დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ვანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 125 |
დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 30/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.121.016353 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2018 - 18/01/2019)
|
ვანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის და 61-ემუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
ვანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცდეს დანართი №1-ის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №38 დადგენილება.
|
|
დანართი N1
|
ვანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 2.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 3.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7300,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 4.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 6681,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 5.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 145.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 6.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 473,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 7.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6589,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 8.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 711,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 9.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 10.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -0.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -0.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილი წესისა და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 145.0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად 65.0 ათასი ლარი. ბ) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებათა განსახორციელებლად 80.0 ათასი ლარი.
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორცილდეს საქართველოს კანონმდებლობისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
|
მუხლი 16.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე დონე) შემდეგი რედაქციით:
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და იგი ვანის მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, 2019 წლის განმავლობაში გაგრძელდება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა შენახვა, სანიაღვრე-საწრეტი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა და რეაბილიტაცია, დასუფთავების ღონისძიებები, გარე განათებისა და წყლის სისტემის მშენებლობა და რეაბილიტაცია, ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობა. 1.2 გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების, სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევის მიზნით, მუნიციპალიტეტი განაგრძობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებებს. 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით მოხდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შესასრულებელი სამუშაოების პროექტირება, თანადაფინასება და სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება. 1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ღონისძიებები, რომლითაც გაუმჯობესდება მოსახლეობის საყოფაცხოვრებო, სანიტარიული და ჰიგიენური პირობები. დაფინანსდება სანიაღვრე საწრეტი არხების, გარე განათების ქსელის და წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, დასუფთავების ღონისძიებები. 1.2.1 სანიაღვრე-საწრეტი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) 1.2.2 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული და ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა. სანიტარიული წესრიგის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 1.2.3 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) 1.2.4 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) გარე განათება წარმოადგენს ღამის პერიოდში საზოგადოების კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების აუცილებელ პირობას. გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირების მიზნით დაფინანსდება ქსელში მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურება. 1.3 ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03) 1.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 04) 1.5 სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 03 05) 2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, არსებული შენობების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. 2.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამა გულისხმობს ა(ა)იპ ვანის საბავშვო ბაღების გაერთიანების დაფინანსებას. გაერთიანება სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს წარმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების სტანდარტების და განათლების სფეროს ნორმატიული აქტების შესაბამისად. გაერთიანების მიზანია ხელი შეუწყოს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ნორმალურ აღზრდას, მათ ჰარმონიულ განვითარებას და სკოლისთვის მომზადებას, ბავშვთა აზროვნების, ემოციური სამყაროს და ნებისყოფის ფორმირებას, ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ და ესთეტიკურ აღზრდას. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 24 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 700-მდე ბავშვი. მუნიციპალიტეტი მთლიანად აფინანსებს საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯს, უზრუნველყოფს საბავშვო ბაღების მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას. 2.2 სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 02) საბავშვო ბაღების გამართულად და სათანადო დონეზე ფუნქციონირების მიზნით, მუნიციპალიტეტი აგრძელებს საბავშვო ბაღების მშენებლობას და რეაბილიტაციას. 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით მოხდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შესასრულებელი სამუშაოების – ქალაქ ვანის ნომერ მეორე და მთისძირის საბავშვო ბაღების პროექტირება, თანადაფინანსება და სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება. 3. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და მათ ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურის და სპორტის დაწესებულებების ფინანსურ მხარდაჭერას, კულტურისა და სპორტის სფეროს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და გაუმჯობესებას. გაგრძელდება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ფინანსური მხარდაჭერა. 3.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სარაგბო კლუბ ვანის აიეტის, სასპორტო დაწესებულებების გაერთიანების, სპორტული ღონისძიებების, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის და რეაბილიტაციის დაფინანსება. 3.1.1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაციის და ხელშეწყობის მიზნით დაფინანსდება ფეხბურთში, მძლეოსნობაში, ჭადრაკში, ჭიდაობასა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებები. 3.1.3 საფეხბურთო კლუბი სულორი ვანი (პროგრამული კოდი 05 01 03) 3.1.4 სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 04) 3.1.5 სარაგბო კლუბი ვანის აიეტი (პროგრამული კოდი 05 01 05) ქვეპროგრამა გულისხმობს სარაგბო კლუბ ვანის აიეტის რაგბის ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას. კლუბის მიზანია იზრუნოს რაგბის, როგორც მნიშვნელოვანი სპორტული ფენომენის პოპულარიზაციისათვის. 3.1.6 სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 01 06) ქვეპროგრამა მოიცავს ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის სასპორტო დაწესებულებების გაერთიანების დაფინანსებას. გაერთიანებაში ფუნქციონირებს ფეხბურთის, ჭიდაობის, ძიუდოს, სამბოს, მძლეოსნობის, რაგბის, კალათბურთის, ჭადრაკის და საბრძოლო ხელოვნების სექციები. ქვეპროგრამის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატიურ სპორტულ გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, სკოლის პროფილის შესაბამისად მათი მეთოდური აღზრდა და დაოსტატება, მასობრივი სპორტის განვითარება, სასპორტო სკოლის მოსწავლეთათვის შესაბამისი სპორტის სახეობათა მიხედვით მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზის შექმნა. 3.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აგრძელებს კულტურის დაწესებულებების ფინანსურ მხარდაჭერას და ამ სფეროს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. 3.2.1 კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისა და მართვის ცენტრი(პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამა გულისხმობს ა(ა)იპ კულტურული ღონისძებების ორგანიზებისა და მართვის ცენტრის დაფინანსებას, რომლის მიზანია ითანამშრომლოს ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, კულტურის სფეროს დაწესებულებებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან და ცალკეულ ხელოვანებთან. შეიმუშაოს კულტურული პროგრამები თავისი საქმიანობის სფეროში, უზრუნველყოს სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარება. ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციისა და შენარჩუნების მიზნით დააფინანსოს ხალხური სიმღერის ანსამბლები. 3.2.2 კულტურის სფეროს ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 02 02) 3.2.3 სახელოვნებო, განათლებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამა გულისხმობას ა(ა)იპ სახელოვნებო, განათლებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დაფინანსებას. ორგანიზაცია აერთიანებს სამუსიკო სკოლას, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს, ბიბლიოთეკებს, კორნელი კეკელიძის, კალისტრატე ცინცაძის, გიორგი ძიგვაშვილისა და სახვითი ხელოვნების მუზეუმებს, ვანის ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის კვლევის ცენტრს. ქვეპროგრამის მიზანია მიეცეს სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს შესაბამისი საფეხურისა და სახელოვნებო პროფილის განათლება, ხელი შეუწყოს პიროვნების ინდივიდუალურ შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას და ამ გზით შენარჩუნებას. ხელი შეუწყოს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გაერთიანებულ მოსწავლეებში პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარებას, ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლასდა ამ გზით მის შენარჩუნებას, ხელოვნების საფუძვლების ზიარებას, ეროვნული მემკვიდრეობის შესწავლას, ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას. ხელი შეუწყოს ხალხური ხელოვნების ყველა დარგის განვითარებას, მივიწყებული, ტრადიციულიდარგების აღორძინებას, ხალხური მთქმელების, ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლების და შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობას. უზრუნველყოფს ყოფიდან გამქრალი, მიტოვებული ფოლკლორის ნიმუშების გაცოცხლებას, აღდგენასა და კვლავ ხალხისათვის უკან დაბრუნებას. სამუზეუმო ფონდის შევსებისა და სრულყოფის მიზნით, შეიძინოს ან შემოწირულობა-საჩუქრის სახით, შეკრიბოს ნივთები, კულტურის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტალური, ეთნოგრაფიული მასალები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტოები და სხვა. ფართო საზოგადოებას გააცნოს სახვითი ხელოვნების მუზეუმში დაცული ხელოვნების ნიმუშები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს ყველა ასაკის მკითხველი საინფორმაციო და ბიბლიოგრაფიული მომსახურეობით. იზრუნოს საბიბლიოთეკო ფონდების დაკომპლექტებასა და ბიბლიოთეკებთან წიგნგაცვლითი ურთიერთობის დამყარებაზე. 3.3 ახალგაზრდული, კულტურული და ტურიზმის ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაიგეგმება და განხორციელდება ახალგაზრდებისთვის გასართობი, შემეცნებითი და სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები. აღნიშნული მიმართულებით აქტიური მუშაობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში. 3.4 ეპარქიის მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ფინანსური მხარდაჭერა. 3.5 ტურიზმის ცენტრი(პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ ვანის ტურიზმის ცენტრის დაფინანსება. 4.ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვა სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პარალელურად, ვანის მუნიციპალიტეტი კვლავ უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარებების მიწოდებას მოსახლეობისთვის. ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის სოციალურ დაცვას. 4.1 ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები(პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა გულისხმობს ქვეპროგრამების, ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ჯანდაცვის სფეროს ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის დაფინანსებას. 4.1.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (პროგრამული კოდი 06 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით ა(ა)იპ ვანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსებას, რომელიც უზრუნველყოფს: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობას და კონტროლის ღონისძიებებს, იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვას და განხორციელებას, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფას, იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლას და დადგენას, პრევენციულ და კონტროლის ღონისძიებებს, პარაზიტული დაავადებების პირველად კვლევას, დაავადებების დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკურ მკურნალობას, სანიტარიულ ღონისძიებებს, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობას დახელშეწყობას. 4.1.2 ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 01 02) 4.2 სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 4.2.1 მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი პირების ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფას. 4.2.2 სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ა) გარდაცვლილი ომის ვეტერანის ოჯახის დახმარება 500 ლარის ოდენობით. ბ) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ოჯახის დახმარება 250 ლარის ოდენობით. გ) სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 1-70000-ის ჩათვლით, ხოლო არასრულწლოვან გარდაცვლილზე 1-100000-ის ჩათვლით) გარდაცვლილის ოჯახის დახმარება 500 ლარის ოდენობით. დ) ჩერნობილის ავარიის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით. 4.2.3 ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა ახალშობილთა ოჯახებს: პირველი შვილის შეძენისას 300 ლარის, მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში 350 ლარის, მესამეზე 400, მეოთხეზე და ყოველ მომდევნოზე მომდევნო შვილის შეძენისას 500 ლარის, ხოლო ტყუპების შეძენისას თითოეულ ახალშობილზე 500 ლარის ოდენობით. თუ ახალშობილის ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 1 დან 70 000 მდე, მაშინ მისაღები ფინანსური დახმარების მოცულობა გაიზრდება 20-%-ით. 4.2.4 სტიქიით დაზარალებულთადახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას დაზარალებული ოჯახებისთვის, რომელთაც ხანძრის შედეგად დაეწვათ საცხოვრებელი სახლი ან სტიქიური მოვლენების შედეგად (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათა ცვენა, წყალდიდობა, ძლიერი ქარი) დაზარალდნენ. დახმარების ოდენობა განისაზღვრება ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახზე არაუმეტეს 3000 ლარის, ხოლო სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახზე არაუმეტეს 2000 ლარისა, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. 4.2.5 სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკონომიკურად შეჭირვებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანადაფინანსება. დახმარების მოცულობა განისაზღვრება 750 ლარიანი ლიმიტით, პაციენტმა შეიძლება ისარგებლოს წლის განმავლობაში ლიმიტით გათვალისწინებული თანხის ამოწურვამდე შემდეგ შემთხვევაში: ა) მოქალაქეებმა, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 1-დან-70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა. ბ)18 წლამდე ასაკის ბავშვებმა, რომელთა სარეიტინგო ქულაა 1-დან 100 000-ის ჩათვლით. გ) 18 წლამდე ასაკის შშმ პირები. გ) ონკოლოგიური (მხოლოდ ავთვისებიანი სიმსივნე) დაავადების მქონე პაციენტებმა. დ) გულის დაავადებათა მქონე პაციენტებმა. ე) C ქრონიკული ჰეპატიტით და ღვიძლის ციროზით დაავადებულებმა. სხვა დანარჩენი კატეგორიის მოქალექეების დაფინანსება განისაზღვრება პაციენტის გადასახდელი თანხის 50 %-ის და არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით. პროგრამა არ ითვალისწინებს იმ პეციენტების დაფინანსებას, რომელთაც გადახდილი აქვთ სამედიცინო მომსახურების თანხა და კლინიკაში დავალიანება არ ერიცხებათ, ასევე იმ პაციენტების დაფინანსებას, რომელთაც გადასახდელი აქვთ 200 ლარზე ნაკლები ღირებულების სამედიცინო მომსახურების თანხა. 4.2.6 დიალიზის პროგრამაშიჩართულთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული ბენეფიციარების ტრანსპორტის ხარჯის შემცირების მიზნით ყოველთვიური ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით. 4.2.7 საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახებისა და საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, სოციალურად დაუცველ ვეტერანთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად დაღუპულთა ოჯახებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემა 500 ლარის ოდენობით. და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებსა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე, სოციალურად დაუცველ (100 000 სარეიტინგო ქულაზე ნაკლები) ვეტერანთათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა 300 ლარის ოდენობით. 4.2.8 ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 18 წლამდე ასაკის არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევებით დაავადებული ბავშვთა ოჯახებისათვის ყოველთვიურად დახმარების გაწევა 200 ლარის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა 500 ლარის ოდენობით. 4.2.9 დღეგრძელთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ასი და მეტი წლის უხუცესთათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა, თითოეულ ბენეფიციარზე 1000 ლარის ოდენობით. 4.2.10 მეორე მსოფლიო ომისა და ჩერნობილის ავარიის მონაწილეთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის 500 ლარის, ჩერნობილის ტრაგედიის თარიღთან დაკავშირებით სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთათვის 300 ლარის და 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულთათვის 500 ლარის ოდენობით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა. 4.2.11 მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების, რომელთაც ჰყავთ ოთხი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი, ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა თითოეულ ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით. 4.2.12 მარჩენალგარდაცვლილ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემა: ა) სოციალურად დაუცველ მარჩენალგარდაცვლილ ოჯახებზე, რომლებიც ღებულობენ მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალურ პაკეტს, ამავე დროს რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 100 000-მდე სარეიტინგო ქულა, ერთ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით. ბ) მარჩენალგარდაცვლილ ოჯახებზე, რომლებიც ღებულობენ მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალურ პაკეტს, ერთ ბენეფიციარზე 150 ლარის ოდენობით. გ) დედ-მამით ობლებს, რომლებიც ღებულობენ მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალურ პაკეტს, ერთ ბენეფიციარზე 500 ლარის ოდენობით. 4.2.13 სხვა სოციალური ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების დღის ცენტრის ფინანსური მხარდაჭერა. 4.2.14 სოციალურად დაუცველი ოჯახების სტუდენტთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის ფარგლებში ერჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევა ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომელთა ოჯახები მიეკუთვნება სოციალურად დაუცველთა კატეგორიას და სარეიტინგო ქულა არის 1-დან -100000-ჩათვლით. დახმარების მოცულობა განისაზღვრება თითოეულ სტუდენტზე 500 ლარის ოდენობით. დახმარებით ასევე ისარგებლებენ პირველი ჯგუფის ინვალიდი სტუდენტები, მიუხედავად სარეიტინგო ქულისა, 1000 ლარის ოდენობით. 4.2.15 მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 15) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით. 4.2.16 ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 16) ქვეპროგრამა ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქალაქეზე (მსხვერპლზე), რომლის უფლებები დაირღვა და სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა, ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევას 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 4.2.17 უსახლკაროთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 17) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“-ს საფუძველზე რეგისტრირებული პირების/ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფას. ბინის ქირის ოდენობა, უძრავი ქონების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) ქ. ვანის ტერიტორიაზე – არაუმეტეს 100 (ასი) ლარი თვეში; ბ) მთისძირის, შუამთის, ტობანიერის, ციხესულორის, ზედავანის, სალხინოს, დიხაშხოს, ბზვანის, ამაღლების, ზეინდრის, გორას ადმინისტრაციულ ერთეულებში – არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) ლარი თვეში; გ) ყუმურის, მუქედის, გადიდის, სულორის, ძულუხის, საპრასიის, ფერეთას, სალომინაოს, უხუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში – არაუმეტეს 60 (სამოცი) ლარი თვეში; 5. თავდაცვა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს წვევამდელთა და რეზერვისტთა მობილიზებას და მათი გაწვევის პუნქტებამდე გადაყვანას. 5.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს წვევამდელთა და რეზერვისტთა მობილიზებას და მათი გაწვევის პუნქტებამდე გადაყვანას. |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები 7400,0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
დოკუმენტის კომენტარები