,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31-მარტის №-11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31-მარტის №-11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 07
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 15/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.115.016286
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
07
28/03/2019
ვებგვერდი, 01/04/2019
210020010.35.115.016286
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31-მარტის №-11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/04/2019 - 14/05/2019)

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №07

2019 წლის 28 მარტი

დაბა ლენტეხი

 

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს  ცვლილება  „ლენტეხის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  დასუფთავების  მოსაკრებლის  შემოღების  და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის  31 მარტის №11  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 210020010.35.115.016162, 06/04/2015 წ.) და დადგენილების პირველი  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიზიკური პირებისათვის  დასუფთავების  გადასახადი განისაზღვროს 0,5 ლარით.

2. იურიდიული პირებისათვის  დაწესებულებებსა და  ინდმეწარმეებისათვის დაწესდეს ყოველთვიური მოსაკრებელი შემდეგის  მიხედვით:

ა) რესტორნები –  30ლარი;

ბ) მაღაზიები –  5ლარი;

გ) საზ.კვების ობიექტები – 10 ლარი;

დ) გარე ვაჭრობები – 20ლარი;

ე) ა(ა)იპ – საჯარო სამართლის იურიდიული პირები – 20 ლარი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი