ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.139.016333
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
75
25/04/2019
ვებგვერდი, 02/05/2019
010250000.35.139.016333
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/05/2019 - 25/06/2021)

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №75

2019 წლის 25 აპრილი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული კონსულტირების, სასამართლო საქმეთა წარმოების, კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 06/03/2018, 010250000.35.139.016266).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გოგიჩაიშვილი



დაანრთი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. ეს დებულება განსაზღვრავს სამსახურის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
3. სამსახური შექმნილია და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და წინამდებარე დებულებით. სამსახური საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპებით.
4. საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას;
5. სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და მერის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს;
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. №5.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. იურიდიული სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი.
2. სამსახურის შემადგენლობაშია სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება, რომლის შემადგენლობაშია: განყოფილების უფროსი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტები.
3. სამსახურის მეორად სტრუქტურულ ერთეულს – განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

მუხლი 3. სამსახურის მიზნები, ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
1. სამსახურის მიზანია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის, მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების გამართულად ფუნქციონირების ხელშეწყობა სამართლებრივი უზრუნველყოფის გზით.
2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური:
ა) უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივ დახმარებას (კონსულტირებას).
ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობის  კუთხით,  უზრუნველყოფს  შესაბამისი ნორმატიული აქტების და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების და მუნიციპალიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას.
გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;  აკეთებს სასამართლო დავების ანალიზს და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს.
დ) უზრუნველყოფს მერის და მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის მოქმედი ნორმატიული აქტებისა და ნოვაციების გაცნობას.
ე) ახორციელებს მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას.
ვ) ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის სამართლებრივ ხელშეწყობას.
ზ) მონაწილეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის შემუშავებაში;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამსახურში შემოსული განცხადებების, წერილების და მომართვების განხილვას.

მუხლი 4. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებანი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. სამსახურის ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანების, მიზნებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
ბ) პასუხისმგებელია სამსახურში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით: საჯარო მოხელეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოხელეთა მიერ შვებულებების გამოყენების, მოხელეთა სამსახურებრივი მივლინების შესახებ.
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და  მეთოდებს, შეიმუშავებს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობების პროექტს;
ე) მერს და მერის პირველ მოადგილეს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს.
ვ) შუამდგომლობს მერთან სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე.
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს;
თ) ასრულებს მუნიციპალიტეტის მერის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
ი) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაო თა შესახებ.
კ) ახორციელებს ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის და  მერის პირველი მოადგილის წინაშე.
4. სამსახურში დროებით არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს განყოფილების უფროსი.

მუხლი 5. მეორადი სტრუქტურული ერთეულის – სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი
1. განყოფილების უფროსი:
ა) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
ბ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
გ) იბარებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
დ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმის და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულების და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
2. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი ფუნქციების შესრულება, მერის  დავალებით,   შეიძლება   დაეკისროს   სამსახურის   განყოფილების ერთ- ერთ საჯარო მოხელეს.
3.  განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე.

მუხლი 6. სამსახურის ქონება და დაფინანსების წყარო
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. სამსახურის დაფინანსების ძირითადი წყაროა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.

მუხლი 7. სამსახურის რეორგანიზაცია
1. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება.

მუხლი 8. დასკვნითი დებულებები
1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონდმებლობით დადგენილი წესით.
2. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.