საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 217
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 480490000.10.003.021232
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
217
01/05/2019
ვებგვერდი, 06/05/2019
480490000.10.003.021232
საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/05/2019 - 07/10/2024)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №217

2019 წლის1 მაისი

ქ. თბილისი

 

საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმით“ გათვალისწინებული „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების დებულებათა ადგილობრივ დონეზე კოორდინაციისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნას საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) შემდეგი შემადგენლობით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის თავმჯდომარე;

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი – კომიტეტის მდივანი;

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის  წევრი;

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;

5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;

6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;

7. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;

8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;

9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;

10. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;

11. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;

12. საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი  – კომიტეტის წევრი;

13. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წარმომადგენელი  – კომიტეტის წევრი;

14. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელი  – კომიტეტის წევრი;

15. საქართველოს ბანკების ასოციაციის წარმომადგენელი  – კომიტეტის წევრი;

16. საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენელი  – კომიტეტის წევრი;

17. ევროკავშირი – საქართველოს ბიზნესსაბჭოს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;

18. საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;

19. საქართველოს ბიზნესომბუდსმენი – კომიტეტის წევრი;

20. საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი.

მუხლი 2
დამტკიცდეს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის თანდართული დებულება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის

დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) არის „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმით“ გათვალისწინებული „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ჩამოყალიბებული  უწყებათაშორისი სათათბირო ორგანო.

2. კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

მუხლი 2. კომიტეტის უფლებამოსილებანი

კომიტეტი უფლებამოსილია:

ა) ცალკეული საკითხების მომზადებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შექმნას სამუშაო/საკონსულტაციო   ჯგუფები;

ბ) კონკრეტული საკითხების განსახილველად შესაბამისი სფეროებიდან მიიწვიოს სპეციალისტები/ექსპერტები.

მუხლი 3. კომიტეტის ძირითადი ფუნქციები

კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგიის, შესაბამისი რეფორმებისა და „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების დებულებების იმპლემენტაციის პრიორიტეტული მიმართულებების განხილვა;

ბ) „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების დებულებათა ადგილობრივ დონეზე კოორდინაციისა და განხორციელების ხელშეწყობა;

გ) საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება და მათი წარმოდგენა საქართველოს მთავრობისათვის.

მუხლი 4. კომიტეტის თავმჯდომარე

1. კომიტეტის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას;

ბ) იწვევს და წარმართავს კომიტეტის  სხდომებს.

2. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას უძღვება  კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომლის არჩევაც ხდება კომიტეტის შემადგენლობიდან, წლიური როტაციის პრინციპით.

მუხლი 5. კომიტეტის გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომიტეტი იკრიბება წელიწადში ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის ან წევრთა უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზე.

2. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა ნახევარზე  მეტი.

3. კომიტეტის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

4. კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომიტეტის თავმჯდომარის ხმა.

5. კომიტეტის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომიტეტის თავმჯდომარე და  მდივანი.

მუხლი 6. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს კომიტეტის სამდივნო, რომლის ფუნქციებს ახორციელებს სსიპ – შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო  ურთიერთობათა დეპარტამენტი.

2. კომიტეტის  სამდივნო უზრუნველყოფს:

ა) კომიტეტის სხდომათა დღის წესრიგის მომზადებას;

ბ) კომიტეტის სხდომათა მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ამსახველი საოქმო ჩანაწერების ოფიციალურ წარმოებას, შენახვასა და სისტემატიზაციას;

გ) კომიტეტის წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და ურთიერთობის კოორდინაციას;

დ) კომიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობების წარმართვას.