„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 63/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 01/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017687
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
63/ნ
01/04/2019
ვებგვერდი, 01/04/2019
040030000.22.022.017687
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/04/2019 - 02/04/2019)

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №63/ნ

2019 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (№ 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში (სსმ, 117, 15/09/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016001) და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების:

1. მე-8 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღების მიზნით, დაწესებულების მიერ მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმება და მასზე შესაბამისი რეაგირება;“.

2. მე-10 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შედგენილ სპეციალურ ანკეტა-კითხვარში ასახული ინფორმაციის (გარდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღების მიზნით დაწესებულების მიერ მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ასახული ინფორმაციისა) სისწორის გადამოწმება და მასზე შესაბამისი რეაგირება, კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოსთან თანამშრომლობით;“;

3. მე-11 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შედგენილ სპეციალურ ანკეტა-კითხვარში ასახული ინფორმაციის (გარდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღების მიზნით დაწესებულების მიერ მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ასახული ინფორმაციისა) სისწორის გადამოწმებისა და მასზე შესაბამისი რეაგირების მიზნით რეესტრის სამმართველოსთან თანამშრომლობა;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი