საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016379
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
19
27/12/2019
ვებგვერდი, 31/12/2019
010250050.35.165.016379
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2019 - 25/12/2020)

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №19

2019 წლის 27 დეკემბერი

ქ. საგარეჯო

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის და 24-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამა თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალდაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის #63 დადგენილება (www.matsne.gov.ge 03/01/2019,  010250050.35.165.016360).

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი



საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის სახელწოდება

საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის  სოციალური დახმარების პროგრამა.

მუხლი 2. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 100 000  ლარს.

მუხლი 4. პროგრამის დაფინანსების წყარო

პროგრამის დაფინანსება ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

მუხლი 5. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები

1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე ოჯახების ახალდაბადებული ბავშვების ერთჯერადი 350 ლარიანი დახმარება, სხვა დასახლებაში მცხოვრებთათვის დახმარება გაიცემა 300 ლარის ოდენობით. (დახმარების მიმღებია პირველი და მეორე შვილი,  ტყუპების შეძენის შემთხვევაში დახმარებით ისარგებლებს ორივე ტყუპისცალი.) დახმარების  მიმღები  ოჯახი  რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 001-მდე.

2.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი 200 ლარიანი დახმარება, დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 001-მდე.

3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი 400 ლარიანი დახმარება, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და ორი მაინც არის  18 წლამდე ასაკის. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 001-მდე.

4.სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და  ოპერაციების დაფინანსება, რომელთა სარეიტინგო ქულა   150  001-მდეა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირების და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანების, ეკონომიურად გაჭირვებული, (განცხადებას განიხილავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი)  9 აპრილს დაზარალებული და დევნილი პირების თანადაფინანსება მოთხოვნილი თანხის 70%-ით არაუმეტეს 1000 ლარისა, აღნიშული სამიზნე ჯგუფებისთვის 300 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინასდება სრულად. ხოლო, 18 წლამდე ბავშვთა სამიზნე ჯგუფის პირთათვის 500 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინასდება სრულად. თუ მოქალაქის გადასახდელი თანხა 3000 ლარზე მეტია, დახმარება გაეწევა ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით.

სამედიცინო დამხმარე საშუალებების თანადაფინანსება  პროთეზის საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება უსინათლოთა ხელჯოხები, ხმოვანი წნევის აპარატები, სოციალურად დაუცველი და ონკოლოგიური  პაციენტების პროთეზის ან სხვა დამხმარე სამედიცინო საშუალებების თანხები. ზემოთჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისთვის 300 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინასდება სრულად, სამას ლარზე მეტი თანხის შემთხევაში ბენეფიციარი ერთჯერადად დაფინანსდება 500 ლარით.

5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა  და დაუნის სინდრომის და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა რეაბილიტაციის თანხის დაფინანსება 500 ლარით.  პროგრამის ფარგლებში ასევე  მოხდება სანატორიულ-კურორტული და ბალნეოლოგიური მკურნალობის დაფინანსება  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  18 წლამდე პირთა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთათვის. სოციალურად დაუცველ ოჯახის ბავშვთა სამკურნალო რეაბილიტაციის დაფინანსება 200 ლარით.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვთა რეაბილიტაცია/აბლაციის ქვეპროგრამის მიმწოდებელი ააიპ რეაბილიტაციის ცენტრი სინერგია 2019 -ის კომუნალური ხარჯები დაფინანსდება 2000 ლარით.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვთა ქვეპროგრამის მიმწოდებლად რეგისტრირებული ააიპ გეორგიანელის კომუნალური ხარჯები დაფინანსდება 2000 ლარით.

6. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება და ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის და ამ მკურნალობის შედეგად განვითარებული დაავადებების მკურნალობა. ასევე, სხვა სიმსივნული დაავადების მქონე პირებს სამედიცინო დახმარება დაუფინანსებელი თანხის 50 % ით. ონკოლოგიურ ავადმყოფს დახმარება გაეწევა სტაციონალური, ამბულატორიული და ოპერაციული მკურნალობისთვის. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაუფინანსებელი თანხის 70 % ით. (1500 ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე) ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ქიმიოთერაპიის 500 ლარამდე მოთხოვნილი თანხა  დაფინანსდება სრულად და ლიმიტის ამოწურვამდე.

7. ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით დახმარება. 600 ლარამდე თანხით.

სოციალურად დაუცველ 150 001 ათას ქულის მქონე მოქალაქეთა მედიკამენტებით დახმარება. შშმ. პირთა მედიკამენტებით დახმარება. ვეტერანთა მედიკამენტებით დახმარება. ეპილეფსიით დაავადებულ პირთა მედიკამენტებით დახმარება. ასევე 500 ლარამდე თანხით.

8. ფენილკეტონურიით ან სხვა იშვაითი დაავადების მქონე პირთა მედიკამენტებით და სპეციალიზირებული საკვები დანამატებით დახმარება. 500 ლარამდე თანხით ლიმიტის ამოწურვამდე. 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულ პირთა შაქრის საზომი აპარატის ჩხირების დაფინანსება. არაუმეტეს 80 ლარისა (საჭიროების მიხედვით).

9. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი და სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეიტინგო ქულა 100 000 მდე) ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვების დაფინანსება სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე. ბავშვთა კვების დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად საჭიროების მიხედვით არაუმეტეს 100 ლარისა.

10. სოციალურად დაუცველ, შშმ პირთა, ვეტერანთა, 9 აპრილის დაზარალებულთა და ონკოლოგიურ ავადმყოფთა კვლევების დაფინანსება. სოციალურად დაუცველი ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა  150 001-მდეა სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული, კომპიუტერული ტომოგრაფიის, კორონაროგრაფიის და ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევების დაფინანსება და სხვა. ქვეპროგრამა ითვალისწინების თანხის 50% ით დაფინანსებას არაუმეტეს 500 ლარისა. ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების დაფინასება ლიმიტის ამოწურვამდე 700 ლარამდე თანხით. 18 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვების და ორსულების  ტყვიის კვლევაზე  დაფინანსება 100 ლარამდე თანხით.

11 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა  დახმარება, სოციალური დაცვა.  დახმარების გაცემა მოხდება 50 ლარის ოდენობით წლის განმავლობაში 10-ჯერ.

12. უდედმამო 18 წლამდე  ბავშვთა ყოვეთვიური დახმარება, სოციალური დაცვა.  დახმარების გაცემა მოხდება 100 ლარის ოდენობით მთელი წლის განმავლობაში.

13. უპატრონო მიცვალებულების, რომელთაც არ ჰყავთ არც ერთი რიგის მემკვიდრე, ლტოლვილი, არაიდენთიფიცირებული და სოციალურად დაუცველი პირის (სარეიტინგო ქულით 70 000-მდე) დაკრძალვის ხარჯები. დახმარება გაიცემა 300 ლარის ოდენობით.

14. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები, დახმარება გაიცმა 300 ლარის ოდენობით.

15.საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახის დახმარება თვითოეულ ოჯახზე 500 ლარი.

16. დიდი სამამულო ომის ვეტერანების სადღესასწაულო და სარიტუალო ხარჯებით დახმარება. 300 ლარი ფულადი საჩუქარი სადღესასწაულოდ, 250 ლარი დაკრძალვის სარიტუალო ხარჯისთვის.

17. ა(ა)იპ „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლის“  უფასო სასადილოების დაფინანსება.

18.სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოხმარებული ელექტოენერგიის  ან გაზის ღირებულების დაფარვა. ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 100 001-მდე.   (დახმარების მისაღებად მოქალაქე განცხადებით მომართვის დროს ირჩევს დახმარების ტიპს)

. მარჩენალდაკარგული ოჯახის დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადის დაუფინანსდება – 1 ბავშვზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2 და მეტ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით; სარეიტინგო ქულა100 000-მდე.                                                                                                                                                                                                    

.  მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადის დაუფინანსდება – 1 ბავშვზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2 და მეტ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით;სარეიტინგო ქულა 100 000-მდე.                                 

გ. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახებს ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადი დაუფინანსდება– თვეში 10 ლარის ოდენობით; სარეიტინგო ქულა 100 000-მდე. 

. რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახები დაფინანსდება  - 10 ლარის ოდენობით   სარეიტინგო ქულა 100 000-მდე

ე. მრავალშვილიანი ოჯახები რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და აქედან 2 მაინც არის არასრულწლოვანი, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადის დაუფინანსდება 15 ლარის ოდენობით; სარეიტინგო ქულა 100 000-მდე.                                                                 

ვ. სოციალურად დაუცველი ოჯახებს გაზის ან ელექტრო ენერგიის ღირებულება დაუფინანსდებათ (სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდე) თვეში 10 ლარის ოდენობით.

19. სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ დედით ან მამით ობოლ, სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე შვილთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდნეტებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის რომელთაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობელი ან მშობლები და ოჯახი რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში უმაღლეს საგამანათლებლო სასწავლებელში სწავლის საფასურის  თანადაფინანსება  1000 ლარის ოდენობით.

20. სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა 50 ლარის ოდენობით,  განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების დაფინასება გამონაკლისის სახით 100 ლარის ოდენობით.

21. 95 წელს  გადაცილებული მოხუცებისათვის საჩუქარი -200 ლარის ოდენობით.

22. ჰემო-დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა. ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტების,  ტრანსპორტის ხარჯის თანადაფინანსების ოდენობა 100 ლარის ოდენობით.

23. სტიქიით ან სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ასევე, საცხოვრებლით უზრუნველყოფა მარტოხელა სტატუსისი მქონე პირთათვის და ძალადობის ან ტრეფიკინგის მხვერპლთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ბინის ქირის უზრუნველყოფა ოჯახებისთვის რომელთაც ჰყავთ ორი ან ორზე მეტი შშმ პირი. დახმარება განისაზღვრება თვითოეულ კატეგორიაზე 105.27 ლარით. ქირით უზრუნველყოფა მარტოხელა სტატუსისი მქონე პირთათვის და ძალადობის ან ტრეფიკინგის მხვერპლთათვის გაიცემა ექვსი თვის განმავლობაში.

24. სოფელი უდაბნოდან (კვირაში ორჯერ) და სოფელ სათაფლიდან (კვირაში ერთხელ) ქალაქ საგარეჯოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტრანსპორტირება მთელი წლის განმავლობაში (დაფინანსება მოხდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად).

25. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სააღდგომო-საახალწლო ამანათების გადაცემა.

26.ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი ოფისი. (წითელი ჯვარი)

27. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე რეგისტრირებულ  მინდობით აღზრდაში განთავსებულ ბავშვებს, რომელთა რეინტეგრაცია-ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება განხორციელდება, ოჯახებს გაეწევა ერთჯერადი ფულადი დახმარება მათი საჭიროებების გათვალისწინებით.  პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სახელმწიფო ზრუნვის პროგრამიდან გასული ახალგაზრდების ფინანსური დახმარება,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს საგარეჯოს სოციალური მომსახურების რაიონული ცენტრიდან მოწვდილი ინფორმაციის საფუძველზე ახალგაზრდების საჭიროებების გათვალისწინებით. ამავე პროგრამის ფარგლებში  გათვალიწინებულია ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება. ასევე, ოჯახებს რომელთაც ყავთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირი ან პირები და შეუწყდა სოციალური შემწეობა განმეორებით გადამოწმების მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა დედებს  და მარტოხელა  სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფ მოხუცებს რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა  65 001-დან 100 001 მდეა   გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება 150 ლარის ოდენობით;

28.სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი  ოჯახებისთვის საყოფახოვრებო ტექნიკის შეძენა. ერთ ოჯახზე არაუმეტეს 500 ლარისა.

29. მერიის ბალანსზე არსებული შენობა თავშესაფრების დროებით სარგებლობაში გადაცემული ფართებში მცხოვრები პირებისთვის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა.

მუხლი  6. სამედიცინო მომსახურების დაფინასების წესი:

1 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრიტრებული ოჯახი რომელიც განიცდის ეკონომიურ ან სხვა ყოფითი გარემოებით გამოწვეულ გაჭირვებას ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს და არ მიეკუთვნება  გაცემის წესით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიას და ესჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების  დაფინანსება ან თანადაფინანსება, ან/და პროგრამის სხვა მუხლით გათვალისწინებული დახმარება, განცხადებას განიხილავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშო ჯგუფის დასკვის საფუძველზე, შესაძლებელია გამონაკლისისი სახით დახმარება გაეწიოს პირს, პროგრამით გათვალისწიებული ვადის და წესის შესაბამისად.

2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქულა მინიჭებული უნდა იყოს 2018-2019-2020 წელს. (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, თუ 18 წლამდე ბავშვიანი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოში 2016 წლიდან და ორმოცდაათ ლარიანი დახმარების მიმღებია.)  

დახმარება გაეწევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს ან/და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში  ფაქტობრივად მცხოვრებ და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოსახლეობას.

3. სამედიცინო მომსახურება არ დაფინასდება თუ:

. მოქალაქე ჩართულია კერძო სადაზღვეო სისტემაში (გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა, და 0-დან 18 წლის ასაკის ბავშვებისა).

ბ. თუ მოქალაქე გამოთქვამს სურვილს სამედიცინო მომსახურება მიიღოს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ჩართული არ არის სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში.

გ. საზღვარგარეთ მკურნალობა, (გარდა ონკოლოგიისა და 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანისა) სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, უშვილობის მკურნალობა და სხვა.

დ. ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული, სტომატოლოგიური მკურნალობა.

ე. უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება გარდა გადაუდებელი შემთვევისა. ან მოქალაქის მხრიდან უკვე ანაზღაურებულია თანხა.   ანაზღაურდება გამონაკლისი შემთხვევა თუ პაციენტი საავადმყოფოში მოთავსებული იქნა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ და საავადმყოფოს დატოვებს ანაზღაურების გარეშე საავადმყოფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

ვ. არ დაფინანსდება ფიზიოლოგიური მშობიარობის ან საკეისრო კვეთის თანხა, თუ  წარმოდგენილ კალკულაციაში მოთხოვნილი იქნება ექიმის აყვანის, პალატის არჩევის ან გაუტკივარების ღირებულება.

მუხლი 7. პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება

აქტიური სოციალური პოლიტიკის განხორციელება და სხვადასხვა სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური დაცვა მათი მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

მუხლი 8. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა

პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:

.ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები.

. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები.

გ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი.

დ. მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა.