდა სასწავლო-საწვრთნელი მიზნით ფრენებისა და მხოლოდ იმ აეროდრომის რაიონში, რომელიც სადღეღამისო ფრენებისთვის არის განკუთვნილი. 6. მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის პერიოდში ვფწ-ით ფრენებისას სხ-ის აღჭურვილობა უნდა შეესაბამებოდეს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებულ „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებით“ და 2013 წლის 22 ოქტომბერის №220 ბრძანებით დამტკიცებულ „ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებით“ დადგენილ მოთხოვნებს. მუხლი 462. ვფწ-ით სპეციალური ფრენები 1. ვფწ-ით სპეციალური ფრენა ხორციელდება მხოლოდ სამეთვალყურეო არეში და ექვემდებარება სამეთვალყურეო ნებართვის მიღებას. ძებნა-შველის, სამედიცინო და სახანძრო დანიშნულების სხ-ების და მასთან დაკავშირებული სასწავლო ფრენების გარდა, ვფწ-ით სპეციალური ფრენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ დღისით და შემდეგი პირობების დაცვით: ა) სხ-ის პილოტის უნდა ჰქონდეს: ა.ა) ღრუბლებს გარეთ ფრენის და ზედაპირის ხედვის საშუალება; ა.ბ) ხილვადობა ფრენისას უნდა იყოს მინიმუმ 1500 მ; ა.გ) ფრენის სიჩქარე უნდა იყოს 140 კვანძი ან ნაკლები, რაც პილოტს მისცემს დროულად მანევრირების საშუალებას და შესაძლებლობას, დროულად დააკვირდეს/შეამჩნიოს სხვა საჰაერო მოძრაობები ან დაბრკოლებები შეჯახების თავიდან აცილების მიზნით; ბ) სმმ-ს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ვფწ-თ სპეციალური ფრენის ნებართვას გასცემს, თუ: ბ.ა) ხილვადობა ხმელეთზე მინიმუმ 1500 მეტრია, ან ვერტმფრენებისთვის 800 მეტრია; ბ.ბ) ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე მინიმუმ 180 მეტრია (600 ფუტი).“. 8. 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ვფწ-ით საკრეისერო ფრენები, ხმელეთიდან ან წყლის ზედაპირიდან 900 მ-ზე (3000 ფუტი) მაღლა ან სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილ ათვლის დონეზე მაღლა, უნდა შესრულდეს მიმართულების ხაზის შესაბამის ეშელონზე, ამ წესის №6 დანართში მოცემული ფრენის ეშელონების ცხრილის შესაბამისად, თუ სამეთვალყურეო ნებართვაში არ არის სხვა მითითება.“ 9. 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ექსპლუატანტმა სმმ-ის შესაბამის ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საშუალო ან მძიმე თავისუფალი აეროსტატის ფრენის გაუქმების თაობაზე, რომლის შესახებაც გადაცემული იყო ფრენისწინა შეტყობინება ამ წესების 63-ე მუხლის შესაბამისად.“. 10. წესის დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
„დანართი №5 ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობების ხილვადობის და ღრუბლიანობამდე მანძილის მინიმუმი
“. | ||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები