დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის სოციალურ-კულტურული ღონისძიებების - განათლების ხელშეწყობის, კულტურის ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.112.016418 |
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის სოციალურ-კულტურული ღონისძიებების –
განათლების ხელშეწყობის, კულტურის ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის სოციალურ-კულტურული ღონისძიებების – განათლების ხელშეწყობის, კულტურის ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი matsne.gov.ge 04/02/2019 სარეგისტრაციო კოდი (190020020.35.112.016399) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული – განათლების ხელშეწყობის; კულტურის ღონისძიებების; სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული – განათლების ხელშეწყობის; კულტურის ღონისძიებების; სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესი, დანართის შესაბამისად“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული – განათლების ხელშეწყობის; კულტურის ღონისძიებების; სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესი“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებები ეს წესი არეგულირებს 2020 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული – განათლების ხელშეწყობის; კულტურის ღონისძიებების; სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან – განათლების, კულტურის და სპორტის სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანების დაჯილდოების, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების მიზნით, თანხის გაცემის წესს.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები