ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/01/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 17/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.113.016382
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
09/01/2019
ვებგვერდი, 10/01/2019
190040000.35.113.016382
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/01/2019 - 15/01/2020)

(ძალადაკარგულია - 15.01.2020, №1)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2019 წლის 9 იანვარი

ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №60  დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი“ თანახმად დანართისა.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული  სოციალური  დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მაისის №30 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 10/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.113.016350).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე  და  მისი  მოქმედება  გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია



დანართი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი

წინამდებარე წესი აწესრიგებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ადმინისტრირების ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას.

თავი I
სოციალური დახმარების სახეები

მუხლი 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები:
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი დახმარებები:

ა) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01);

ბ) დღის ცენტრის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02);

გ) დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04);

დ) მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05);

ე) ,,C” ჰეპატიტით დაავადებულ პირების მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 06);

ვ) თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07);

ზ) ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08);

თ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09);

ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10);

კ) სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11);

ლ) სოციალური ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 12);

მ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი   ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 13);

ნ) სხვა ფულადი სოციალური გასაცემელი (პროგრამული კოდი 06 02 14);

ო) გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პროექტების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 15);

პ) მზრუნველობამოკლებულთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 16);

ჟ) ხანდაზმულთა სახლის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 17);

რ) ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფა, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპი) დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 18);

ს) 1 წლამდე ახალშობილთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 19).


მუხლი 2. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირებულ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი  და რეგისტრირებული არიან  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 100000-დან  და 150 001-მდე, ყოველთვიურად დახმარება გაეწევა თითოეულ ბავშვზე  25 ლარის ოდენობით. მონაცემები ცვალებადია. ოთხშვილიან ოჯახს ერთ-ერთი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებისას ეხსნება დახმარება.

პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს,  ან მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლი);

გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლი);

დ) ქორწინების მოწმობა ან/და ჯვრისწერის მოწმობა (ასლი); - (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ერთ-ერთი მშობლის საბანკო რეკვიზიტი;

ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

ზ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.


მუხლი 3. დღის ცენტრის დაფინანსება
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ დღის ცენტრის მომსახურებით. ქვეპროგრამის მიზანია დღის ცენტრის ბენეფიციარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მომავლის სხივის“ დაფინანსება ყოველთვიურად ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 150 ლარისა (საანგარიშო თვეში არაუმეტეს 27 ბენეფიციარი), პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ერთ ბენეფიციარზე გათვლილი გაწეული მომსახურების შესახებ  წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ კომუნალური (ბუნებრივი აირი) გადასახადების თანაგადახდა, გახარჯული ბუნებრივი აირის თანხის ანაზღაურება მოხდება წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე.


მუხლი 4. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა დახმარება
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების  დახმარებას. დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის წელიწადში 4-ჯერ (კვარტალში ერთხელ)  მატერიალურ დახმარებას, თითოეულ ჯერზე 300 ლარის ოდენობით.

პროგრამით სარგებლობისათვის მეურვემ, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი);

დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობა (ასლი);

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობის შესახებ;

ვ) მეურვის საბანკო რეკვიზიტი;

ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.


მუხლი 5. მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარებას, კერძოდ:
  • 0-დან 150001-მდე სარეიტინგო ქულით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 100 ლარის ოდენობით, წლის განმავლობაში ერთხელ პირად ანგარიშზე ჩარიცხვით ან უნაღდო ანგარიშსწორებას მედიკამენტებზე  ფარმაცევტულ დაწესებულებაში ჩარიცხვით (მათი არჩევანით), უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობა.
  • 0-დან 150001-მდე სარეიტინგო ქულით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები მიიღებენ სამედიცინო მომსახურების თანაგადახდას უნაღდო ანგარიშსწორებით, კერძოდ:

ა) იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანია) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 30% ნაკლებია ან ტოლი 150 ლარის, დაფინანსება მოხდება სრულად;

 ბ) იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანია) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 30% მეტია 150 ლარზე, მაშინ დაფინანსება  მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია) თანაგადახდის ფარგლებში არსებული ტარიფით განსაზღვრული სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანიის) მიერ ასანაზღაურებელი თანხის  30%-ის, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარის. დაფინანსებეის ქვედა ზღვარია 150 ლარი. თუ არ არსებობს თანაგადახდა, ანუ თუ მკურნალობის ხარჯები მთლიანად პაციენტის დასაფარია, ასეთ შემთხვევაში დაფინანსება მოხდება წარმოდგენილი თანხის ნახევრის, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

2. მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ);

დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშფაქტურა);

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

ვ) სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული მიმართვა (ასლი);

ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.


მუხლი 6. „C“ ჰეპატიტით დაავადებული პირების მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, C ჰეპატიტით დაავადებული პირებს შეუძლიათ მიიღონ გამოკვლევების დაფინანსება, რომელიც საჭიროა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისათვის,  მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსება განხორციელდება საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად, სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, კვლევების ღირებულების სრული ოდენობა, არაუმეტეს 200 ლარისა.

2. მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ);

დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშფაქტურა);

ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.


მუხლი 7. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირებს, რომლებიც ჩართული არიან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საჭიროებენ დიალიზის კურსის ჩატარებას, უფლება აქვთ ისარგებლონ კვარტალში ერთხელ, ფულადი დახმარებით 150 ლარის ოდენობით, ხოლო პერიტონიალურ შემთხვევაში,  ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.

2.  პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

გ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.


მუხლი 8. ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ლეიკემიით და ონოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებებში,  სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარებას, წლის განმავლობაში ერთჯერადად (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომლებიც შესაძლებელია დაფინანსდეს განმეორებით).

2. პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის მკურნალობის ხარჯების თანაგადახდას, შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით:

ა) იმ შემთხვევაში, სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანიის) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 30% არ აღემატება 200 ლარს, ანაზღაურება განხორციელდება მოთხოვნილი თანხის სრული ოდენობით (არაუმეტეს 200 ლარის);

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანიის) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 30% მეტია 200 ლარზე, მისი დაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია) ფარგლებში არსებული ტარიფით განსაზღვრული სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანია) მიერ ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 30%-ის, მაგრამ არაუმეტეს 600 ლარის. დაფინანსების ქვედა ზღვარია 200 ლარი, თუ არ არსებობს თანაგადახდა, ანუ თუ მკურნალობის ხარჯები მთლიანად პაციენტის დასაფარია, ასეთ შემთხვევაში დაფინანსება მოხდება წარმოდგენილი თანხის ნახევრის, მაგრამ არაუმეტეს 600 ლარისა;

გ) დაფინანსებას ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ, ბენეფიციარები წელიწადში ერთხელ მიიღებენ უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებებში, ინვოისით წარმოდგენილი თანხის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა;

დ) განმეორებითი დაფინანსების შემთხვევაში (განმეორებითი ქირურგიული ოპერაცია), პაციენტის დაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია) ფარგლებში არსებული ტარიფით განსაზღვრული სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანია) მიერ ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 25%-ის, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარის. დაფინანსების ქვედა ზღვარია 150 ლარი.

შენიშვნა: აღნიშნული მუხლით, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას დაფინანსებაზე გარკვეული ნოზოლოგიების დროს (ზედაპირული მცირე ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნეეების გეგმურად თანადაფინანსებაზე), რაც ნეგატიურად არ აისახება ბენეფიციარის ჯანმრთელობაზე.

3. მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ);

დ) სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშფაქტურა);

ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.


მუხლი 9. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დახმარება
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  18 წელს გადაცილებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დაფინანსებას (თვის განმავლობაში არაუმეტეს 25 ბენეფიციარისა), რომლებიც სარგებლობენ საქველომოქმედო  ასოციაცია „გურიას“, არაკომერციული-ჰუმანიტარული ორგანიზაციის  „დღის ცენტრის“ მომსახურებით. კერძოდ:

ა) ბენეფიციართა  „დღის ცენტრში“ ტრანსპორტირებას;

ბ) ბენეფიცირთა ყოველდღიურ მომსახურებას კვებით;

გ) ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას;

დ) ბენეფიციართა სანიტარიულ-ჰიგიენური და ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას;

ე) ზაფხულის სეზონზე ბენეფიციარებისათვის სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას.

დღის ცენტრი (საქველომოქმედო  ასოციაცია ,,გურია“), არაკომერციული-ჰუმანიტარული ორგანიზაციის დაფინანსება ყოველთვიურად არაუმეტეს 250 ლარისა ერთ ბენეფიციარზე, ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად.

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე  პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (I ჯგუფი, მხოლოდ მხედველობით შშმ პირები), უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად ფულადი დახმარებით 250 ლარის ოდენობით; მნიშვნელოვნად გამოხატულ  შშმ პირებს წლის განმავლობაში ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით (II ჯგუფი მხოლოდ მხედველობით შშმ პირები) .

3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (გარდა მხედველობით შშმ პირებისა), უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად, ფინანსური დახმარებით, 100 ლარის ოდენობით.

4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირების ცხოვრების გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებულია დახმარება (სპეციალური ინვენტარის ან დამხმარე საშუალებების შეძენა არაუმეტეს 20000 ლარისა წელიწადში), 6-დან 18 წლამდე ჰიგიენური საშუალებების (პამპერსი თვეში არაუმეტეს 60 ლარის) შეძენა უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებაში შშმ პირებისთვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 0-დან 150001-მდეა. წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება (ურთიერთშეთანხმებით, თანადაფინანსების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას დააფინანსოს თანაგადახდის არაუმეტეს 80%). გათვალისწინებული თანხა 40000 ლარი.

ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით სარგებლობისათვის უფლებამოსილმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

გ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის სტატუსის (I ჯგუფის)  დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.


მუხლი 10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება
1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის მიზნით დახმარების გაწევას 200 ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა დახმარებისათვის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი);

გ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.

3. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯებისათვის, გარდაცვლილის ოჯახის ფინანსურ დახმარებას 250 ლარის ოდენობით. განმცხადებელმა  დახმარებისათვის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) გარდაცვლილი დევნილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

გ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

დ) დევნილის გარდაცვალების მოწმობა (ასლი);

ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი);

ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

თ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.


მუხლი 11. სარიტუალო დახმარება
1. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ,  სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსურ დახმარება 500 ლარის ოდენობით.

განმცხადებელმა დახმარებისათვის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

გ) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა (ასლი);

ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი);

ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

თ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უჭირისუფლო (უპატრონო) მიცვალებულის, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა,  სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება ხდება არაუმეტეს 500 ლარისა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

დახმარებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ან გარდაცვლილის მეზობლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) შუამდგომლობა;

ბ) განცხადება

გ) გარდაცვალების მოწმობა (ასლი);

დ) მეზობლების პირადობის მოწმობები (ასლი);

ე) ერთ-ერთი მეზობლის საბანკო რეკვიზიტი;

ვ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.


მუხლი 12. სოციალური ღონისძიებები
ტრადიციულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, ოზურგეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბენეფიციარებისათვის სურსათით და სხვა სახის დახმარების გაწევა, ღირშესანიშნავი დღეებისა და თარიღების აღნიშვნა, ღონისძიებების მოწყობა შესაბამისი კატეგორიის ღვაწლმოსილი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. განსახორციელებელი ღონისძიებებია:

1. 3 მარტს – დედის დღესთან დაკავშირებით მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარება (არაუმეტეს 6000 ლარისა).

2. 9 მაისს – ფაშიზმზე, ისტორიული გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის მატერიალური დახმარება და საზეიმო მიღების მოწყობა (ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 500 ლარი).

3. 8 აგვისტო – 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების ოჯახის ფინანსური დახმარება (ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 500 ლარი).

4. 27 სექტემბერი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების (სამაჩაბლო-აფხაზეთის ომი) ოჯახების მატერიალური დახმარება (ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 500 ლარი).

5. 100 და მეტი წლის ხანდაზმულთა დახმარება (ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 500 ლარი).

6. 3 დეკემბერი – განსაკუთრებული საჭიროების მქონე  პირთა საერთაშორისო დღე (არაუმეტეს 2000 ლარისა).

7. ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების ფარგლებში გვირგვინებისა და თაიგულების შეძენა, ღონისძიებების ხარჯები (არაუმეტეს 8700 ლარისა).

8. სხვა სოციალური ღონისძიებები (12300 ლარი).


მუხლი 13. სტიქიური მოვლენების შედეგად  დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ან/და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახებისთვის (თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახები) საცხოვრებელი ფართის ქირის საფასურით უზრუნველყოფას. ასევე იმ ოჯახებს რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 200001-მდეა საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში სამშენებლო მასალებით დახმარებას (გამონაკლის შემთხვევაში სამუშაოს შესრულების უზრუნველყოფა), ერთ ბენეფიციარზე გასაწევი დახმარების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10000 ლარს, განიხილება ასევე განსაკუთრებული მდგომარეობები (ხანძარი და სხვა) რომელთა განხილვისას მხედველობაში არ იქნება მიღებული სოციალური სარეიტინგო ქულა.

2. სამშენებლო მასალებით  დახმარებისთვის მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ (0-დან 200001-მდე);

დ) დაზიანებული საცხოვრებელი სახლების ფოტოსურათები;

ე) სამუშაო ჯგუფის დასკვნა.

3. თავშესაფრის გარეშე დარჩენილმა ოჯახებმა საცხოვრებელი ფართის ქირის საფასურით უზრუნველყოფის მოთხოვნისას უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მოქალაქის განცხადება;

ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ქონების ფლობის შესახებ;

გ) დამქირავებელსა და გამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება;

დ) დამქირავებლის და გამქირავებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლები);

ე) გამქირავებლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბინის საკუთრების შესახებ;

ვ) გამქირავებლის საბანკო რეკვიზიტები;

ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.


მუხლი 14. სხვა ფულადი სოციალური გასაცემელი
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახებისთვის ფინანსური დახმარება განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა: გადაუდებელი მდგომარეობების დროს (სამედიცინო  თანადაფინანსება, რომელიც არ ჯდება მერიის თანადაფინანსების პროგრამაში), ინვოისით წარმოდგენილი ასანაზღაურებელი თანხის 50%, არაუმეტეს 500 ლარისა. ასევე, არაპროგრამული რეფერალური მომსახურება უნაღდო ანგარიშსწორებით, ინვოისით წამოდგენილი ასანაზღაურებელი თანხა არაუმეტეს 500 ლარისა; გამონაკლის შემთხვევაში – ფინანსური დახმარება ტრანსპორტირებისათვის, მათ შორის,  ქვეყნის გარეთ, მაქსიმალური ოდენობით 500 ლარი.

2. დახმარებისათვის მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშფაქტურა);

დ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბისად.


მუხლი 15. გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პროექტების ხელშეწყობა
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირების მიმართ ძალადობის პრევენცია, გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპების გაცნობა მათი საზოგადოებასთან შემდგომი ინტეგრირების მიზნით.

განსახორციელებელი ღონისძიებები:

ა) სტატისტიკური მონაცემების  მოკვლევა;

ბ) ბენეფიციართა შერჩევა ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროების მიხედვით;

გ) საპრეზენტაციო ბანერის, ბუკლეტებისა და ფლაერების დამზადება;

დ) სკრინინგ-ჯგუფების ჩამოყვანა და მოსახლეობისათვის უფასო კვლევების ჩატარება.

2. პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს დაეხმაროს გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, ხელი შეუწყოს ქალების მეტ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ძალადობის მსხვერპლ ქალებს გაუწიოს პროფესიული დახმარება გადატანილი ფსიქოლოგიური ტრამვებისა და კრიზისის დაძლევაში.


მუხლი 16. მზრუნველობამოკლებულთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეჭირვებული მოსახლეობის, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 200 001-მდეა (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა) დახმარების მიზნით ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა.

პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინო, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ (არსებობის შემთხვევეაში);

დ)სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.


მუხლი 17. ხანდაზმულთა სახლის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფა
ქ. ოზურგეთში, მეცნიერების ქ. №16-ში მდებარე ხანდაზმულთა სახლში მყოფი ბენეფიციარების მომსახურების სუბსიდირებას, ხანდაზმულთა სახლის კომუნალური (ბუნებრივი აირი) გადასახადების დაფინანსებით უზრუნველყოფის სახით.

კომუნალური მომსახურების (ბუნებრივი აირის) ხარჯების ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.


მუხლი 18. ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფია და ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია)  დაფინანსება 
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0 - დან 100 000-ის ჩათვლითაა და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 90 % არაუმეტეს 200 ლარის ფარგლებში წელიწადში ერთხელ ძვირადღირებულ კვლევაზე (კომპიუტერული ტომოგრაფია და ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია). ბენეფიციარებს, რომელთაც  აღნიშნული კვლევა უფინანსდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, კარგავენ ამ მუხლით სარგებლობის უფლებას.

2. მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა);

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

ე) ვეტერანის მოწმობა;

ვ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად;

ზ)ვეტერანის მოწმობა;

თ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნულ მუხლზე ვრცელდება მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გარემოება.


მუხლი 19. 1 წლამდე ახალშობილთა დახმარების პროგრამა
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0 - დან 70001-მდეა, ბავშვის დაბადების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი გამოუყოფს 1200 ლარს (ყოველთვიურად 100 ლარი) 1 წლის განმავლობაში ბავშვის მოვლის საგნების, მედიკამენტისა და საკვების შესაძენად. მოსარგებლეს ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საქონელი გაიტანოს ფარმაცევტული დაწესებულებიდან.

შენიშვნა: დახმარების გაწევა დაიწყება საბუთების წარმოდგენის თვიდან და გაგრძელდება მანამ, სანამ ბავშვის ასაკი მიაღწევს 1 წელს.

2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა უფლებამოსილმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი);

დ) ინვოისი აფთიაქიდან ყოველთვიურად (არაუმეტეს 100 ლარისა),                                        

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

ვ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.


თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება

მუხლი 20. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სამსახური
1.  ოზურგეთის    მუნიციპალიტეტის    2019   წლის   ბიუჯეტით   გათვალისწინებული    სოციალური დახმარების  დანიშვნისა  და  გაცემის  ორგანიზებას,  გარდა  წინამდებარე  წესის  მე-13 მუხლით გათვალისწინებული სოციალური   დახმარების პროგრამისა, უზრუნველყოფს     ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური (შემდგომში – სამსახური).

2. სამსახური ვალდებულია შეიმუშაოს და აწარმოოს ელექტრონული ბაზები (საოფისე პროგრამა excel-ში), რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი მუხლებით გაწეული დახმარებებისა და აღებული ვალდებულებების რაოდენობის კონტროლი, ასევე შესაძლებელი იქნება სტატისტიკური ინფორმაციის მიღება შემოსულ, დაკმაყოფილებულ და დაუკმაყოფილებელ კორესპოდენციებთან დაკავშირებით მუხლობრივად.

3. სამსახური ვალდებულია დაიცვას აღნიშნული ინფორმაცია.

4. წინამდებარე წესის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დახმარების ფარგლებში ბენეფიციარებზე გასაცემი  ფულადი დახმარების ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ,  რომლის პერსონალურ შემადგენლობას და საქმიანობის წესს ამტკიცებს ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  მერი.


მუხლი 21. ბენეფიციართა მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად და მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
1. სოციალური  დახმარების  დასანიშნად  ან/და მისაღებად  მოქალაქე  წერილობით განცხადებას წარადგენს მერიის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

2. შემოსული განცხადებების რეგისტრაციას დადგენილი წესით უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის  სამსახურის  საქმისწარმოების  განყოფილება.

3. მერიის  ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის  სამსახურის  საქმისწარმოების  განყოფილებაში  რეგისტრაციისას  წერილობით განცხადებაზე, ასლების სახით, თანდართული ყველა დოკუმენტი საქმისწარმოების განყოფილების პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ უნდა შედარდეს დედანთან და გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი განმცხადებლის პირად საქმეში.

4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ, დადგენილი წესით, ეგზავნება სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურს შესწავლისა და დასკვნის მომზადებისთვის.

5. განმცხადებლის მიერ არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში სამსახური უზრუნველყოფს   განმცხადებლის   წერილობით  ინფორმირებას   აღნიშნულის  თაობაზე  და  განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.  დადგენილ ვადაში განმცხადებლის  მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სამსახური არ განიხილავს მოთხოვნას დახმარების თაობაზე.


მუხლი 22. გადაწყვეტილების მომზადება
1. სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური  სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული  მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

2. სოციალური   დახმარების  დანიშვნის  ან/და  გაცემის  საკითხის  გადაწყვეტა  ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.

3. სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური  უზრუნველყოფს  ყოველთვიური  დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ   შემოწმებას,   რის   საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეებში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების  გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანობის  დადგომა და ა.შ.

4. ყოველთვიური ინფორმაცია სოციალური დახმარების ახალი დანიშვნის ან შეწყვეტის, ან სოციალური დახმარების გაცემის შესახებ, დასკვნის სახით, სამსახურის  უფროსის  მიერ ეგზავნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, კონტინგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად.


მუხლი 23. სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური  დახმარების  დანიშვნის  ან/და  გაცემის შესახებ  საბოლოო  გადაწყვეტილებას იღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, სამსახურის ან, წინამდებარე წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებული  სოციალური დახმარების პროგრამის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე.

2. გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და დაყოვნებამ შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სამსახურის დასკვნის გარეშეც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

3. სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურისა და სამსახურის დასკვნის საფუძველზე, მერი უფლებამოსილია გასცეს ვალდებულების წერილი, სამედიცინო დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის შემდეგ.