წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010040030.35.104.016406
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7
25/02/2019
ვებგვერდი, 01/03/2019
010040030.35.104.016406
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (01/03/2019 - 28/02/2020)

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2019 წლის 25 თებერვალი

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე   მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ’’ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის  და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.

 

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ’’ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №10 დადგენილება.
მუხლი 3
 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია



დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

 


მუხლი 1
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მეტრი მიწის ნორმატიული ფასი/ შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“/ დგინდება  შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

Cn= IMGX ITL X C X K,  სადაც:

 

ა) Cn-არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG- არის წალენჯიხის მაკრო მდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,37;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს/, რადგან წალენჯიხაში ზონირება არ ხორციელდება/;

 

დ) C- არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

 

ე) K- არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს.
მუხლი 2
პირველი მუხლის მიხედვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მეტრის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

ა) ქ. წალენჯიხის  და  ქ. ჯვარის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:

IMG

ITL

C

       K

Cn (ლარი)

     0,37

1

0,24

    100

8,88

 

ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ( გარდა ქ. წალენჯიხისა და ქ. ჯვარის ადმინისტრაციული ერთეულებისა) – ამ მუხლის , „ა“ პუნქტით დადგენილი ფასის 50 % ოდენობით / 4,44 ლარი/;
გ)   წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში (გარდა ქ.წალენჯიხისა და ქ.ჯვარისა) გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში – ამ მუხლის „ა“ პუნქტით დადგენილი ფასის 55% ოდენობით /4,80 ლარი/;
დ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში – ამ მუხლის ,,ა’’ პუნქტით დადგენილი ფასის 25% ოდენობით /2,22 ლარი/;
ე) ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის  სქურის უბანში – ამ მუხლის  „ა“ პუნქტით დადგენილი ფასის 80% -ის ოდენობით /7,10 ლარი/.