„ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 020080000.22.034.016852
25
29/03/2019
ვებგვერდი, 29/03/2019
020080000.22.034.016852
„ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №25 №01-30/ნ

2019 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

„ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

 


მუხლი 1
„ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივ ბრძანებაში (სსმ, 145, 27/10/2006) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 და მე-4 პუნქტების, 451 მუხლის შენიშვნის მე-8 და მე-10 ნაწილების, 116-ე, 1161 და 236-ე მუხლების, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებთ:“;

3. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს „ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესი“ და თანდართული დანართები (№1, №2, №3).“;

4. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში:

ა) ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური საშუალების მოხმარების დადგენის მეთოდებსა და სამართლებრივ მექანიზმებს;

ბ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური სიმთვრალის/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის მეთოდებსა და სამართლებრივ მექანიზმებს.

2. ამ წესის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების აღკვეთა, აღნიშნული სახის სამართალდარღვევების პრევენცია, მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

3. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენას კლინიკური შემოწმების ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევით ახდენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.“;

 

გ) მე-2 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცენარე კანაფის ან მარიხუანის  21 წლამდე ასაკის პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის დადგენა ხდება ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით.“;

 

დ) მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 მუხლები:

მუხლი 21. მცენარე კანაფის ან მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი მცენარე კანაფის ან მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფად მიიჩნევა, თუ ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი დასტურდება ერთობლივად კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით.

მუხლი 22. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადგენის წესი

1. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სატრანსპორტო საშუალებას მართავს ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი, პოლიციელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აძლევს შესაბამის მინიშნებას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მოთხოვნით.

2. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდგომ, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მძღოლი ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართავს სატრანსპორტო საშუალებას, პოლიციელი ჩამოაშორებს მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვას და პორტატული ნარკოტესტერის (შემდგომში - ნარკოტესტერი) მეშვეობით უზრუნველყოფს ამ პირის შემოწმებას ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნაზე. თუ ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი ნარკოტესტერის მეშვეობით გამოვლინდა, პოლიციელი კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის მიზნით მძღოლს წარადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში (შემდგომში – საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი).

3. თუ ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი ნარკოტესტერის მეშვეობით გამოვლინდა და მძღოლი უარს აცხადებს შემდგომ კლინიკურ ან/და ლაბორტორიულ (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევაზე, ასეთ შემთხვევაში ნარკოტესტირების დადებითი პასუხი მიიჩნევა კლინიკური სიმთვრალის დამადასტურებელ ფაქტად/დასკვნად.

4. თუ მძღოლი, რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იმყოფება ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, უარს აცხადებს ნარკოტესტერის მეშვეობით შემოწმებაზე, პოლიციელი მძღოლს წარადგენს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში  ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების/სიმთვრალის დასადგენად.

5. მძღოლს უფლება აქვს მოითხოვოს საკუთარი ხარჯით ალტერნატიული გამოკვლევის ჩატარების მიზნით 1 თვის განმავლობაში ბიოლოგიური მასალის (ნერწყვის) საკონტროლო ულუფის შენახვა.“;

 

ე) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის დადგენის წესი

1. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოპედს მართავს ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლი, პოლიციელი მძღოლს აძლევს შესაბამის მინიშნებას მოპედის გაჩერების მოთხოვნის შესახებ.

2. მოპედის გაჩერების შემდგომ, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მძღოლი ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართავს მოპედს, უფლებამოსილი პირი მძღოლს ჩამოაშორებს მოპედის მართვას და კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის მიზნით წარადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში.

3. კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით მძღოლის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, მძღოლს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

4. მოპედის მძღოლს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის შედეგად დადგინდება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტი.“;

 

ვ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პოლიციელი სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშორებს პირს, რომლის მიმართ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი იმყოფება ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ან რომელსაც ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებული აქვს ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალება.“;

 

ზ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. გამოსაკვლევი პირის უფლებები და მოვალეობები

1. პირი, რომლის მიმართ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი არის სამართალდარღვევის ჩამდენი, ვალდებულია დაემორჩილოს პოლიციელის და უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ან/და გამოკვლევიდან 2 საათის განმავლობაში საკუთარი ხარჯით მოითხოვოს კლინიკური გამოკვლევის განმეორებით ჩატარება და 14 დღის განმავლობაში (ან ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 1 თვის განმავლობაში) საკუთარი ხარჯით მოითხოვოს დალუქული ბიოლოგიური მასალის (შარდის) საკონტროლო ულუფის ლაბორატორიული გამოკვლევის განმეორებითი ჩატარება.“;

 

თ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების და ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დადგენის მიზნით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტში  კლინიკური ან/და ლაბორატორიულ (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევას ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით საამისოდ უფლებამოსილი პირები (შემდგომში – უფლებამოსილი პირი).“;

 

ი) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7.  გამოსაკვლევი პირის რეგისტრაციის წესი

1. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ან ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დადგენის დროს უფლებამოსილი პირი ავსებს სარეგისტრაციო ჟურნალს და გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფას. უფლებამოსილ პირს უნდა წარედგინოს გამოსაკვლევი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში). ასეთი დოკუმენტის უქონლობა არ წარმოადგენს გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო ჟურნალში და გამოკვლევის ბარათში ფიქსირდება მომართვაში/დადგენილებაში აღნიშნული მონაცემები. თუ წარმომდგენი ორგანოს მიერ შემდგომში წარმოდგენილი (დაზუსტებული) პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემები განსხვავდება გამოკვლევის ბარათში შეტანილი მონაცემებისაგან, შესწორება დასტურდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერით და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბეჭდით.

2. სარეგისტრაციო ჟურნალი (დანართი №1) დანომრილი, ზონარგაყრილი, დალუქული, ხელმოწერილია ხელმძღვანელის მიერ და დამოწმებულია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბეჭდით. გამოკვლევის ბარათი (დანართი №2) დანომრილია, ხელმოწერილია უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებულია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბეჭდით. სარეგისტრაციო ჟურნალის გამოკვლევის ბარათის ნომერი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს.“;

 

კ) მე-8 მუხლის:

კ.ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  პუნქტი:

„31. ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევა ტარდება ნერწყვში.“;

კ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) კვლევის შედეგი ფიქსირდება დასკვნაში (დანართი №3). დასკვნა დანომრილია და დამოწმებულია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბეჭდით. პასუხი გაიცემა წარმომდგენ მხარეზე, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.“;

ლ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. გამოკვლევის აღრიცხვა და სისტემატიზაცია

გამოკვლევის აღრიცხვისა და სისტემატიზაციის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს გამოსაკვლევ პირთან დაკავშირებით წარედგინება შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) გვარი, სახელი და მამის სახელი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი ან პირადი ნომერი;

დ) მოქალაქეობის არმქონე პირის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ე) საცხოვრებელი ადგილი;

ვ) დასკვნა.“;

 

მ) წესის №1, №2 და №3 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო