დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.161.016438 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
5
04/02/2019
ვებგვერდი, 08/02/2019
010250020.35.161.016438
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/02/2019 - 25/02/2019)
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
|
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ქვეპროგრამები თანდართული რედაქციით:
ა) ,,ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 01) დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) ,,ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა" (პროგრამული კოდი - 06 02 05) დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) ,,მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება“ (პროგრამული კოდი - 06 02 06) დანართი №3-ის შესაბამისად;
დ) ,,დიალეზზე დამოკიდებულ მოქალაქეთა დახმარების პროგრამა" (პროგრამული კოდი - 06 02 07) დანართი №4-ის შესაბამისად;
ე) ,,C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 08) დანართი №5-ის შესაბამისად;
ვ) ,,დედ-მამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 09) დანართი №6-ის შესაბამისად;
ზ) ,,უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 10) დანართი №7-ის შესაბამისად;
თ) ,,ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 11) დანართი №8-ის შესაბამისად;
ი) ,,ხანდაზმულ პირთა სოციალური დაცვის პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 12) დანართი №9-ის შესაბამისად;
კ) ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის პროგრამა“(პროგრამული კოდი - 06 02 13) დანართი №10-ის შესაბამისად;
ლ) ,,სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 14) დანართი №11-ის შესაბამისად;
მ) ,,სტუდენტების დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 15) დანართი №12-ის შესაბამისად;
ნ) ,,სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 16) დანართი №13-ის შესაბამისად;
ო) ,,ონკოლოგიურ ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 17) დანართი №14-ის შესაბამისად;
პ) ,,მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვის პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 18) დანართი №15-ის შესაბამისად;
ჟ) ,,სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 19) დანართი №16-ის შესაბამისად;
რ) ,,სოციალურად დაუცველი იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 20) დანართი №17-ის შესაბამისად;
ს) ,,მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამა" (პროგრამული კოდი - 06 02 21) დანართი №18-ის შესაბამისად;
ტ) ,,სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 22) დანართი №19-ის შესაბამისად;
უ) ,,ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გათბობის უზრუნველყოფის პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 23) დანართი №20-ის შესაბამისად;
ფ) ,,სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 24) დანართი №21-ის შესაბამისად;
ქ) „სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 25) დანართი №22-ის შესაბამისად; |
| მუხლი 2 |
|
ამ პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ და ,,სოციალური დახმარების“ ქვეპროგრამებში გადატანილ სახსრებზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობაზე.
|
|
დანართები
DANARTI 1 KONSOLIDIREBULI.docx (68767b)
-
ნორმატიული-აქტი-3 (61817b)
-
ნორმატიული-აქტი-4 (33376b)
-
ნორმატიული-აქტი-7 (346689b)
-
ნორმატიული-აქტი-8 (63462b)
-
ნორმატიული-აქტი-9 (61253b)
-
ნორმატიული-აქტი-10 (51191b)
-
ნორმატიული-აქტი-11 (53423b)
-
ნორმატიული-აქტი-12 (52439b)
-
ნორმატიული-აქტი-13 (53453b)
-
ნორმატიული-აქტი-14 (355354b)
-
ნორმატიული-აქტი-15 (221807b)
-
ნორმატიული-აქტი-16 (353451b)
-
ნორმატიული-აქტი-17 (31740b)
-
ნორმატიული-აქტი-18 (32339b)
-
ნორმატიული-აქტი-19 (37724b)
-
ნორმატიული-აქტი-20 (54103b)
-
ნორმატიული-აქტი-21 (371977b)
-
ნორმატიული-აქტი-22 (65770b)
-
ნორმატიული-აქტი-23 (60766b)
-
ნორმატიული-აქტი-24 (53091b)
-
ნორმატიული-აქტი-25 (362464b)
-
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები