დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 151 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.021166 |
|
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №66 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2019, 470000000.10.003.021081) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის:
1. „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები გათავისუფლდნენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტროლის ან რევიზიის შედეგად დაკისრებული/დასაკისრებელი საჯარიმო სანქციების გადახდისაგან 2019 წლის 1 თებერვლამდე პერიოდზე და განესაზღვროთ პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული პირობებით; ბ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს საჭირო ზომების გატარება ამ დადგენილების შესასრულებლად. შედეგების შესაბამისად, განახლდეს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის 191 მუხლით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გადახდის ადმინისტრირების ღონისძიებები, ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტის პირობების უპირატესი დაცვით;“. 2. „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) ამ დადგენილების ფარგლებში, პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნება განხორციელდეს მიმწოდებლისათვის თითოეულ საანგარიშგებო პერიოდში ასანაზღაურებელი თანხის 10%-იდან დასაბრუნებელი თანხის 5%-ის დაკავების გზით, ვალდებულების სრულად შესრულებამდე. თუ უკან დასაბრუნებელი თანხის 5% აღემატება ასანაზღაურებელი თანხის 10%-ს, ვალდებულების შესრულება მოხდება ასანაზღაურებელი თანხის 10%-ის დაკავების გზით, ვალდებულების საბოლოო შესრულებამდე. ამ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაკავება განხორციელდება მიუხედავად იმისა, რა პერიოდის მომსახურების ღირებულებას მოიცავს თითოეულ საანგარიშგებო პერიოდში ასანაზღაურებელი თანხა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები