„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016436
11
22/03/2019
ვებგვერდი, 26/03/2019
010250050.35.166.016436
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2019 წლის 22 მარტი

ქ. გურჯაანი

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის  მინიმალური  სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 მარტის №10 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო www.matsne.gov.ge, 06/03/2019, 010250050.35.166.016435) შევიდეს შემდეგი სახის  ცვლილებები:

დადგენილების  მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების (გარდა ონკოლოგიური დაავადებების) თანადაფინანსების სამიზნე ჯგუფები, დაფინანსების წესი:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელია გურჯაანის მუნიციპალიტეტი მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს, ბენეფიციარებზე გასაცემი თანხა შეადგენს სამედიცინო მომსახურების ღირებულების 50%-ს, არაუმეტეს 500 ლარის;

ბ) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ვეტერანი; ბენეფიციარებზე გასაცემი თანხა შეადგენს სამედიცინო მომსახურების ღირებულების 50%-ს, არაუმეტეს 500 ლარის;

გ) 0-18 წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის,  7 წლამდე ასაკის ბავშვთა   ადრეული  განვითარების შეფერხების და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა  რეაბილიტაცია-აბილიტაციის თანადაფინანსება განისაზღვროს – წლიური ლიმიტი – 1000 ლარის ოდენობით;

დ) ბენეფიციარები,  რომლებიც არ განეკუთვნებიან ა, ბ და გ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიებს, მათზე სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისთვის გაიცემა 800 ლარამდე  სამედიცინო მომსახურების  ღირებულების 50% არაუმეტეს 200 ლარის, 801 ლარიდან 1500 ლარამდე – 250 ლარი,  1501 ლარზე მეტი – 350 ლარი.''.

დადგენილების  მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეაქციით:

,,1. სოციალურად დაუცველი ოჯახების საჭირო მედიკამენტებით თანადაფინანსების წესი:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული  0-დან 120000-მდე ქულის მქონე პირის და მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილის  მედიკამენტების დაფინანსება მოხდეს  მედიკამენტების  ღირებულების 50%-ით არაუმეტეს 100 ლარისა წელიწადში  ერთხელ.

 ბ) პირის, რომელიც არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მედიკამენტების დაფინანსება მოხდეს  მედიკამენტების  ღირებულების 50%-ით არაუმეტეს 50 ლარისა წელიწადში  ერთხელ.''.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგია შაოშვილი