გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016435
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
10
01/03/2019
ვებგვერდი, 06/03/2019
010250050.35.166.016435
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/03/2019 - 22/03/2019)

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2019 წლის 1 მარტი

ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2019  წლის პროგრამა თანდართული სახით.
მუხლი 2
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება   მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გურჯაანის     მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის 2019 წლის სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 იანვრის  №3 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 11/01/2019 , 010250050.35.166.016428) .

 

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი



გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ზოგადი მიმოხილვა

მუხლი 1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა (შემდგომში – „პროგრამა”) განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური და ჯანდაცვის” პროგრამის მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემასთან  დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, პროგრამის სამიზნე ჯგუფებს, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით დახმარების გაცემის პირობებს.

მუხლი 2. პროგრამის მიზანი
1) აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება;

2) სამიზნე ჯგუფების სოციალური დახმარების სისტემის სრულყოფა;

3) სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვლევა.


მუხლი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო
პროგრამის დაფინანსების წყაროა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი.

მუხლი 4. ქვეპროგრამების დასახელება
1. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ქვეპროგრამა.

2.  მოქალაქეთა მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსების ქვეპროგრამა.

3. მოსახლეობის სოციალური დახმარების ქვეპროგრამა.

4. ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება,  უსახლკაროთა დახმარების ქვეპროგრამა.

5. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ქვეპროგრამა .

6. სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაციის – „მოქალაქეთა თანადგომის“ – დაფინანსების ქვეპროგრამა.

7. სოციალურად  დაუცველი ოჯახების ობოლ სტუდენტთა (სარეიტინგო ქულა 150 000-მდე) და მვეთრად გამოხატული შშმპ სტუდენტის სწავლების თანადაფინანსება.

8. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების დახმარების ქვეპროგრამა.

9. ოჯახებისა და ბავშვების დახმარების ქვეპროგრამა.


მუხლი 5. სამედიცინო (მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების) მომსახურების თანადაფინანსება
1.  მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების (გარდა ონკოლოგიური დაავადებების) თანადაფინანსების სამიზნე ჯგუფები, დაფინანსების წესი:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელია გურჯაანის მუნიციპალიტეტი მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს, ბენეფიციარებზე გასაცემი თანხა შეადგენს სამედიცინო მომსახურების ღირებულების 50%, არაუმეტეს 500 ლარის;

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელია გურჯაანის მუნიციპალიტეტი მათი მოქმედი სარეიტინგო ქულაა 160 000-დან 200 000-მდე სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისთვის გაიცემა 800 ლარამდე  სამედიცინო მომსახურების  ღირებულების 50% არაუმეტეს 200 ლარის, 801 ლარიდან 1500 ლარამდე - 250 ლარი,  1501 ლარზე მეტი - 350 ლარი;

გ) მეორე მსოფლიო ომის,   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ვეტერანი; ბენეფიციარებზე გასაცემი თანხა შეადგენს სამედიცინო მომსახურების ღირებულების 50%, არაუმეტეს 500 ლარის;

დ) 0-18 წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის,  7 წლამდე ასაკის ბავშვთა   ადრეული  განვითარების შეფერხების და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა  რეაბილიტაცია-აბილიტაციის თანადაფინანსება განისაზღვროს წლიური ლიმიტი 1000 ლარის ოდენობით. ერთჯერადად გაიცემა არაუმეტეს 250  ლარი.

2. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების  (გარდა ონკოლოგიური დაავადებების) თანადაფინანსების  მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პაციენტის და/ან განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა;

დ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;

ვ) ვეტერანის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული მიმართვა ან კერძო სადაზღვევო კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაფინანსების შესახებ ცნობა.

3.  ონკოლოგიური  (ავთვისებიანი სიმსივნეების) დაავადების მქონე პაციენტების სამედიცინო მომსახურების (სტაციონარული მკურნალობა, კვლევა) თანადაფინანსება მოხდება წლიური  1000 ლარის ლიმიტის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის  შესაბამისად.

4. ონკოლოგიური  (ავთვისებიანი სიმსივნეების) დაავადების მქონე პაციენტების სამედიცინო მომსახურების (სტაციონარული მკურნალობა, კვლევა) თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენად საჭირო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პაციენტის და/ან განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა № IV100/ა;

დ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული მიმართვა ან კერძო სადაზღვევო კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაფინანსების შესახებ ცნობა.


მუხლი 6. მოქალაქეთა მკურნალობისათვის (გარდა ონკოლოგიური დაავადებების) საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება
მოქალაქეთა მკურნალობისათვის (გარდა ონკოლოგიური დაავადებების) საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსების სამიზნე ჯგუფები და დაფინანსების წესი:

1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული  0-დან 120000-მდე ქულის მქონე პირის და მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილის  მედიკამენტების დაფინანსება მოხდეს  მედიკამენტების  ღირებულების 50% არაუმეტეს 100 ლარისა წელიწადში  ერთხელ.    .

2. 18 წლამდე ასაკის ბავშვთა  და ერთ ოჯახში სამი და მეტი ეპილეფსიით დაავადებულთა, მიასთენიით, გაფანტული სკლეროზით, თირკმლის დაავადების (IV-V სტადია) მქონე პირების, რომელიც არ სარგებლობენ სახელმწიფო პროგრამით, A ტიპის დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვთა, მკვეთრად გამოხატული შშმპ სტუდენტთა, სამი და მეტი ნერვოლოგიური დაავადების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა დაფინანსება მოხდეს წლიური ლიმიტი 1000 ლარის ფარგლებში, ერთჯერად არაუმეტეს 250 ლარის გაცემით.

3. მოქალაქეთა მკურნალობისათვის (გარდა ონკოლოგიური დაავადებების) საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსებისთვის წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პაციენტის პირადობის ან/და დაბადების მოწმობის (18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის) ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა;

დ) შშმპ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების დროს);

ე)  ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;

4. ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების  მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება განისაზღვრება წლიური  ლიმიტი 300 ლარის ოდენობით.

ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების  მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი  დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პაციენტის პირადობის ან დაბადების მოწმობის (18 წლამდე ასაკის ბავშვი) ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა;

დ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.


მუხლი 7.  მოსახლეობის სოციალური დახმარება
1. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ

ა) თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოში და მინიჭებული ქულა შეადგენს 65000-დან 120000-მდე, სრულწლოვან ერთწევრიან ოჯახზე გაიცემა 50 ლარი, ორწევრიან ოჯახზე - 70 ლარი, სამ და მეტ წევრიან ოჯახზე 100 ლარი. თანხა ჩაირიცხება ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენლის ანგარიშზე ოჯახში სრულწლოვანთა რაოდენობის შესაბამისად;

ბ) ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტზე წელიწადში ერთხელ 50 ლარის ოდენობით.

2. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის ერთჯერადი ფულადი დახმარების  გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV 100/ა; (საჭიროების შემთხვევაში).

3.  ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტების,  0-18 წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის,  7 წლამდე ასაკის ბავშვთა  ადრეული  განვითარების შეფერხების და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციისთვის ტრანსპორტის ხარჯის თანადაფინანსება მოხდება ყოველთვიურად სამედიცინო დაწესებულებიდან საცხოვრებელი ადგილის დაშორების შესაბამისად ზონების მიხედვით შემდეგი ოდენობით:

 

 ზონა

საცხოვრებელი

ადგილი

სამედიცინო

დაწესებულების

მდებარეობა

თანხა

(ლარი)

სამედიცინო

დაწესებულების

მდებარეობა

თანხა

(ლარი)

სამედიცინო

დაწესებულების

მდებარეობა

თანხა

(ლარი)

I

ვაჩნაძიანი

გ უ რ ჯ ა ა ნ ი

40

თელავი

40

თბილისი

100

კალაური

შაშიანი

ვაზისუბანი

 

 

II

მუკუზანი

30

70

ზეგაანი

 

ველისციხე

ახაშენი

ყიტაანი

III

ჩუმლაყი

20

70

გურჯაანი

ს. გურჯაანი

IV

ჭანდარი

30

80

ძირკოკი

ვეჯინი

 

 

 

 

 

 

კოლაგი

40

100

ბაკურციხე

კარდენახი

VI

ჩალაუბანი

50

100

მელაანი

არაშენდა

ჯიმითი

კაჭრეთი

ზ/კაჭრეთი

 

4. ტრანსპორტის ხარჯის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 ა) განცხადება;

 ბ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) პაციენტის დაბადების მოწმობის ასლი (18 წლამდე ასაკის ბავშვის);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა;

ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ვ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.

5. 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოხუცებისათვის საჩუქარი გაიცემა წელიწადში ერთხელ ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით.

ა) 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოხუცებისათვის საჩუქარის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა.ა) განცხადება;

ა.ბ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.

6.  ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსება გაიცემა  მარჩენალდაკარგულ,  მარტოხელა მშობლის  და რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახზე - 18 წლამდე ასაკის ერთ ბვშვზე 10 ლარის ოდენობით,  2 და მეტ 18 წლამდე ასაკის ბავშვზე  - 15 ლარის ოდენობით,  მკვეთრად გამოხატული  შშმ პირზე,  შშმპ სტატუსის მქონე ომის ვეტერანზე  და შშმ ბავშვზე თვეში 10 ლარის ოდენობით.

7.  ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი; (არასრულწლოვანის შემთხვევაში მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის);

გ) შშმპ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) შშმბ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) რეინტეგრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) ცნობა  მშობლის გარდაცვალების შესახებ;

თ) ცნობა მარტოხელა მშობლის შესახებ;

ი) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.

8.  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახის დახმარება გაიცემა ერთჯერადად წელიწადში 500 ლარის ოდენობით;

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში      დაღუპულთა ოჯახის დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა.ა) განცხადება;

ა.ბ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ა.დ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

ა.ე) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 8. ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება,  უსახლკაროთა დახმარების ქვეპროგრამა
1. ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების დახმარების ოდენობა განისაზღვრება კონკრეტული ოჯახისათვის მიყენებული ზიანის შესახებ მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) დასკვნის გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა;

ა) ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მისაღებად წარმოსადგენი  დოკუმენტაცია:

ა.ა) განცხადება;

ა.ბ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) კონკრეტული ოჯახისათვის მიყენებული ზიანის შესახებ მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის    (კომისიის)  დასკვნა;

დ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.

2. უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა – საცხოვრებელი ფართის ქირა 100 ლარის ოდენობით გაიცემა:

ა) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება მხოლოდ ერთი  მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან;

ბ) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება ორივე მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან და ერთ-ერთი მშობელი არის შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად);

გ) მრავალშვილიანი;

დ) ძალადობის მსხვერპლი.

3. საცხოვრებელი ფართის ქირის თანადაფინანსების მისაღებად  წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის და ოჯახის სხვა წევრების პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლები;

გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

დ) ცნობა ოჯახური შემადგენლობისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;  

ე) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;         

ვ) ძალადობის მსხვერპლად ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


მუხლი 9. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ქვეპროგრამა
უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი შეადგენს 250 ლარს.

ა) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯის დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა.ა) განცხადება;

ა.ბ) გარდაცვალების მოწმობა;

ა.გ) ნოტარიულად დადასტურებული ორი მოწმის ჩვენება უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის  ხარჯის გაწევაზე;

ა.დ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლიდან მიცვალებულის უპატრონობის შესახებ;

ა.ე) ხარჯის გამწევი პირის  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ა.ვ) ხარჯის გამწევი  პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 10. სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების (უფასო კვება) ორგანიზაციის – „მოქალაქეთა  თანადგომის“ დაფინანსება.
1. სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაციის – „მოქალაქეთა  თანადგომის“ – დაფინანსება განისაზღვრება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

2. სამიზნე ჯგუფები:

ა) პირი,  რომლის ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულა 0-დან 120000-მდეა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან – ქმედუუნარო, შშმპ, მარტოხელა მშობელი, მარტოხელა შშმპ, გადაადგილების უნარშეზღუდული, მარჩრენალდაკარგული – 1 კრიტერიუმს მაინც;

ბ) პენსიონერი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან - ქმედუუნარო, შშმპ, გადაადგილების უნარშეზღუდული –1 კრიტერიუმს მაინც.

3. სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაციის – „მოქალაქეთა  თანადგომის“ მომსახურების (უფასო კვება) მისაღებად წარმოსადგენი  დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის  მოწმობის ასლები;

გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

დ) შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი,  ასეთი სტატუსის არსებობის შემთხვევაში;

ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV 100/ა;

ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ   საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;

ზ) ცნობა მარტოხელა მშობლის შესახებ.


მუხლი 11. სოციალურად  დაუცველი ოჯახების ობოლ სტუდენტთა და მკვეთრად გამოხატული შშმპ სტუდენტის სწავლების თანადაფინანსება 
სოციალურად  დაუცველი ოჯახების ობოლ სტუდენტთა (სარეიტინგო ქულა 150 000-მდე) და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტის სწავლების თანადაფინანსებისთვის დახმარება გაიცემა ერთჯერადად წლის  განმავლობაში არაუმეტეს 1000 ლარის.

სოციალურად  დაუცველი ოჯახების ობოლ სტუდენტთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტის სწავლების თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) სტუდენტის მოწმობის ასლი;

ე) მშობლის/ მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

ვ)  შშმპ  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი რომელშიც მუდმვი საცხოვრებელი ადგილი და მითითებული იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;

თ) ცნობა სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წელს სწავლის ქირის ოდენობის და  საბანკო ანგარიშის ნომრის შესახებ.


მუხლი 12. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების დახმარების ქვეპროგრამა
1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სპორტსმენის ადაპტაცია-რეაბილიტაციისათვის მგზავრობის ხარჯის თანადაფინანსება შეადგენს ყოველთვიურად 100 ლარს.

ა. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სპორტსმენის ადაპტაცია-რეაბილიტაციისათვის მგზავრობის ხარჯის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი  დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;

გ) შშმპ   სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

2. საწოლს მიჯაჭვული მკვეთრად გამოხატული შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით გაიცემა ყოველთვიურად 50 ლარი. საწოლს მიჯაჭვული მკვეთრად გამოხატული შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით დახმარების მისაღებად  წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და პაციენტის პირადობის ან დაბადების მოწმობის (18 წლამდე) ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა;

დ) შშმპ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 13. ოჯახებისა და ბავშვების დახმარების ქვეპროგრამა
1. სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეიტინგო ქულა 0-დან 57 000) ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვების თანადაფინანსება სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე განისაზღვროს ყოველთვიურად არაუმეტეს  100 ლარის ოდენობით.

ა.  ბავშვთა კვების თანადაფინანსების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია:

ა.ა) განცხადება;

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) პაციენტის დაბადების მოწმობის ასლი;

ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა  №IV100/ა;

ა.ე) ხარჯის  აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

 

2. მრავალშვილიანი ოჯახების  დახმარება გაიცემა ოჯახზე, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი,  მეოთხე და შემდეგ ბავშვზე  18 წლაამდე ყოველთვიურად 100 ლარი

ა. მრავალშვილიანი ოჯახების  დახმარების მისაღებად წარმოსადგენი  დოკუმენტაცია:

ა.ა) განცხადება;

ა.ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

ა.გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ა.დ) თანხის მიმღები ერთ-ერთი  მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

 3. ახალშობილთა ოჯახების დახმარება გაიცემა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1 წლამდე ასაკის ბავშვზე ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით

ა)  ახალშობილთა ოჯახების დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა.ა) განცხადება;

ა.ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

ა.გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ა.დ) საინფორმაციო ბარათი ბავშვის რეგისტრაციის შესახებ;

ა.ე) თანხის მიმღები ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

4. ცელიაკიით და ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა საკვები პროდუქტებით  უზრუნველყოფა

ცელიაკიით  და ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა საკვები პროდუქტების უზრუნველყოფის ოდენობა განისაზღვროს წლიური   2000 ლარის ლიმიტის ოდენობით. ერთჯერადად გაიცეს წლიური ლიმიტის ¼.

ა) საკვები პროდუქტების უზრუნველყოფის მისაღებად წარმოსადგენი  დოკუმენტაცია:

ა.ა) განცხადება;

ა.ბ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ა.დ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა.


მუხლი 14. ვეტერანთა დაკრძალვის  ქვეპროგრამა
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (სამაჩაბლო-აფხაზეთი) გარდაცვლილ მებრძოლთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, ყოველი გარდაცვლილის ოჯახზე გაიცემა ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით. 

1. ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის ნომერი;

დ) გარდაცვალების მოწმობა;

ე) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.


მუხლი 15. სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსების გაცემის წესი
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქვეპროგრამით მოსარგებლის დაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის გზით, რაც გულისხმობს:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;

ბ) ბენეფიციარის სტატუსის შესწავლას;

გ) ბენეფიციარის გურჯაანის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას;

დ) ბენეფიციარის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას.

2. დაფინანსება არ განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ბენეფიციარი არ მიეკუთვნება შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფს;

ბ) განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ ბენეფიციარს უკვე გაეწია სამედიცინო მომსახურება;

გ) ბენეფიციარი ითხოვს მკურნალობის საზღვარგარეთ დაფინანსებას.

3. ოპერაციული, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული მიმართვაში  ან კერძო სადაზღვევო კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ მითითებული პაციენტის გადასახდელი თანხიდან გამომდინარე.  თუ მომსახურება არ ფინანსდება, მაშინ დაფინანსება მოხდება კლინიკის მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.

4. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას და   მას ხელს აწერს მუნიციპალიტეტის მერი.

5. გურჯაანის  მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადები:

ა) „სამედიცინო მომსახურების დაფინანსების“ და „ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დაფინანსების“ ქვეპროგრამების ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე გაწეული მომსახურების წარმოდგენის ვადა შეადგენს ადმინისტრაციული დაპირების გაცემიდან არაუგვიანეს 60 კალენდარულ დღეს;

ბ) „სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების ან/და მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის“ ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე გაწეული მომსახურების წარმოდგენის ვადა შეადგენს ადმინისტრაციული დაპირების გაცემიდან არაუგვიანეს 30 კალენდარულ დღეს;

6. შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფN100/ა, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, ჩვენს მიერ გაცემული ადმინისტრაციული და პირების ასლი) წარმოდგინის ვადაა არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 30 რიცხვისა.

7. ადმინისტრაციულ დაპირებაში ცვლილებების შეტანა (რაც არ ეწინააღმდეგება ამ პროგრამის პირობებს) ხორციელდება ბენეფიციარის/მისი წარმომადგენლის ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე, რა დროსაც განმცხადებელი ვალდებულია წარმოადგინოს გაცემული ადმინისტრაციული დაპირება.

8. სამედიცინო კვლევის ან სტაციონარული მომსახურების გაწევის თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე წარმოდგენილ ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ რეკვიზიტზე.

9. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე.


მუხლი 16. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები
1. საორგანიზაციო ნაწილში-გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა  და სოციალური მომსახურების სამსახური.

2. საფინანსო ნაწილში-გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.


მუხლი 17. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადაა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 18. პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა      
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტისმერია. ინფორმაციის გავრცელების საშუალებებია:

ა) ადგილობრივი საინფორმაციო მედია;

ბ) სოციალური ქსელი;

გ) მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.


მუხლი 19. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები
1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა;

2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა;

3. დაგეგმილი და ფაქტობრვი მონაცემების შესაბამისობა;

4. პროგრამის განხორციელების ვადები.


მუხლი 20. პროგრამის განხორციელების შედეგი
1. უკეთესობისაკენ შეიცვლება სოციალური ფონი;

2. ხელი შეეწყობა უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ფენის შემცირებას;

3. გაიზრდება დემოგრაფიული მონაცემები;

4. გაუმჯობესდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა.