თიღვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

თიღვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები თიღვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/01/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.145.016162
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1
08/01/2019
ვებგვერდი, 10/01/2019
010250000.35.145.016162
თიღვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
თიღვის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/01/2019 - 04/02/2019)

 

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2019 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

 

თიღვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის  პირველი პუნქტის  ,,ბ’’  ქვეპუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თიღვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის  19 თებერვლის №6 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 26/02/2018; 010250000.35.145.016150).
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე



დანართი 1
თიღვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი

მუხლი 1. გარდაცვლილ ვეტერანთა და დევნილთა სარიტუალო მომსახურება
1. თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირების, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში, სარიტუალო მომსახურება, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მოსარგებლეები არიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრი, ხოლო მისი არარსებობის ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში პირი (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი), რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ორგანიზებას (მოცემულ პირზე ბენეფიტის გაცემის შესახებ სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს/გამგეობის რწმუნებულის წერილობითი დასკვნის საფუძველზე).

3. დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) გარდაცვლილის დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ  ანგარიშზე.


მუხლი 2. ახალშობილთა ოჯახის ერთჯერადი დახმარება
1. ერთჯერად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში და შეეძინათ ახალშობილი, თითოეულ შეძენილ ახალშობილზე.     

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობა;

გ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ახალშობილ(ებ)ის მშობლ(ებ)ის    იძულებით  გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

ე) საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.       


მუხლი 3. ოთხმოცი და მეტი წლის ასაკის მოხუცებულთა დახმარება
1. ერთჯერად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში და შეუსრულდათ 80 და მეტი წელი.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

დ) საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ  ანგარიშზე.


მუხლი 4. ავადმყოფთა  ერთჯერადი  სოციალური დახმარება
1. იმ მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში, ერთჯერადად თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ნაწილობრივ დაუფინანსდებათ გეგმური და ურგენტული ოპერაციები. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ  მოქალაქის ფაქტობრივად გადახდილი თანხის სრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თიღვის მუნიციპალიტეტში  უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია.

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი მშობელი, და, ძმა, მეუღლე);

ბ) დახმარების მიმღების (პაციენტი) პირადობის მოწმობისა და დევნილობის მოწმობის  ასლები;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N 100);

დ) მის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, საბოლოო კალკულაცია და მიმართვა სოციალური მომსახურების სააგენტოდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) საბანკო რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების (პაციენტის) პირად ანგარიშზე.


მუხლი 5. მრავალშვილიანი ოჯახების  ერთჯერადი სოციალური დახმარება
1. ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რომლებსაც ჰყავთ ოთხი ან მეტი  შვილი, რომელთაგანაც ერთ-ერთი  მაინც არასრულწლოვანია  (18 წლამდე).

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა  წარმოადგინოს  შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;

დ) შვილების დევნილობის მოწმობის ასლები;

ე) მშობლ(ებ)ის პირადობის და დევნილობის მოწმობის ასლები;

ვ)  ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელნძღვანელისგან - თვითმმართველი ერთეულისგან რწმუნებულისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

ზ) საბანკო რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 6. ონკოლოგიურ ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება
1. ონკოლოგიური ავადმყოფები – იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ  თიღვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მიმღებმა უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) დევნილობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N 100);

დ) ცნობა შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებიდან (ცნობა გაცემული უნდა იყოს განმცხადებლის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს სამი თვისა);

ე) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს დახმარების მიმღების ჯანმრთელობის მდგომარეობას;

ვ) საბანკო რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 7. მარტოხელა   მშობლის (დედის ან  მამის)  დახმარება.
1. ერთჯერად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში  და  აქვთ მარტოხელა მშობლის სტატუსი;

 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თიღვის მუნიციპალიტეტში  უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია.

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დევნილობის მოწმობის ასლი;

დ) შვილ(ებ)ის დაბადების და დევნილობის მოწმობის ასლი;

ე)  ცნობა მარტოხელა  მშობლის  შესახებ;

ვ)  საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ  ანგარიშზე.


მუხლი 8. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 18 წლამდე  ასაკის, რომლებსაც მინიჭებული  აქვთ  შშმ პირის სტატუსი  და  18 წლის ზევით  შშმ პირები, რომლებსაც აქვთ   ინვალიდობის პირველი ჯგუფი მინიჭებული
1. ერთჯერად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები 18  წლამდე ასაკის,რომლებსაც მინიჭებული აქვთ  შშმ პირის სტატუსი და  18 წელზე   მეტი ასაკის  პირები, რომლებიც სარგებლობენ  პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსით და მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თიღვის მუნიციპალიტეტში  უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  შეზღუდული შესაძლებლობის    მქონე პირის დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის და დევნილობის მოწმობის ასლი;

დ)  შეზღუდული შესაძლებლობის    მქონე პირის  დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ  ანგარიშზე.


მუხლი 9. დევნილი ოჯახების დახმარება
1. თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სასურსათო და სხვა სახის მატერიალურ დახმარებას მიიღებენ დევნილთა ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში.

2. სასურსათო დახმარების უზრუნველსაყოფად თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალოს:

ა) შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ოჯახისათვის გადასაცემი სასურსათო დახმარების მოცულობას (გადასაცემი სახმარების მოცულობა თითოეული ოჯახისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით);

ბ) დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს – თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას;

 გ) 2020  წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილ იქნეს ოჯახებისთვის სურსათის  მიწოდება.

3.  აღნიშნული მუხლის ფარგლებში დევნილი მოსახლეობისთვის სასურსათო და სხვა მატერიალური დახმარების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.


მუხლი 10. დახმარების გაცემა, ანგარიშსწორება და კონტროლი
1. ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებები, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, წარმოადგენს სოციალურ დახმარებას ფულადი ფორმით. დაფინანსების წყაროს წარმოადგენს თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი, ამ წესით გათვალისწინებულ ბენეფიციარებზე ბენეფიტის გაცემა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

2. ამ დადგენილების მე-9 მუხლით გათვალისწინებული დახმარების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები წარმოადგენს სოციალურ დახმარებას მატერიალური ფორმით, პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს სურსათის შესყიდვას, დასახლებებამდე ტრანსპორტირებასა და ოჯახებზე განაწილებას.

3. ამ წესის შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, მუნიციპალიტეტის გამგეობა ამ წესის შესრულების შესახებ ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საკრებულოს.


მუხლი 11. დახმარების მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენელი
ამ წესით გათვალისწინებული დახმარების მიმღები შესაძლებელია წარმოადგინოს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა. ასეთ შემთხვევაში თიღვის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია სოციალური დახმარება ჩარიცხოს უფლებამოსილი წარმომადგენლის პირად საბანკო ანგარიშზე. დახმარებაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განაცხადს ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა დამატებით უნდა დაერთოს უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 12. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
1. დახმარების გაცემის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით განსაზღვრული წესით.

2. ამ წესით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური).

3. სამსახური ამოწმებს თიღვის მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს სოციალური დახმარების სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.


მუხლი 13. სამუშაო ჯგუფი
1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე, მდივანი და წევრები.

2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს.

3. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივნობა დააკისროს სამუშაო ჯგუფის რომელიმე წევრს.

4. სამუშაო ჯგუფი მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ.

5. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

6. სამსახური უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.


მუხლი 14. სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. სამუშაო ჯგუფი მის  კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.


მუხლი 15. სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები
1. სამუშაო ჯგუფის ყველა სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.

2. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.

3. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.

4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.

5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიღებული იქნება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.

6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.


მუხლი 16. სოციალური დახმარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.