,,საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციასთან“ საქართველოს შეერთების თაობაზე

,,საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციასთან“ საქართველოს შეერთების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5432
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 160, 15/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5432
06/11/2007
სსმ, 160, 15/11/2007
000000000.00(0).000.000000
,,საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციასთან“ საქართველოს შეერთების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (15/11/2007 - 01/07/2025)

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

,,საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციასთან“ საქართველოს შეერთების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველო შეუერთდეს კეიპტაუნის 2001 წლის 16 ნოემბრის ,,კონვენციას საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“, რომელიც მოიცავს ,,მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციას და მის ოქმს ,,საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“.

2. კონვენციის 56-ე და ოქმის XXX მუხლების შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ:

ა) კონვენციის ,,39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეესტრში რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა განისაზღვრება რეგისტრაციის დროის მიხედვით;

ბ) კონვენციის ,,39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტთან მიმართებით პირებს არ შეუძლიათ უშუალოდ დაადონ ყადაღა მოვალის ქონებას;

გ) კონვენციის ზოგიერთი ნორმის საქართველოს კანონმდებლობისაგან განსხვავებულობის გამო, საქართველო ისარგებლებს კონვენციის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით;

დ) კონვენციის 54-ე მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტის შესაბამისად, მოგირავნეს არ გააჩნია გირავნობის ობიექტის ლიზინგით გადაცემის შესაძლებლობა;

დ.ბ) მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველო აღიარებს უფლებათა დაცვის საშუალებების მხოლოდ სასამართლოს გზით გამოყენებას;

ე) ოქმის VIII მუხლთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელშეკრულებო ურთიერთობების უფლება-მოვალეობების განსაზღვრა წესრიგდება მხარეთა მიერ არჩეული ქვეყნის სამართლით;

ვ) ოქმის XI მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ვარიანტებიდან საქართველო ირჩევს ,,ა“ ვარიანტს;

ზ) ოქმის XII მუხლთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს უცხო ქვეყნების სასამართლოებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2007 წლის 6 ნოემბერი.

№5432–IIს