„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 397
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2019
ძალაში შესვლის თარიღი 28/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 040200010.22.027.016897
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
397
08/05/2019
ვებგვერდი, 08/05/2019
040200010.22.027.016897
„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (08/05/2019 - 23/05/2019)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №397

2019 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №65, მუხ. 837) დამტკიცებული წესის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალური სარიტუალო მომსახურება წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქორწინების სახლების, აგრეთვე, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, ვანის, ზუგდიდის, თერჯოლის, თიანეთის, ლაგოდეხის, მარნეულის, მარტვილის, ოზურგეთის, ონის, სამტრედიის, სენაკის, ფოთის, ყაზბეგის, ხონისა და ხარაგაულის ტერიტორიული სამსახურების კომპეტენციას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 27 მაისიდან.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი