დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.161.016440 |
|
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 თებერვლის №5 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 08/02/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.161.016438) დამტკიცებულ დანართი №1-ში „ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 06 02 01) მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება 1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. 2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში. 3. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციით ირკვევა სამედიცინო დახმარების სასწრაფო დაყოვნებული ან გადაუდებლად მიღების აუცილებლობა, დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას დროებითი სამუშაო ჯგუფის ოქმის საფუძველზე იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი. 4. კერძო დაზღვევის ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მოქალაქეების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას, არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დროებითი სამუშაო ჯგუფის ოქმის საფუძველზე. 5. 3000 (სამი ათასი) ლარის ზევით დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 6. მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ვადად განისაზღვრება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. 7. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სრულყოფილად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები