დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 აპრილის N75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.139.016517 |
25
25/05/2023
ვებგვერდი, 29/05/2023
010250000.35.139.016517
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 აპრილის N75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
|
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 აპრილის №75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 აპრილის №75 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 02/05/2019, 010250000.35.139.016333) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართში და
1. დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას, უფლებამოსილ პირთა მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში, ახორციელებს ადმინისტრაციულ წარმოებას და მოსაზრებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები