დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.130.016339 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
9
27/02/2019
ვებგვერდი, 05/03/2019
010250020.35.130.016339
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
პირველადი სახე (05/03/2019 - 26/02/2020)
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგენილ იქნეს მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი – 189,4 ოდენობით. |
| მუხლი 2 |
დადგენილ იქნეს ქ. საჩხერის ზონირება ერთი ზონის ფარგლებში და განისაზღვროს ლოკალური ტერიტორიული ინდექსი – 1-ის სიდიდით. |
| მუხლი 3 |
დამტკიცებულ იქნეს ქ. საჩხერისათვის 1კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი – 15 ლარი. გაანგარიშებული ფორმულით CN/15 ლარი /=0,33X1X0,24X189,4, სადაც: |
1.
CN – არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი. |
2.
0,33 – არის ქ. საჩხერის მაკრომდებარეობის ინდექსი, განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის, 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებით დამტკიცებული, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ დანართი №1-ის შესაბამისად. |
3.
1 – არის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ლოკალური ტერიტორიული ინდექსი. |
4.
0,24 – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად 1 კვ. მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი. |
5.
189,4 – არის საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი. |
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, ქ. საჩხერისათვის დაწესებული ფასის 30% – 4,5 ლარი. |
| მუხლი 5 |
დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი და ჭიათურა-უსახელო-კორბოული) 50მ რადიუსში (ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 50-50 მეტრი) არსებული 1 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, ქ. საჩხერისათვის დაწესებული ფასის 50% – 7,5 ლარი. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დადგენილების მესამე და მეოთხე მუხლები. |
| მუხლი 6 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №76 დადგენილება (სსმ, 06/03/2018 წ., http://www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016285). |
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები