დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული – განათლების ხელშეწყობის; კულტურის ღონისძიებების; სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.112.016399 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/02/2019 - 24/01/2020)
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის სოციალურ-კულტურული ღონისძიებების - განათლების ხელშეწყობის, კულტურის ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის სოციალურ-კულტურული ღონისძიებების – განათლების ხელშეწყობის, კულტურის ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №2 დადგენილება (ვებგვერდი, 12/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.112.016338).
|
| მუხლი 3 |
დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №3 დადგენილება (ვებგვერდი, 02.02.2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.112.016254). |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის სოციალურ-კულტურული ღონისძიებების – განათლების ხელშეწყობის, კულტურის ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
ეს წესი არეგულირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალურ-კულტურული ღონისძიებების - განათლების ხელშეწყობის, კულტურის ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამების, დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან განათლების, კულტურის და სპორტის სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანების დაჯილდოების, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების წესს.
|
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტებები |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ჯილდო – ერთჯერადი ფულადი ჯილდო; ბ) წარმატებული სპორტსმენი – საქართველოს ჩემპიონატში ოფიციალურ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილები, ასევე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი, ოფიციალურ ოლიმპიურ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატში; გ) წარმატებული მწვრთნელი – ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელი; დ) წარმატებული სპორტული გუნდი – საქართველოს ჩემპიონატში ოფიციალურ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილები; ე) ღვაწლმოსილი ვეტერანი სპორტსმენი – წარსულში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით წარმატებულად მოასპარეზე სპორტსმენი; ვ) წარმატებული მოსწავლე/ახალგაზრდა – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი დაწესებულებისა და სახელოვნებო სკოლების მოსწავლე, ასევე ახალგაზრდა, რომელმაც დაიკავა I საპრიზო ადგილი საქართველოსა და საერთაშორისო კონკურსებში; მედიაპროექტის ფინალისტები, რომლებიც მონაწილეობენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლის ვერცხლისა და ოქროს მედალოსანი მოსწავლეები; ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მფლობელი; ზ) ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ინდივიდუალური შემსრულებლები – მუსიკოსები, მომღერლები, მოცეკვავეები, მსახიობები, მხატვრული კითხვის ოსტატები, კომპოზიტორები, მხატვრები, მწერლები, პოეტები, მსახიობები და სხვა; თ) ხელოვნების წარმომადგენლობები – ანსამბლები, დასები, ჯგუფები, გუნდები, ტრიოები, კვარტეტები და სხვა; ი) შემოქმედებითი დასების ხელმძღვანელი პირები – პედაგოგები, კონცერტმაისტერები, რეჟისორები, მუსიკალური ხელმძღვანელები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები, ლოტბარები, რეგენტები, დირიჟორები და სხვა, ვინც უშუალოდ მოამზადა ინდივიდუალური შემსრულებელი, ამა თუ იმ შემოქმედებითი დასისთვის შექმნა ან მოამზადა საკონკურსო ნომერი და უხელმძღვანელა მის ფესტივალ-კონკურსზე წარდგენას; კ) პროექტი – განმცხადებლის მოთხოვნების შესრულებისათვის შექმნილი კომპლექსური, არარუტინული, ერთჯერადი საქმიანობა, რომელიც შემოსაზღვრულია დროით, ბიუჯეტით, რესურსებით და ტექნიკური მახასიათებლებით. |
მუხლი 3.
წარმატებული სპორტსმენის, მწვრთნელის, ღვაწლმოსილი ვეტერანი სპორტსმენის დაჯილდოება: |
1.
წარმატებული სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) საქართველოს ჩემპიონატის I ადგილი – 400 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი; ბ) ევროპის ჩემპიონატის I ადგილი – 600 ლარი, II ადგილი – 400 ლარი, III ადგილი – 300 ლარი; გ) მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილი – 800 ლარი, II ადგილი – 600 ლარი, III ადგილი – 400 ლარი; დ) ოლიმპიური თამაშების I ადგილი – 1000 ლარი, II ადგილი – 800 ლარი, III ადგილი – 600 ლარი. |
2.
წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) საქართველოს ჩემპიონატის I ადგილი – 300 ლარი, II ადგილი – 200 ლარი, III ადგილი – 100 ლარი; ბ) ევროპის ჩემპიონატის I ადგილი – 500 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი; გ) მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილი – 600 ლარი, II ადგილი – 400 ლარი, III ადგილი – 300 ლარი; დ) ოლიმპიური თამაშების I ადგილი – 1000 ლარი, II ადგილი – 800 ლარი, III ადგილი – 600 ლარი. |
3.
წარმატებული გუნდის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით: საქართველოს ოფიციალური ჩემპიონატის I-ადგილი 1000 ლარი, II-ადგილი 700 ლარი, III-ადგილი 500 ლარი. |
4.
ღვაწლმოსილი ვეტერანი სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს საბიუჯეტო წლის მანძილზე ერთჯერადად გასაცემი თანხით 300 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
წარმატებული მოსწავლე/ახალგაზრდის დაჯილდოება
|
1.
წარმატებული მოსწავლე/ახალგაზრდის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში I ადგილი – 100 ლარი; ბ) საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში I ადგილი – 200 ლარი.
|
2.
მედია-პროექტის ფინალისტების ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) მედია- პროექტის გამარჯვებული I ადგილი - 500 ლარი;
|
3.
სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) ოქროს მედალოსანი მოსწავლე – 300 ლარი; ბ) ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე – 200 ლარი. |
4.
ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მფლობელთა ფულადი ჯილდო განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მფლობელი – 1 000 ლარი; ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მფლობელი – 1 000 ლარი.
|
მუხლი 5.
ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ინდივიდუალური შემსრულებლების, ხელოვნების წარმომადგენლობების, შემოქმედებითი დასების ხელმძღვანელი პირების დაჯილდოება
|
1.
ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ინდივიდუალური შემსრულებლების ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში I ადგილი ან/და საპატიო წოდების მინიჭება – 100 ლარი; ბ) საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში I ადგილი ან/და საპატიო წოდების მინიჭება – 200 ლარი. |
2.
ხელოვნების წარმომადგენლობების ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში I ადგილი ან/და საპატიო წოდების მინიჭება – 800 ლარი; ბ) საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში I ადგილი ან/და საპატიო წოდების მინიჭება – 1000 ლარი. |
3.
შემოქმედებითი დასების ხელმძღვანელი პირების ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში I ადგილი ან/და საპატიო წოდების მინიჭება – 100 ლარი; ბ) საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში I ადგილი ან/და საპატიო წოდების მინიჭება – 200 ლარი.
|
მუხლი 6.
ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსება
|
ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 1000 ლარისა.
|
მუხლი 7.
დაფინანსების მისაღებად განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
|
1.
წარმატებულმა სპორტსმენმა ან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელმა, წარმატებულმა მოსწავლე/ახალგაზრდამ, ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ინდივიდუალურმა შემსრულებელმა, შემოქმედებითი დასის ხელმძღვანელმა პირმა და ხელოვნების წარმომადგენლობებმა, (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელი) მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ); გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის/საპატიო წოდების დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის/კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან. |
2.
ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტის თანადაფინანსების მიზნით (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელი) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) საპროექტო განაცხადი (თანდართული ხარჯთაღრიცხვით); დ) განმცხადებლის/კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.
|
მუხლი 8.
ჯილდოს გაცემის წესი
|
1.
შესაბამისი პირის/დაწესებულების მომართვას ჯილდოს გაცემის თაობაზე განიხილავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და შესაბამის დასკვნას წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ჯილდოს გაცემის შესახებ.
|
2.
ამ წესით განსაზღვრული ფულადი ჯილდოს გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები