საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.021081
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
66
13/02/2019
ვებგვერდი, 15/02/2019
470000000.10.003.021081
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/02/2019 - 25/03/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №66

2019 წლის 13 თებერვალი

 ქ. თბილისი

 

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“, „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 31 მუხლისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა)  გათვალისწინებით:

ა) გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები გათავისუფლდნენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტროლის ან რევიზიის შედეგად დაკისრებული/დასაკისრებელი საჯარიმო სანქციების გადახდისაგან 2019 წლის 1 თებერვლამდე პერიოდზე და განესაზღვროთ პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება;

ბ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს საჭირო ზომების  გატარება ამ დადგენილების შესასრულებლად. შედეგების შესაბამისად, განახლდეს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის 191 მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გადახდის ადმინისტრირების ღონისძიებები;

გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, 2019 წლის 1 თებერვლამდე დაკავებული თანხა, აგრეთვე მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ, შესაბამისი დავალიანების გამო, ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე პერიოდამდე გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე