„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 159
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 330110000.10.003.021174
159
26/03/2019
ვებგვერდი, 28/03/2019
330110000.10.003.021174
„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №159

2019 წლის 26 მარტი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში (სსმ, 154, 25/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება  და  დადგენილებით  დამტკიცებული დებულების დანართ №3-ის:       

1. პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ცხელი ხაზების ნუმერაცია:

ორგანოების დასახელება

მოკლე ნომრები

საქართველოს პარლამენტი

141

საქართველოს მთავრობა

151

საქართველოს სამინისტროები

1400-1409,

1500-1509

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთიანი საინფორმაციო სამსახური

144

აჭარისა და აფხაზეთის (დროებით ქ. თბილისში)

ა.რ.-ების უმაღლესი საბჭოები

142

აჭარისა და აფხაზეთის (დროებით ქ. თბილისში)

ა.რ.-ების უმაღლესი მთავრობები

143

აჭარისა და აფხაზეთის (დროებით ქ. თბილისში)  

ა.რ.-ების სამინისტროები

1450-1459

სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები

146

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

1471

საქართველოს იუს­ტი­ცი­ის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვი­თ­ა­რების საა­გენ­ტო  

1472

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლები

1474

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური

1551

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახური

1555; (1552-1554,

1556-1559 გაფორმების ეკონომიკური ზონები)

სსიპ − საპენსიო სააგენტო

1480

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი

1481

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

1482

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც დროებით, 2 წლის ვადით, გადასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ − 112-ს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინსპექტირების რეფორმის ცხელი ხაზისთვის

1484

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი

1499

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − აწარმოე საქართველოში

1525

საქართველოს მთავრობის რეზერვი

1483, 1485-1489, 1490-1498, 1520-1524, 1526-1529, 154, 156-159.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე