დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 213 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430020000.10.003.021228 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/05/2019 - 05/08/2019)
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განხორციელდეს:
1. სსიპ − ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის რეორგანიზაცია და მიუერთდეს სსიპ − საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. სსიპ − ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის უფლებამოსილებები გადაეცეს სსიპ − საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და ჩაითვალოს მის უფლებამონაცვლედ, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 2. სსიპ − საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და სსიპ − ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის რეორგანიზაცია და მიუერთდეს სსიპ − საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს. სსიპ − საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი ჩაითვალოს სსიპ − საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და სსიპ − ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის უფლებამონაცვლედ, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 3. სსიპ − ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და სსიპ − დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის რეორგანიზაცია და მიუერთდეს სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჩაითვალოს სსიპ − ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და სსიპ − დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლედ, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 4. სსიპ − მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის რეორგანიზაცია და მიუერთდეს სსიპ − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს. სსიპ − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჩაითვალოს სსიპ − მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის უფლებამონაცვლედ, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 5. სსიპ − ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და სსიპ − მწერალთა სახლის რეორგანიზაცია და მათ ბაზაზე შეიქმნას სსიპ − ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი. სსიპ − ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი ჩაითვალოს სსიპ − ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და სსიპ − მწერალთა სახლის უფლებამონაცვლედ, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. |
| მუხლი 2 |
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ამ დადგენილებით გათვალისწინებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს: ა) ამ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებში ცვლილების შეტანა/ძალადაკარგულად გამოცხადება; ბ) ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები