დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9-ივნისის №-17 დადგენილებით დამტკიცებული „დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციაში" (დანართი №1) ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 08 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.115.016287 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/04/2019 - 14/05/2019)
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 ივნისის №17 დადგენილებით დამტკიცებული ,,დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციაში“ (დანართი №1) ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისადლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 ივნისის №17 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 210020010.35.115.016168, 16/06/2015 წ.) დამტკიცებული დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციაში (დანართი №1) და დანართის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მოსაკრებლებზე ხელშეკრულება გააფორმოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მოსაკრებლების ადმინისტრირებისა და კონტროლის განყოფილებამ.“. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე საბანკო ანგარიშსწორების საშუალებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიასა და გადასახადის გადამხდელს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.“. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონტროლი დაევალოს მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურს“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები