ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 6/10
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016417
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6/10
14/03/2019
ვებგვერდი, 18/03/2019
010260020.35.111.016417
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (18/03/2019 - 06/06/2022)

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
 
ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №6/10

2019 წლის 14 მარტი

ქ. ფოთი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №1-ის მე-2 პუნქტის ,,ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, თანახმად დანართი  №1-ისა.

2. დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის და ანგარიშგების წესი, თანახმად დანართი №2-ისა.

3. დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, თანახმად დანართი №3-ისა.

4. დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოსაყენებლად უვარგისი  ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა, თანახმად დანართი   №4-ისა.

მუხლი 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 51​3, 53​3, 55-ე, 55​2, 55​3, 77​​1, 772 მუხლებით, 82​5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 107​4 მუხლით, 114​2 მუხლის მე-6 ნაწილით, 119​1 მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125​​4 მუხლით, 127​1 მუხლის მე-5 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1351 მუხლებით, 146​1 მუხლებით, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 150-ე, 1501 მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით, 152-ე, 152​​2, 153​4-ე, 156​1, 159-ე, 159​1 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, აღრიცხვის ჟურნალის წარმოება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება უზრუნველყოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/48 დადგენილება.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კაკულია