საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016360
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
63
25/12/2018
ვებგვერდი, 03/01/2019
010250050.35.165.016360
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/01/2019 - 27/12/2019)

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №63

2018 წლის 25 დეკემბერი

ქ. საგარეჯო

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალდაკარგულად გამოცხადდეს ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №34 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი



დანართი

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის სახელწოდება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა.

მუხლი 2. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 882 000 ლარს.

მუხლი 4. პროგრამის დაფინანსების წყარო

პროგრამის დაფინანსება ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

მუხლი 5. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები

1. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახის ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება (პირველი და მეორე შვილი) დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 140 000-მდე.

2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი 200 ლარიანი დახმარება, დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 140 000-მდე.

3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი 400 ლარიანი დახმარება. რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და ორი მაინც არის 18 წლამდე ასაკის. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 140 000-მდე.

4. სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება, რომელთა სარეიტინგო ქულით 140 000-მდეა, ჯგუფის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირების, 9 აპრილს დაზარალებული და დევნილი პირების დაფინანსება ან თანადაფინანსება მოთხოვნილი თანხის 70% – ით არაუმეტეს 1000 ლარისა, აღნიშული სამიზნე ჯგუფებისთვის 300 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინასდება სრულად. ხოლო, 18 წლამდე ბავშვთა სამიზნე ჯგუფის პირთათვის 500 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინანსდება სრულად.

ასევე, სამედიცინო დამხმარე საშუალებების დაფინანსდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და ონკოლოგიური პაციენტებისთვის. აღნიშული სამიზნე ჯგუფებისთვის 500 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინასდება სრულად.

5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაციის თანხის დაფინანსება 500 ლარით. დაუნის სინდრომის და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე. სოციალურად დაუცველ ოჯახის ბავშვთა სამკურნალო რეაბილიტაციის დაფინანსება 200 ლარით.

6. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება და ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის და ამ მკურნალობის შედეგად განვითარებული დაავადებების მკურნალობა. ასევე სხვა სიმსივნული დაავადების მქონე პირთა სამედიცინო დახმარება დაუფინანსებელი თანხის 50%-ით. ონკოლოგიურ ავადმყოფს დახმარება გაეწევა სტაციონარული, ამბულატორიული და ოპერაციული მკურნალობისთვის. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაუფინანსებელი თანხის 70%-ით. (ლიმიტის ამოწურვამდე) ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ქიმიოთერაპიის 500 ლარამდე მოთხოვნილი თანხა ასევე დაფინანსდება სრულად და ლიმიტის ამოწურვამდე.

7. ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით დახმარება. 500 ლარამდე თანხით.

სოციალურად დაუცველ 140 000 ათას ქულის მქონე მოქალაქეთა მედიკამენტებით დახმარება. შშმ. პირთა მედიკამენტებით დახმარება. ვეტერანთა მედიკამენტებით დახმარება. ეპილეფსიით დაავადებულ პირთა მედიკამენტებით დახმარება. ასევე 500 ლარამდე თანხით.

ფენილკეტონურიით ან სხვა იშვაითი დაავადების მქონე პირთა მედიკამენტებით და სპეციალიზირებული საკვები დანამატებით დახმარება. 500 ლარამდე თანხით ლიმიტის ამოწურვამდე. 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულ პირთა შაქრის საზომი აპარატის ჩხირების დაფინანსება. არაუმეტეს 80 ლარისა. (საჭიროების მიხედვით)

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვების დაფინანსება სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე.

სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეიტინგო ქულა 100 000 მდე) მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიცოცხლეს და ნორმალურად განვითარებას ემუქრება საფრთხე რის გამოც აღნიშნული კონტიგენტის ბავშვთა კვების დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად საჭიროების მიხედვით არაუმეტეს 100 ლარისა.

8. სოციალურად დაუცველ, შშმ პირთა, ვეტერანთა, 9 აპრილის დაზარალებულთა და ონკოლოგიურ ავადმყოფთა კვლევების დაფინანსება. სოციალურად დაუცველი ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა 140 000-მდეა სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული, კომპიუტერული ტომოგრაფიის, კორონაროგრაფიის და ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევების დაფინანსება და სხვა. ქვეპროგრამა ითვალისწინებს თანხის 50%-ით დაფინანსებას არაუმეტეს 500 ლარისა. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა დახმარება. თანხის 50% ით დაფინანსებას არაუმეტეს 500 ლარისა. ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების დაფინასება ლიმიტის ამოწურვამდე 600 ლარამდე თანხით.

9 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა დახმარება, სოციალური დაცვა. დახმარების გაცემა მოხდება 50 ლარის ოდენობთ წლის განმავლობაში 6-ჯერ.

10. უდედმამო 18 წლამდე ბავშვთა ყოველთვიური დახმარება, სოციალური დაცვა. დახმარების გაცემა მოხდება 100 ლარის ოდენობით მთელი წლის განმავლობაში.

11. უპატრონო მიცვალებულების, რომელთაც არ ჰყავთ არც ერთი რიგის მემკვიდრე, ლტოლვილი, არაიდენტიფიცირებული და სოციალურად დაუცველი პირის (სარეიტინგო ქულით 70 000-მდე) დაკრძალვის ხარჯები. დახმარება გაიცემა 300 ლარის ოდენობით.

12. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები, დახმარება გაიცმა 300 ლარის ოდენობით.

13.საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახის დახმარება თითოეულ ოჯახზე 500 ლარი.

14. დიდი სამამულო ომის ვეტერანების სადღესასწაულო და სარიტუალო ხარჯებით დახმარება. 100 ლარი ფულადი საჩუქარი სადღესასწაულოდ, 250 ლარი დაკრძალვის სარიტუალო ხარჯისთვის.

15. ა(ა)იპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლის“ უფასო სასადილოების დაფინანსება.

16.სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოხმარებული ელექტოენერგიის ან გაზის ღირებულების დაფარვა. ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 100 000-მდე. (დახმარების მისაღებად მოქალაქე განცხადებით მომართვის დროს ირჩევს დახმარების ტიპს).

ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადის დაფინანსება:

ა) მარჩენალდაკარგული ოჯახის დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადის დაფინანსების მიზნით – 1 ბავშვზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2 და მეტ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით;

ბ) მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადის დაფინანსების მიზნით – 1 ბავშვზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2 და მეტ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახების დახმარება ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადის დაფინანსების მიზნით – თვეში 10 ლარის ოდენობით; 

) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მონაწილე შშმ პირების – თვეში 10 ლარის ოდენობით;

 ე) რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახები – 10 ლარის ოდენობით;

 ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდე) თვეში 10 ლარის ოდენობით.

17. სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ დედით ან მამით ობოლ, სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე შვილთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდნეტებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის რომელთაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობელი ან მშობლები და ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში უმაღლეს საგამანათლებლო სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით.

18. სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა 50 ლარის ოდენობით, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების დაფინასება გამონაკლისის სახით 100 ლარის ოდენობით.

19. 95 წელს გადაცილებული მოხუცებისთვის საჩუქარი -200 ლარის ოდენობით.

20. ჰემო – დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა. ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტების, ადრეული განვითარების შეფერხების მქონე და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა რეაბილიტაციისთვის ტრანსპორტის ხარჯის თანადაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია ამ პირის საცხოვრებელი ადგილიდან სამედიცინო პუნქტამდე არსებულ მანძილზე და განისაზღვრება ყოველთვიურად: სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილების შემთხვევაში 20-50 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის გარეთ სამედიცინო მომსახურების მისაღებად 50-100 ლარის ოდენობით.

21. სტიქიით ან სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ასევე, საცხოვრებლით უზრუნველყოფა მარტოხელა სტატუსის მქონე პირთათვის და ძალადობის ან ტრეფიკინგის მხვერპლთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ბინის ქირის უზრუნველყოფა ოჯახებისთვის რომელთაც ჰყავთ ორი ან ორზე მეტი შშმ პირი. დახმარება განისაზღვრება თვითოეულ კატეგორიაზე 105.27 ლარით. ქირით უზრუნველყოფა მარტოხელა სტატუსისი მქონე პირთათვის და ძალადობის ან ტრეფიკინგის მხვერპლთათვის გაიცემა ექვსი თვის განმავლობაში.

22. სოფელი უდაბნოდან ქალაქ საგარეჯოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტრანსპორტირება კვირაში ორჯერ მთელი წლის განმავლობაში.(დაფინანსება მოხდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად).

23 სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სააღდგომო-საახალწლო ამანათების გადაცემა.

24. ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი ოფისი (წითელი ჯვარი).

25. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალური სახლების მშენებლობის სოციალური პროგრამა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალური სახლების მშენებლობის სოციალური პროგრამა გამიზნულია უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის.

26.სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის საყოფახოვრებო ტექნიკის შეძენა. ერთ ოჯახზე არაუმეტეს 500 ლარისა.

27.ტექნიკუმის შენობაში მცხოვრები ეტლით მოსარგებლე შშმ პირისთვის პანდუსის მოწყობა. მერიის ბალანსზე არსებული შენობა თავშესაფრების დაროებით სარგებლობაში გადახემული ფართებში მცხოვრები პირებისთვის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა.

მუხლი 6. სამედიცინო მომსახურების დაფინასების წესი:

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრიტრებული ოჯახი რომელიც განიცდის ეკონომიურ ან სხვა ყოფითი გარემოებით გამოწვეულ გაჭირვებას ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს და არ მიეკუთვნება გაცემის წესით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიას და ესჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება, ან/და პროგრამის სხვა მუხლით გათვალისწინებული დახმარება, განცხადებას განიხილავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშო ჯგუფის დასკვის საფუძველზე, შესაძლებელია გამონაკლისისი სახით დახმარება გაეწიოს პირს, პროგრამით გათვალისწიებული ვადის და წესის შესაბამისად.

2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქულა მინიჭებული უნდა იყოს 2018-2019 წელს. (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, თუ 18 წლამდე ბავშვინი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოში 2016 წლიდან და ათ ლარიანი დახმარების მიმღებია). დახმარება გაეწევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს ან/და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრებ და სოციალურად დაუცვლი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოსახლებას.

3. სამედიცინო მომსახურება არ დაფინასდება თუ:

ა) მოქალაქე ჩართულია კერძო სადაზღვეო სისტემაში, (გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა, და 0-დან 18 წლის ასაკის ბავშვებისა)

ბ) თუ მოქალაქე გამოთქვამს სურვილს სამედიცინო მომსახურება მიიღოს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ჩართული არ არის სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში.

გ) საზღვარგარეთ მკურნალობა, (გარდა ონკოლოგიისა და 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანისა) სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, უშვილობის მკურნალობა და სხვა.

დ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული, სანატორიულ -კურორტული, სტომატოლოგიური მკურნალობა.

ე) უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება გარდა გადაუდებელი შემთვევისა. ან მოქალაქის მხრიდან უკვე ანაზღაურებულია თანხა. ანაზღაურდება გამონაკლისი შემთხვევა თუ პაციენტი საავადმყოფოში მოთავსებული იქნა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ და საავადმყოფოს დატოვებს ანაზღაურების გარეშე საავადმყოფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

ვ) თუ მოქალაქე არ მიეკუთვნება გაცემის წესით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიას და მისი გადასახდელი თანხა არ აღემატება 300 ლარს, განცხადება განხილვას არ დაექვემდებარება.

ზ) არ დაფინანსდება ფიზიოლოგიური მშობიარობის ან საკეისრო კვეთის თანხა, თუ წარმოდგენილ კალკულაციაში მოთხოვნილი იქნება ექიმის აყვანის, პალატის არჩევის ან გაუტკივარების ღირებულება.

4. პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება აქტიური სოციალური პოლიტიკის განხორციელება და სხვადასხვა სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური დაცვა მათი მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

5. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:

ა) ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები.

ბ) მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები.

გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი.

დ) მოსახლეობასთან საიფორმციო შეხვედრა.