კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე

კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.149.016397
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8
15/03/2019
ვებგვერდი, 21/03/2019
010250000.35.149.016397
კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/03/2019 - 17/07/2020)

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №8

2019 წლის 15 მარტი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, ასევე, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დაწესდეს კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდო და მისი ოდენობები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
წლის განმავლობაში ერთი სპორტსმენის მიერ  სპორტის ერთსა და იმავე სახეობაში, სხვადასხვა ჩემპიონატში  ერთი ან მეტი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, სპორტსმენს ერთჯერადად გადაეცეს სრული ფულადი ჯილდო.
მუხლი 3
მწვრთნელს წლის განმავლობაში სპორტსმენის მიერ სპორტის ერთსა და იმავე სახეობაში, სხვადასხვა ჩემპიონატში, ჩემპიონობის მოპოვების შემთხვევაში ერთჯერადად გადაეცეს სპორტსმენზე დადგენილების დანართი №1-ით  გათვალისწინებული სრული ფულადი ჯილდოს 50%.
მუხლი 4
ფულადი ჯილდო გადაეცეთ მხოლოდ იმ მწვრთნელებს, რომლებიც სასწავლო-საწვრთნელ საქმიანობას ახორციელებენ კასპის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სპორტულ დაწესებულებებში და რომელთა მიერ მომზადებულმა კასპის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა სპორტსმენმა დაიკავეს დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრული საპრიზო ადგილები.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე