დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 15/01/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.113.016413 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/01/2020 - 30/12/2020)
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №32 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი“ თანახმად დანართისა. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 9 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 10/01/2019, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.113.016382). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი
|
წინამდებარე წესი აწესრიგებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ადმინისტრირების ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას. |
თავი I
სოციალური დახმარების სახეობები
|
მუხლი 1.
ფულადი სოციალური დახმარების სახეები: |
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი დახმარებები:
ა) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01); ბ) დღის ცენტრის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02); გ) დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03); დ) მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04); ე) თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05); ვ) ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06); ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07); თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08); ი) სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09); კ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10); ლ) სხვა ფულადი სოციალური გასაცემელი (პროგრამული კოდი 06 02 11); მ) მზრუნველობამოკლებულთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 12); ნ) ხანდაზმულთა სახლის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 13); ო) ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფია, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია, ძუძუს კიბოს გენეტიკური კვლევა და სხვა.) დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 14); პ) 1 წლამდე ახალშობილთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 15). |
მუხლი 2.
მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირებულ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 100000-დან და 150 001-მდე, ყოველთვიურად დახმარება გაეწევა თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით. ოთხშვილიან ოჯახს ერთ-ერთი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებისას ეხსნება დახმარება. 2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს, ან მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს: ა) განცხადება; ბ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლი); გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლი); დ) ქორწინების მოწმობა ან/და ჯვრისწერის მოწმობა (ასლი); – (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) ერთ-ერთი მშობლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ზ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 3.
დღის ცენტრის დაფინანსება |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ დღის ცენტრის მომსახურებით. ქვეპროგრამის მიზანია დღის ცენტრის ბენეფიციარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მომავლის სხივის“ დაფინანსება ყოველთვიურად ერთ ბენეფიციარზე შეადგენს არაუმეტეს 150 ლარისა, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ერთ ბენეფიციარზე გათვლილი გაწეული მომსახურების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივი“-ს ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლი“-ს კომუნალური (ბუნებრივი აირის) გადასახადის თანაგადახდა, ანაზღაურდება წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური გადასახადის დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე. |
მუხლი 4.
დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა დახმარება |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარებას. დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის წელიწადში 4-ჯერ (კვარტალში ერთხელ) მატერიალურ დახმარებას, თითოეულ ჯერზე 400 ლარის ოდენობით. 2. პროგრამით სარგებლობისათვის მეურვემ, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი); დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობის შესახებ; ვ) მეურვის საბანკო რეკვიზიტი; ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 5.
მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარებას, კერძოდ: ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 150001-მდეა, უფლება აქვთ მიიღონ ერთჯერადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, წლის განმავლობაში ერთხელ პირად ანგარიშზე ჩარიცხვით ან უნაღდო ანგარიშსწორებას მედიკამენტებზე ფარმაცევტულ დაწესებულებაში ჩარიცხვით (მათი არჩევანით), უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს ბენეფიციარის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა. ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, ასევე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებს და შშმ ბავშვებს (18 წლამდე), უფლება აქვთ მიიღონ სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა უნაღდო ანგარიშსწორებით, კერძოდ: ბ.ა) იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანია და სხვა) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 40% ნაკლებია ან ტოლი 150 ლარის, დაფინანსება მოხდება სრულად; ბ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანია და სხვა) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 40% მეტია 150 ლარზე, მაშინ დაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია) თანაგადახდის ფარგლებში არსებული ტარიფით განსაზღვრული სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანიის) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 40%-ის, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. დაფინანსებეის ქვედა ზღვარია 150 ლარი; ბ.გ) იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს თანაგადახდა (საყოველთაო ჯანდაცვა, კერძო კომპანია), ანუ თუ მკურნალობის ხარჯები მთლიანად პაციენტის დასაფარია, ასეთ შემთხვევაში დაფინანსება მოხდება წარმოდგენილი თანხის ნახევრის, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. 2. მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშფაქტურა); ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ვ) სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული მიმართვა (ასლი); ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 6.
თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირებს, რომლებიც ჩართული არიან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საჭიროებენ დიალიზის კურსის ჩატარებას, უფლება აქვთ ისარგებლონ კვარტალში ერთხელ ფულადი დახმარებით 200 ლარის ოდენობით, ხოლო პერიტონიალურ შემთხვევაში ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით. 2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 7.
ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების დახმარება |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებებში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარებას, წლის განმავლობაში ერთჯერადად (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომლებიც შესაძლებელია დაფინანსდეს განმეორებით). 2. პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის მკურნალობის ხარჯების თანაგადახდას, შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით: ა) იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანიის და სხვა) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 40% არ აღემატება 200 ლარს, ანაზღაურება მოხდება მოთხოვნილი თანხის სრული ოდენობით (არაუმეტეს 200 ლარისა). ბ) იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანიის და სხვა) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 40% მეტია 200 ლარზე, შემთხვევის დაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია) ფარგლებში არსებული ტარიფით განსაზღვრული სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანია) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 40%-ის, მაგრამ არაუმეტეს 600 ლარისა. დაფინანსების ქვედა ზღვარია 200 ლარი. გ) იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს თანაგადახდა, ანუ თუ მკურნალობის ხარჯები მთლიანად პაციენტის დასაფარია, დაფინანსება მოხდება წარმოდგენილი თანხის ნახევრის, მაგრამ არაუმეტეს 600 ლარისა. დ) დაფინანსებას ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ (მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები), ბენეფიციარები წელიწადში ერთხელ, მოთხოვნის შესაბამისად, მიიღებენ დახმარებას უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებებში, ინვოისით წარმოდგენილი თანხის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა; ე) განმეორებითი დაფინანსების (სამედიცინო მომსახურება, გამოკვლევები) შემთხვევაში, პაციენტის დაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია და სხვა) ფარგლებში არსებული ტარიფით განსაზღვრული სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანია) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა. დაფინანსების ქვედა ზღვარია 150 ლარი; ვ) აღნიშნული მუხლით, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას დაფინანსებაზე გარკვეული ნოზოლოგიების დროს (ზედაპირული მცირე ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნეეების გეგმიურად თანადაფინანსებაზე), რაც ნეგატიურად არ აისახება ბენეფიციარის ჯანმრთელობაზე. 3. მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ); დ) სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 8.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წელს გადაცილებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დაფინანსებას (თვის განმავლობაში არაუმეტეს 25 ბენეფიციარისა), რომლებიც სარგებლობენ საქველომოქმედო ასოციაცია „გურიას“, არაკომერციული-ჰუმანიტარული ორგანიზაციის „დღის ცენტრის“ მომსახურებით. კერძოდ: ა) ბენეფიციართა „დღის ცენტრში“ ტრანსპორტირებას; ბ) ბენეფიცირთა ყოველდღიურ მომსახურებას კვებით; გ) ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას; დ) ბენეფიციართა სანიტარიულ-ჰიგიენური და ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას; ე) ზაფხულის სეზონზე ბენეფიციარებისათვის სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას. 2. დღის ცენტრი (საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურია“), არაკომერციული-ჰუმანიტარული ორგანიზაციის დაფინანსება ყოველთვიურად არაუმეტეს 250 ლარისა ერთ ბენეფიციარზე, ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. 3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (I ჯგუფი, მხოლოდ მხედველობით შშმ პირები და მხედველობით შშმ ბავშვები), უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად ფულადი დახმარებით 250 ლარის ოდენობით; მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს წლის განმავლობაში ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით (II ჯგუფი, მხოლოდ მხედველობით შშმ პირები) . 4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (გარდა მხედველობით შშმ პირებისა და მხედველობით შშმ ბავშვებისა), ასევე შშმ ბავშვებს, უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად ფინანსური დახმარებით, 100 ლარის ოდენობით. 5. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, რომელთაც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (პირველი, მეორე და მესამე ჯგუფი) სტატუსი, უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად ფინანსური დახმარებით, 120 ლარის ოდენობით (კომუნალური სუბსიდირება), უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის პირად ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. 6. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირების ცხოვრების გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მიზნით დახმარება (წლის განმავლობაში არაუმეტეს 85000 ლარი), კერძოდ: ა) შშმ პირებისათვის სპეციალური ინვენტარის ან დამხმარე საშუალებების შეძენა ან სხვა; ბ) შშმ პირებს, რომელთა ასაკი 6-დან 18 წლამდეა და რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 150001-მდეა, შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ დახმარება (საჭიროების შემთხვევაში) ჰიგიენური საშუალებების (პამპერსი, თვეში არაუმეტეს 60 ლარისა) შესაძენად, უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებაში; გ) წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება (ურთიერთშეთანხმებით, თანადაფინანსების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას, დააფინანსოს თანაგადახდის არაუმეტეს 80%); დ) ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაში (ან სხვა სარეაბილიტაციო პროგრამებში (0-18 მდე)) ჩართული ბენეფიციარებისთვის სერვისის მისაღებად ტრანსპორტირების ხარჯების (სრული ან ნაწილობრივი) ანაზღაურებაში ფინანსური (უნაღდო ანგარიშსწორებით) დახმარება (შესაბამისი სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს დაფინანსებული ტრანსპორტირების შესაბამისი ვიზიტების დამადასტრურებელი დოკუმენტი ბენეფიციარისგან). 7. ოზურგეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს (7-18 წლამდე, გამონაკლის შემთხვევაში 0-დან 7 წლამდე), რომლებიც ჩართული არიან ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში, უფლება აქვთ მიიღონ ყოველთვიური დახმარება, (საჭიროების შემთხვევაში - ყოველთვიურად წლის განმავლობაში) მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში შემდეგი ოდენობით (შესაბამისი სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს დაფინანსებული სეანსების შესაბამისი ვიზიტების და თანაგადახდის დამადასტრურებელი დოკუმენტი ბენეფიციარისგან): ა) ბავშვები, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 70001-მდეა, მიიღებენ 90%-იან თანაგადახდას (თვეში 20 სეანსი) არაუმეტეს 360 ლარისა; ბ) ბავშვები, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 70000-დან 150001-მდეა, მიიღებენ 70%-იან თანაგადახდას (თვეში 20 სეანსი) არაუმეტეს 280 ლარისა; გ) ბავშვები, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 150000-დან 250001-მდეა, მიიღებენ 50%-იან თანაგადახდას (თვეში 20 სეანსი) არაუმეტეს 200 ლარისა. 8. ამ მუხლით სარგებლობისათვის უფლებამოსილმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის სტატუსის (I ჯგუფის) დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 9.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება. |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის მიზნით დახმარების გაწევას 200 ლარის ოდენობით. 2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა დახმარებისათვის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); გ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. 3. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯებისათვის გარდაცვლილის ოჯახის ფინანსურ დახმარებას 250 ლარის ოდენობით. განმცხადებელმა დახმარებისათვის, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) გარდაცვლილი დევნილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) დევნილის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; თ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 10.
სარიტუალო დახმარება. |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით. 2. განმცხადებელმა დახმარებისათვის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; თ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. 3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უჭირისუფლო (უპატრონო) მიცვალებულის, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა, სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება ხდება არაუმეტეს 500 ლარისა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში. 4. დახმარებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ან გარდაცვლილის მეზობლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ: ა) შუამდგომლობა; ბ) განცხადება; გ) გარდაცვალების მოწმობა (ასლი); დ) მეზობლების პირადობის მოწმობები (ასლი); ე) ერთ-ერთი მეზობლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 11.
მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს, ეძლევათ საშუალება მიიღონ დახმარება, კერძოდ: ა) მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს (რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 200001-მდეა), საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ეძლევათ საშუალება მიღონ მატერიალური (გამონაკლის შემთხვევაში ფინანსური) დახმარება საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად; ბ) თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ოჯახებს ეძლევათ საშუალება მიიღონ დახმარება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაში (სოციალური საცხოვრისი, საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფა (ნაწილობრივ ან მთლიანად)); გ) გამონაკლის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფი განიხილავს განსაკუთრებულ მდგომარეობებს (ხანძარი ან სხვა); დ) გაწეული დახმარების ოდენობა ვარიაბელურია, მაგრამ ერთეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს 10000 ლარს. განსაკუთრებულ შემთხვევებში დახმარების ოდენობას განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფი. 2. სამშენებლო მასალებით დახმარებისთვის მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ (0-დან 200001-მდე); დ) სამუშაო ჯგუფის დასკვნა; ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. 3. თავშესაფრის გარეშე დარჩენილმა ოჯახებმა საცხოვრებელი ფართის ქირის საფასურით უზრუნველყოფის მოთხოვნისას უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) მოქალაქის განცხადება; ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ქონების ფლობის შესახებ; გ) დამქირავებელსა და გამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება; დ) დამქირავებლის და გამქირავებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლები); ე) გამქირავებლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბინის საკუთრების შესახებ; ვ) გამქირავებლის საბანკო რეკვიზიტები; ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარების გაწევის (ან შეჩერების) თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში ტექსტში – „სამუშაო ჯგუფი“). |
მუხლი 12.
სხვა ფულადი სოციალური გასაცემელი |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახებისთვის ფინანსურ დახმარებას განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა: გადაუდებელი მდგომარეობების დროს (სამედიცინო თანადაფინანსება, რომელიც არ ჯდება მერიის თანადაფინანსების პროგრამაში), ინვოისით წარმოდგენილი ასანაზღაურებელი თანხის 50%, არაუმეტეს 500 ლარისა. ასევე, არაპროგრამული რეფერალური მომსახურება უნაღდო ანგარიშსწორებით, ინვოისით წამოდგენილი ასანაზღაურებელი თანხა არაუმეტეს 500 ლარისა; გამონაკლის შემთხვევაში – ფინანსური დახმარება ტრანსპორტირებისათვის, მათ შორის, ქვეყნის გარეთ, მაქსიმალური ოდენობით 500 ლარი (გარდა იშვიათი გამონაკლისისა). 2. დახმარებისათვის მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბისად. |
მუხლი 13.
მზრუნველობამოკლებულთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეჭირვებული მოსახლეობის, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 200 001-მდეა (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა) დახმარების მიზნით ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფას. 2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ (არსებობის შემთხვევეაში); დ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 14.
ხანდაზმულთა სახლის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფა |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ქ. ოზურგეთში, მეცნიერების ქ. №16-ში მდებარე ხანდაზმულთა სახლში მყოფი ბენეფიციარების მომსახურების სუბსიდირებას, ხანდაზმულთა სახლის კომუნალური (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია) გადასახადების დაფინანსებით უზრუნველყოფის სახით. 2. კომუნალური მომსახურების (ბუნებრივი აირის, ელექტროენერგია) ხარჯების ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე. |
მუხლი 15.
ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფია, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია, ძუძუს კიბოს გენეტიკური კვლევა და სხვა) დაფინანსება |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 150 001-მდეა და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, ასევე მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებს და შშმ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 90 % არაუმეტეს 200 ლარის ფარგლებში ძვირადღირებულ კვლევაზე (კომპიუტერული ტომოგრაფია და ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია). 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 200001-მდეა და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებს და შშმ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 50 % არაუმეტეს 500 ლარის ფარგლებში ძვირადღირებულ კვლევაზე (კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია). 3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ქალბატონებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 200 001-მდეა, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 85 % არაუმეტეს 170 ლარის ფარგლებში ძვირადღირებულ კვლევაზე - ძუძუს კიბოს გენეტიკური კვლევა. სოციალურად დაუცველ ქალბატონებს, შშმ პირებს, მრავალშვილიან დედებს (18 წლამდე ოთხი და მეტი შვილი) და ვეტერანებს აღნიშნული კვლევა დაუფინანსდებათ სრულად (170 ლარის ფარგლებში). ასევე გამონაკლის შემთხვევებში სხვა ძვირადღირებული კვლევების თანადაფინანსება, ოზურგეთში რეგისტრირებული იმ პირებისა, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0- დან 150001-მდეა (200 ლარამდე კვლევები დაფინანსდება 90%-იანი თანაგადახდით, 200 ლარის ზემოთ ღირებულების კვლევები დაფინანსდება 50%-ით არაუმეტეს 500 ლარისა). 4. ბენეფიციარებს, რომელთაც აღნიშნული კვლევები მთლიანად ან ნაწილობრივ უფინანსდებათ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ან რომელიმე სადაზღვევო კომპანიის მიერ, კარგავენ ამ მუხლით სარგებლობის უფლებას. 5. მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ე) ვეტერანის მოწმობა; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად; ზ) ვეტერანის მოწმობა; თ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 16.
1 წლამდე ახალშობილთა დახმარების პროგრამა |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ოჯახებში, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 70001-მდეა, ბავშვის დაბადების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი გამოუყოფს 1200 ლარს (ყოველთვიურად 100 ლარი) 1 წლის განმავლობაში ბავშვის მოვლის საგნებისა და მედიკამენტის შესაძენად. მოსარგებლეს ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საქონელი გაიტანოს ფარმაცევტული დაწესებულებიდან. შენიშვნა: დახმარების გაწევა დაიწყება საბუთების წარმოდგენის თვიდან და გაგრძელდება მანამ, სანამ ბავშვის ასაკი მიაღწევს 1 წელს. 2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა უფლებამოსილმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი); დ) ინვოისი აფთიაქიდან ყოველთვიურად (არაუმეტეს 100 ლარისა); ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
|
მუხლი 17.
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სამსახური |
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას, გარდა წინამდებარე წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების პროგრამისა, უზრუნველყოფს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური (შემდგომში – „სამსახური“).
2. სამსახური ვალდებულია შეიმუშაოს და აწარმოოს ელექტრონული ბაზები (საოფისე პროგრამა excel-ში), რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი მუხლებით გაწეული დახმარებებისა და აღებული ვალდებულებების რაოდენობის კონტროლი, ასევე შესაძლებელი იქნება სტატისტიკური ინფორმაციის მიღება შემოსული, დაკმაყოფილებული და დაუკმაყოფილებელი კორესპოდენციებთან დაკავშირებით მუხლობრივად. 3. სამსახური ვალდებულია დაიცვას აღნიშნული ინფორმაცია საქრთველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. წინამდებარე წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დახმარების ფარგლებში ბენეფიციარებზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის პერსონალურ შემადგენლობას და საქმიანობის წესს ამტკიცებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, იმ სავალდებულო პირობის დაცვით, რომ სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში უზრუნველყოფილი იყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაინტერესებულ წევრთა მონაწილეობის შესაძლებლობა. |
მუხლი 18.
ბენეფიციართა
მიერ
სოციალური
დახმარების
დასანიშნად
და
მისაღებად
საჭირო
დოკუმენტაციის წარდგენა
|
1. სოციალური დახმარების დასანიშნად ან/და მისაღებად მოქალაქე წერილობით განცხადებას წარადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
2. შემოსული განცხადებების რეგისტრაციას დადგენილი წესით უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება. 3. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში რეგისტრაციისას წერილობით განცხადებაზე, ასლების სახით, თანდართული ყველა დოკუმენტი საქმისწარმოების განყოფილების პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ უნდა შედარდეს დედანთან და გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი განმცხადებლის პირად საქმეში. 4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ, დადგენილი წესით, ეგზავნება სამსახურს შესწავლისა და დასკვნის მომზადებისთვის. 5. განმცხადებლის მიერ არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში სამსახური უზრუნველყოფს განმცხადებლის წერილობით ინფორმირებას აღნიშნულის თაობაზე და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. დადგენილ ვადაში განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სამსახური არ განიხილავს მოთხოვნას დახმარების თაობაზე. |
მუხლი 19.
გადაწყვეტილების მომზადება
|
1. სამსახური სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. 3. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეებში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანობის დადგომა და ა.შ. 4. ყოველთვიური ინფორმაცია სოციალური დახმარების ახალი დანიშვნის ან შეწყვეტის, ან სოციალური დახმარების გაცემის შესახებ, დასკვნის სახით, სამსახურის უფროსის მიერ ეგზავნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, კონტინგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად. |
მუხლი 20.
სოციალური
დახმარების
დანიშვნის
ან/და
გაცემის
შესახებ
საბოლოო
გადაწყვეტილების
მიღება
|
1. სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, სამსახურის ან, წინამდებარე წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების პროგრამის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე.
2. გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და დაყოვნებამ შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სამსახურის დასკვნის გარეშეც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 3. სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურისა და სამსახურის დასკვნის საფუძველზე, მერი უფლებამოსილია გასცეს ვალდებულების წერილი, სამედიცინო დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის შემდეგ. |
დოკუმენტის კომენტარები