კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე

კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.149.016486
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
23
28/12/2022
ვებგვერდი, 29/12/2022
010250000.35.149.016486
კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2022 - 17/02/2023)

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №23

2022 წლის 28 დეკემბერი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-  მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონისნორმატიული აქტების შესახებ“  25- მუხლის  1-ლი პუნქტისქვეპუნქტის და საქართველოს კანონისზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61- მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :


მუხლი 1

დაწესდეს „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 ივნისის N39 დადგენილებით გათვალისწინებულ სპორტულ სახეობებში,  კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდო და მისი ოდენობები   განისაზღვროს დანართი N1-ის შესაბამისად;

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კ ასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №8 დადგენილება (www.matsne.gov.ge 21/03/2019,  010250000.35.149.016397).

მუხლი 3

წლის განმავლობაში მიღწეული ყოველი წარმატების შემთხვევაში სპორტსმენს გადაეცეს დადგენილებით დაწესებული ფულადი ჯილდო.

მუხლი 4
წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელს გადაეცეს ფულადი ჯილდო, სპორტსმენზე დადგენილების დანართი №1-ით გათვალისწინებული სრული ფულადი ჯილდოს 50%-ის ოდენობით.
მუხლი 5
ფულადი ჯილდო გადაეცეთ მხოლოდ იმ მწვრთნელებს, რომლებიც სასწავლო-საწვრთნელ საქმიანობას ახორციელებენ კასპის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სპორტულ დაწესებულებებში და რომელთა მიერ მომზადებულმა კასპის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა სპორტსმენმა დაიკავეს დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრული საპრიზო ადგილები;

 

მუხლი 6
დადგენილება ძალაში შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა ბეგლარაშვილი