დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.017687 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/04/2019 - 02/04/2019)
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (№ 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში (სსმ, №
117, 15/09/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016001) და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების:
1. მე-8 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღების მიზნით, დაწესებულების მიერ მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმება და მასზე შესაბამისი რეაგირება;“. 2. მე-10 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შედგენილ სპეციალურ ანკეტა-კითხვარში ასახული ინფორმაციის (გარდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღების მიზნით დაწესებულების მიერ მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ასახული ინფორმაციისა) სისწორის გადამოწმება და მასზე შესაბამისი რეაგირება, კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოსთან თანამშრომლობით;“; 3. მე-11 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შედგენილ სპეციალურ ანკეტა-კითხვარში ასახული ინფორმაციის (გარდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღების მიზნით დაწესებულების მიერ მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ასახული ინფორმაციისა) სისწორის გადამოწმებისა და მასზე შესაბამისი რეაგირების მიზნით რეესტრის სამმართველოსთან თანამშრომლობა;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები