დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ − ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის რეორგანიზაციისა და „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 363 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430020000.10.003.021378 |
363
05/08/2019
ვებგვერდი, 05/08/2019
430020000.10.003.021378
სსიპ − ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის რეორგანიზაციისა და „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
სსიპ − ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის რეორგანიზაციისა და „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
განხორციელდეს სსიპ − ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის რეორგანიზაცია 2019 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 1 ოქტომბრამდე.
|
| მუხლი 2 |
სსიპ − ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს სსიპ − მწერალთა სახლი.
|
| მუხლი 3 |
სსიპ − მწერალთა სახლი ჩაითვალოს სსიპ − ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის უფლებამონაცვლედ.
|
| მუხლი 4 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №213 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/05/2019, 430020000.10.003.021228) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სსიპ − ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და სსიპ − მწერალთა სახლის რეორგანიზაცია და მათ ბაზაზე შეიქმნას სსიპ − მწერალთა სახლი.“. |
| მუხლი 5 |
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და სსიპ − ქართული ლიტერატურის ეროვნულმა ფონდმა უზრუნველყონ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
|
| მუხლი 6 |
1. დადგენილება, გარდა მე-2, მე-3 და მე-4 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები