დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 1 მაისის №217 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 339 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480490000.10.003.024734 |
|
„საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 1 მაისის №217 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 1 მაისის №217 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/05/2019, 480490000.10.003.021232) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმით“ გათვალისწინებული „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების დებულებათა ადგილობრივ დონეზე კოორდინაციისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნას საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) შემდეგი შემადგენლობით: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის თავმჯდომარე; 2. ა(ა)იპ − ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს წარმომადგენელი – კომიტეტის თანათავმჯდომარე; 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი – კომიტეტის მდივანი; 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 9. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 10. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 12. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 13. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 14. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 15. საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 16. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 17. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 18. საქართველოს ბანკების ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 19. საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 20. ევროკავშირი – საქართველოს ბიზნესსაბჭოს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 21. საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 22. ა(ა)იპ − ევროპული ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი − კომიტეტის წევრი; 23. საქართველოს ბიზნესომბუდსმენი – კომიტეტის წევრი; 24. საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის წარმომადგენელი − კომიტეტის წევრი; 25. ა(ა)იპ − საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი − კომიტეტის წევრი; 26. ა(ა)იპ − გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წარმომადგენელი − კომიტეტის წევრი; 27. ა(ა)იპ − ქალები ღვინის ინდუსტრიაში წარმომადგენელი − კომიტეტის წევრი; 28. ა(ა)იპ − საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის წარმომადგენელი − კომიტეტის წევრი.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის დებულება“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები