საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016851
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
29/03/2019
ვებგვერდი, 29/03/2019
140130000.22.034.016851
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/03/2019 - 06/11/2019)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №24

2019 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია



დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2

1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამინისტროს წინაშე.

2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შედგება სტრუქტურული დანაყოფებისგან, რომლებშიც მუშაობენ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, საჯარო მოსამსახურეები, სამოქალაქო პირები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის ფუნქციონირებას, პასუხისმგებელია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაზე და უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებასა და სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას.

4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებებით, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

5. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აქვს სიმბოლიკა (ემბლემა, დროშა, გერბი და სხვ.), რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

6. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ბლანკები, შტამპები, ოფიციალური ვებგვერდი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.

7. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია მატერიალური ან/და ელექტრონული სახით შექმნას, მიიღოს და შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები.

8. სამსახურის იურიდიული მისამართია: . თბილისი, . ინგოროყვას . №7.

მუხლი 3

საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებსაქართველოს კანონი, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების, ასევე ამ დებულების შესაბამისად.

 

თავი II

საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებები

მუხლი 4

1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმიანობის სფეროა სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

2. სამსახურის ამოცანებია:

) საგანგებო სიტუაციების პრევენცია და მათთვის მზადყოფნის ორგანიზება;

ბ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ორგანიზება და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარების კოორდინირება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა;

) სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის კოორდინირება, რეფორმირება და მდგრადი განვითარება;

) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მიღება;

) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მართვა;

) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული სერვისების განვითარების უზრუნველყოფა;

) ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის უზრუნველყოფა;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანების განხორციელება.

მუხლი 5

1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციებია:

) ეროვნული სისტემის სუბიექტებთან კოორდინაციით სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, ამ მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ეროვნული მნიშვნელობის დოკუმენტების პროექტების შემუშავება და მინისტრისთვის წარდგენა;

ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფისა და ეროვნული სისტემის განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება და მინისტრისა და ეროვნული სისტემის სხვა სუბიექტებისთვის წარდგენა;

) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის უშუალოდ განხორციელება;

) ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული (ტექნოგენური) საფრთხეების შეფასების შესახებ დოკუმენტისა და მისი არასაიდუმლო ადაპტირებული ნაწილის შემუშავება;

) კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული სისტემის მონაწილე სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ეროვნული კონცეპტუალური დოკუმენტებიდან გამომდინარე უწყებრივი კონცეპტუალური დოკუმენტებისა და უწყებრივი სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;

) საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირების მიზნით, რისკის მუდმივი იდენტიფიცირება, ანალიზი და შეფასება, პრევენციული ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვა და განხორციელება სახელმწიფო ხელისუფლების , ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობით;

) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაცია, გარდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; რეაგირების ძალების მართვის ორგანიზება და სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციის მართვის კოორდინაცია, გარდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ი) ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე მართვის მიზნით, პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებ შემუშავება და სამინისტროსათვის წარდგენა, ასევე, სამინისტროს დავალებით ორგანიზაციულ, ტექნიკურ და საინფორმაციო-ანალიტიკურ დახმარების აღმოჩენა;

) ეროვნული სიტუაციური ოთახის მუდმივი მზადყოფნისა და ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს ანსამოქალაქო უსაფრთხოების შესახებსაქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

) ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე დაუყოვნებლივ რეაგირების მიზნით, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ორგანიზება, განვითარება და მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა;

) საომარი მდგომარეობის დროს, კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის გეგმითა და სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულება;

) საგანგებო სიტუაციების პრევენციისათვის, ხანძრის ჩაქრობის ან/და სამაშველო სამუშაოებში/საავარიო-სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციის ზონებში აღდგენით და ადამიანთა ძებნის სამუშაოებში მონაწილეობის მიღებისა და დაზარალებულებისათვის პირველადი დახმარების აღმოჩენის მიზნით საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მუდმივი მზადყოფნა;

) კომპეტენციის ფარგლებში მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნისა და განვითარების ორგანიზება, აგრეთვე ამ სისტემის ფარგლებში საჭირო მონაცემების შეგროვება და დამუშავება;

) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველო ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების ნებაყოფლობით ჩაბმის ორგანიზება, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეთა სისტემის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით ეროვნული სისტემის სუბიექტებთან ერთად ან დამოუკიდებლად კონკრეტული პროექტების დაგეგმვა და განახორციელება ;

) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მართვა, ასევე სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მარაგების შექმნის, მართვის, შენახვისა და გამოყენების შესახებ მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა; ქვეყანაში სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტებთან დაკავშირებით არსებული ვითარების მონიტორინგი და ანალიზი, სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სფეროში პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების მინისტრისთვის წარდგენა;

) მოსამსახურეთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადებისათვის პასუხისმგებელი ქვედანაყოფის ან შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით, შესაბამის მოსამსახურეთა მომზადებ, გადამზადებ და კვალიფიკაციის ამაღლება;

ს) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა;

) კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარების მიზნით, პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა;

) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე ზედამხედველობის განხორციელებ და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მათზე სათანადო რეაგირება;

) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების მუდმივი ანალიზი და ვითარების შესახებ მინისტრის ინფორმირება, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის შესაბამისი ანალიტიკური ინფორმაციის მიწოდება;

) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში გავლის ორგანიზება;

) კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება და მინისტრისთვის წარდგენა; კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის აღჭურვილობისა და მზადყოფნის დონის შემოწმება; მეწარმე სუბიექტთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ორგანიზება; მეწარმე სუბიექტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის თანამშრომელთა მომზადება ან გადამზადება;

) კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება და მინისტრისთვის წარდგენა; კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) აღჭურვილობისა და მზადყოფნის დონის შემოწმება; მეწარმე სუბიექტთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) ორგანიზება; მეწარმე სუბიექტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) თანამშრომელთა მომზადება ან გადამზადება;

) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

ჩ) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების, საკომუნიკაციო გეგმებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის სისტემის ორგანიზება ;

) საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან შეთანხმებით დამტკიცებული გეგმის შესაბამისად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემთა ბაზაში წინასწარ დარეგისტრირებული, შესაბამისი უნარების მქონე ვეტერანების მობილიზება და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ჩართვა;

წ) საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

) კომპეტენციის ფარგლებში ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებების განხორციელება, საავარიო-სამაშველო სამუშაოებისა და სამაშველო სამუშაოების ჩატარება;

) საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტებზე ზედამხედველობის განხორციელების შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა;

) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის საჯაროობის, გამჭვირვალობის, თავისუფალი ხელმისაწვდომობისა და გავრცელების უზრუნველყოფა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა;

ჰ) საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ადამიანებისთვის ფსიქოსოციალური დახმარების გაწევა;

1) საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სრული სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა;

2) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებთან უწყებრივი კავშირის გამართულობის უზრუნველყოფა;

3) სამინისტროს სახელით უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებების დადება;

4) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ეროვნული მნიშვნელობის დოკუმენტების პროექტების შესამუშავებლად, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების ანალიზის მიზნით, ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისგან ინფორმაციის გამოთხოვა. საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვა და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგება;

5) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან/კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა;

6) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო მომსახურების გაწევას სამსახური ახორციელებს მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით.

 

თავი III

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემა და მასში შემავალი

  სტრუქტურული ქვედანაყოფები

მუხლი 6

1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

) სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტი;

) სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტი;

) სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტი;

) ზედამხედველობის დეპარტამენტი;

) საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი;

) მონიტორინგის დეპარტამენტი;

) ადმინისტრაცია (სამმართველო);

) იურიდიული სამმართველო;    

) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

კ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;

ლ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო.

2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო (შემდგომში − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო).

მუხლი 7

სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინაციით, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკისა და ეროვნული მნიშვნელობის დოკუმენტების პროექტების შემუშავება;

ბ) ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული (ტექნოგენური) საფრთხეების, რისკებისა და გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებ, ანალიზი, ასევე პრევენციის ან/და მათი უარყოფითი შედეგების შემცირების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესრულება ან/და მათი განხორცელების მონიტორინგი;

) საგანგებო მართვის გეგმისა და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის შემუშავების კოორდინირება;

) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ე) საგანგებო სიტუაციის შემდგომ პერიოდში გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის შესწავლა და ანალიზი;

ვ) შესაბამისი უწყებებიდან და ორგანიზაციებიდან საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის ალბათობის განსაზღვრის მიზნით, ინფორმაციის გამოთხოვა და დამუშავება;

ზ) საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა;

თ) ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მოწვევის თაობაზე წინადადებების წარდგენა;

ი) სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ტერიტორიული დანაყოფებიდან აღრიცხული თავშესაფრების და თავშესაფრად ვარგისი შენობა-ნაგებობების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა, სისტემატიზაცია და გაანალიზება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

კ) საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და რეაგირების, ასევე უსაფრთხოების სასწავლო პროგრამების შეთანხმება;

ლ) საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან ოპერატიული კავშირების უზრუნველყოფა და კოორდინაცია. საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

მ) სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსთან თანამშრომლობა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევის მიზნით;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის ორგანიზება;

) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ განხორციელება .

მუხლი 8

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) საგანგებო სიტუაციის დროს ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოების ჩატარება, ხანძრების, აგრეთვე საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად და უწყვეტად შეკრება;

ბ) საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ღონისძიებებში დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ჩაბმა;

გ) ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში და საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოებში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტების რეაგირების ძალების, მათ შორის, უწყებრივი სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ჩაბმის გეგმის შემუშავება და ამ ღონისძიებებში მათი ჩაბმა;

დ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეთა ორგანიზება; საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების ნებაყოფლობით ჩაბმა;

ე) სსიპვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით, შესაბამისი უნარების მქონე ვეტერანების აღრიცხვა და წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით რეაგირების ღონისძიებებში ჩართვა;

ვ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში არასამხედრო, ალტერნატიული სამსახურის მოხდის ორგანიზება;

ზ) საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში დეპარტამენტის პირადი შემადგენლობისა და ამ ღონისძიებებში ჩაბმული სხვა ძალების/პირების მართვა; საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ი) ბირთვულ, რადიაციულ, ბიოლოგიურ და ქიმიურ ინციდენტებზე რეაგირების მიზნით, ვითარებათა შეფასება, შესაბამისი რეაგირების ძალების კოორდინირება;

კ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მარშრუტების შეთანხმებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება;

ლ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული დასკვნის მომზადება;

) სავალდებულო ოპერაციების შესრულებისათვის წინადადებებისა და ღონისძიებების შემუშავება;

ნ) თავშესაფრების და თავშესაფრად ვარგისი შენობა-ნაგებობების აღირცხვა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად გარდაქმნის საფრთხის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მისაღებად, საგანგებო სიტუაციების ზონაში შესაბამისი შტაბის ან/და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების დროულად მომზადება;

პ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან თანამშრომლობა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევის მიზნით;

ჟ) ტერიტორიული დანაყოფებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების კონტროლი და მათთვის მეთოდური დახმარების გაწევა;

რ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის ინფორმირება და მომზადების ორგანიზება;

) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ განხორციელება .

მუხლი 9

სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განვითარების ერთიანი ხედვისა და სტრატეგიის შემუშავება, განვითარებასთან დაკავშირებული უწყებრივი დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების კოორდინაცია და განხორციელების მონიტორინგი;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების, ინოვაციური იდეებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსთან კოორდინაცია სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სფეროში პოლიტიკის შემუშავების მიზნით;

დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა;

ე) საგანგებო სიტუაციების, მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვისა და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების წარმოება;

ვ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მოპოვება, მონაცემთა დამუშავება, სისტემატიზაცია, ანალიზი და რისკების შეფასება; აგრეთვე ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა, განვითარება და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ზ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის ერთიანი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიის ფორმირება, თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება; ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სტანდარტებისა და ნორმების დანერგვა;

თ) ელექტრონული მართვის სისტემების შექმნა, დანერგვა და განვითარება, მათი ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; ელექტრონული მართვის სისტემების შექმნის პროცესში შესაბამისი სტუქტურული ქვედანაყოფების მონაწილეობის უზრუნველყოფა;

) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სრულყოფილი ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის საჭირო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უწყვეტი და ეფექტიანი მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა;

კ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი პროგრამული ადაწყვეტის უზრუნველყოფა;

) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ განხორციელება .

მუხლი 10

ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი და სათანადო რეაგირებ;

ბ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობებში შემოწმების ჩატარება, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და შეტყობინების ლოკალური სისტემების გამოცდა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზედამხედველობის სხვა ღონისძიებების განხორციელება;

გ) დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისაგან ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა;

დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო მიწერილობის გაცემა გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრის ან ამ მოთხოვნების შესრულების თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებშიადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, სამართალდარღვევის საქმის განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება;

ე) სახელმწიფო ხელისუფლებისთვის, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო რწმუნებულისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების განხორციელების თაობაზე;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხანძრის მიზეზების შესწავლა;

ზ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესსა (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე) და მშენებლობადამთავრებული სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში მონაწილეობის მიღება;

თ) საჭიროების შემთხვევაში, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდა და სათანადო აქტის გაფორმება;

ი) კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფების (სამთო მაშველი) საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება, მათი აღჭურვილობისა და მზადყოფნის დონის შემოწმება;

კ) სასამართლოსათვის მიმართვა სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

ლ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესის შესახებსაქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, დეპარტამენტის, როგორც ზედამხედველობის ორგანოს, სხვა ფუნქციების განხორციელება;

) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ განხორციელება .

მუხლი 11

საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების სწორად და ეკონომიურად ხარჯვისა და მიზნობრივად გამოყენების კონტროლი, სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსური მომსახურების უზრუნველყოფა;

გ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული აღრიცხვა, საბუღალტრო ანგარიშგება (ბალანსის შედგენა), ასევე დეკლარაციების შედგენა და დროული წარდგენა;

დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების მართვა. ლოჯისტიკური საქმიანობის განხორციელება, ორგანიზება და კონტროლი, მათ შორის, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ე) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით მომარაგება;

) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარება, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონების გაცემა/განაწილების კონტროლი;

ზ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის სხვადასხვა ფორმით გადაცემული და/ან სამსახურის სისტემიდან მიღებული აქტივების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და მოთხოვნილების შესაბამისად გაცემა/განაწილება;

თ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ასევე სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა, მათი გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, ასევე კომპეტენციის ფარგლებში განკარგვის და სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება;

ი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საჭირო ინვენტარით, ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, საკვები პროდუქტებით, საწვავით, სხვა მატერიალური საშუალებებითა და საოფისე მომსახურებით უზრუნველყოფა;

კ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათზე დამონტაჟებული სპეცტექნიკის მიღება/აღრიცხვა და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ლ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობისათვის საჭირო სპეციალური საშუალებებით (მათ შორის, ეკიპირება, საჭირო ინვენტარი, ტექნიკა, აპარატურა, საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საქონელი, მკაცრი აღრიცხვისა და სხვა სახის ბლანკები და სხვა) მომარაგების უზრუნველყოფა;

მ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;

ნ) წლის მანძილზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების) შედგენა;

ო) სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად აუცილებელი ბაზრის კვლევის ჩატარება; სახელმწიფო შესყიდვის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი;

პ) ნაერთი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და წარდგენა;

ჟ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზოგიერთ საქმიანობაზე თანხმობის საკითხის განხილვა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსისათვის პოზიციის წარდგენა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ განხორციელება .

მუხლი 12

მონიტორინგის დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება;

ბ) მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონმდებლობის დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების აღმოფხვრა და პრევენცია კომპეტენციის ფარგლებში ;

გ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში გამოვლენილი მოსამსახურეთა მიერ ეთიკისა და დისციპლინური ნორმების დარღვევის ფაქტების შემოწმება-განხილვა და სამართლებრივი შეფასება კომპეტენციის ფარგლებში , შესაბამისი დასკვნების მომზადება და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;

) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ განხორციელება .

მუხლი 13

ადმინისტრაციის (სამმართველო) კომპეტენციაა:

ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა;

ბ) საქმისწარმოების (საკანცელარიო) ორგანიზება და საერთო კოორდინაცია, საიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

გ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების სხვა ქვეყნებში სამსახურებრივი მივლინებისა და ვიზიტების ორგანიზება, სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებებისა და წინადადებების განხილვა;

ე) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების ვიზირების ორგანიზება;

ვ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის ინფრომირების მიზნით, დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან დოკუმენტების, ასევე მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გამოთხოვა;

) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ განხორციელება .

მუხლი 14

იურიდიული სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და უწყებებიდან შესული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების პროექტების ექსპერტიზა და სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზაციული საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება;

ვ) სამმართველოში ემოსული კორესპონდენციის განხილვა კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

თ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;

ი) სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა კომპეტენციის ფარგლებში;

კ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;

ლ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი დანაყოფის საქმიანობის საერთო კოორდინაცია;

) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ განხორციელება .

მუხლი 15

ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და დადგენილ შემთხვევებში ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის ჩატარება, კანდიდატების შერჩევა, პერსონალური მონაცემების დამუშავება, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფიზიკური მომზადების დონის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური შემოწმება, მოსამსახურეების პირადი საქმეების შედგენა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა დანიშვნის, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების დადება/გაფორმების, სამსახურებრივი/თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალურ წოდებათა მინიჭების, გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადება;

ე) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;

ვ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზება;

ზ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის ორგანიზება;

თ) მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;

ი) სამსახურიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის ვადის გაანგარიშება და სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება;

კ) თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და სამუშაო აღწერილობების შემუშავება და პერიოდული განახლება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, მოსამსახურეთა პირად საქმეებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და შეცდომების გასწორება;

მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 16

საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) დონორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ორგანიზება და სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, მისი დამუშავება და ანალიზი;

გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, სამინისტროსთან შეთანხმებითა და სამინისტროს სახელით ხელშეკრულებების დადება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;

დ) საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის რეკომენდაციების შემუშავება;

ე) საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ვ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის კოორდინაცია, საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებ, დონორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;

) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ განხორციელება .

მუხლი 17

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, საკომუნიკაციო კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;

ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებებთან და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დამყარება;

დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ, აგრეთვე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;

ე) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) საზოგადოებრივ მაუწყებელთან ან/და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით;

თ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფოტო და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება;

) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ განხორციელება .

მუხლი 18

1. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელიასამოქალაქო უსაფრთხოების შესახებსაქართველოს კანონითა დასაქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებსაქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ამოცანების შესრულებაზე.

2. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

3. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

 

თავი IV

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა

მუხლი 19

1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამ ხურს ხელმძღვანელობს უფ სი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელს მინ სტრ წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავის ლებს საქართვე პრემიე -მინსტ.

2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის წინაშე.

3. სამსახურის უფროსი:

) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, წარმართავს მის საქმიანობას, წყვეტს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

გ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;

) კომპეტენციის ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ;

) მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით წარუდგენს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის კანდიდატურებს;

) კომპენტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს, ასევე მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსამსახურეს, აგრეთვე მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურის დაჯილდოების შესახებ;

) კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეებს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;

) პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებასა და მატერიალურ ფასეულობების განკარგვაზე;

) კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელით დებს ხელშეკრულებებს;

) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარების, აგრეთვე კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, მინისტრს განსახილველად წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებსა და წინადადებებს;

) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთათვის;

) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მართვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი მომსახურების თაობაზე;

) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სამსახურის უფროსის არყოფნისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში – სამსახურის უფროსის მოადგილე.

მუხლი 20

1. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე/მოადგილე:

ა) ხელს უწყობს სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

გ) ახორციელებს სამსახურში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;

დ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე/მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და სამსახურის უფროსის წინაშე.

5. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საკურატორო სფეროები განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით.

მუხლი 21

1. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფი უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

გ) წყვეტს სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე;

დ) კონტროლს უწევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და მითითებების/ინსტრუქციების შესრულებას სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

) ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ქვედანაყოფში სტაჟირების გავლას;

) სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებზე;

) აანალიზებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას და სამსახურის უფროსს ან/და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;

) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის უფროსს ან/და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;

) სამსახურის უფროსს ან/და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;

) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფში შემავალი დანაყოფების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

) ახორციელებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას; 

) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.