საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ემბლემების დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ემბლემების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 138
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.016685
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
138
20/12/2018
ვებგვერდი, 20/12/2018
120000000.22.026.016685
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ემბლემების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (20/12/2018 - 21/12/2019)

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №138

2018 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ემბლემების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სრული ემბლემა (დანართი №1);

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მცირე ემბლემა (დანართი №2);

გ) საქართველოს თავდაცვის ძალების სრული ემბლემა (დანართი №3);

დ) საქართველოს თავდაცვის ძალების მცირე ემბლემა (დანართი №4).

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია



დანართი №1

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სრული ემბლემა

აღწერილობა:

სრული ემბლემა წარმოადგენს მრგვალ ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ ველზე ცენტრში გამოსახულია ვერცხლის მცირე არშიაში ჩასმული ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი და ოთხი ვერცხლის მცირე ჯვარი. ფარს შემოუყვება მეწამული არშია და შემცირებული ვერცხლის არშია, რომელზედაც არის ვერცხლის წარწერა: „საქართველო“ და „თავდაცვის სამინისტრო“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი ვერცხლის შვიდქიმიანი ვარსკვლავით. ფარს წარმოადგენენ ოქროს ფასკუნჯები (გრიფი) ზეაღმართული ვერცხლისპირიანი ოქროსვადიანი ხმლით, რომლებიც აღმართულან ვერცხლის სადევიზე ბაფთაზე. ბაფთაზე სევადით გამოსახულია დევიზი: „სამშობლო, ღირსება, ერთგულება!“. ბაფთის ბოლოებზე ორი მეწამული შვიდქიმიანი ვარსკვლავია და ბაფთის სარჩული მეწამული ფერისაა.

 

დანართი №2

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მცირე ემბლემა

 

აღწერილობა:

მცირე ემბლემა წარმოადგენს მრგვალ ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ ველზე ცენტრში გამოსახულია ვერცხლის მცირე არშიაში ჩასმული ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი და ოთხი ვერცხლის მცირე ჯვარი. ფარს შემოუყვება მეწამული არშია და შემცირებული ვერცხლის არშია, რომელზედაც არის ვერცხლის წარწერა: „საქართველო“ და  „თავდაცვის სამინისტრო“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი ვერცხლის შვიდქიმიანი ვარსკვლავით. მცირე ემბლემა შეიძლება გამოისახოს კომუფლირებულ ფერში, რომლის ჯვრები, არშიები, ვარსკვლავები და წარწერები იქარგება შავი ძაფით. 

 

დანართი №3

საქართველოს თავდაცვის ძალების სრული ემბლემა

აღწერილობა:

სრული ემბლემა წარმოადგენს მრგვალ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ზურმუხტის ველზე ცენტრში გამოსახულია ვერცხლის მცირე არშიაში ჩასმული ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი და ოთხი ვერცხლის მცირე ჯვარი. ცენტრში მცირე ჰერალდიკურ ფარზე, მეწამულ ველზე გამოსახულია გადაჯვარედინებული ქვევიდან ზევით, მარცხნიდან მარჯვნივ აღმართული ვერცხლის ხმალი და დაშვებული, მარცხნიდან მარჯვნივ ვერცხლის შურდული. გარს შემოუყვება ზურმუხტის არშია და შემცირებული ვერცხლის არშია, რომელზედაც არის ვერცხლის წარწერა: „საქართველო“ და  „თავდაცვის ძალები“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი ვერცხლის შვიდქიმიანი ვარსკვლავით. ფარს წარმოადგენენ ოქროს ფასკუნჯები (გრიფი) ზეაღმართული ვერცხლისპირიანი ოქროსვადიანი ხმლით, რომლებიც აღმართულან ვერცხლის სადევიზე ბაფთაზე. ბაფთაზე სევადით გამოსახულია დევიზი: „სამშობლო, ღირსება, ერთგულება!“ ბაფთის ბოლოებზე ორი მეწამული შვიდქიმიანი ვარსკვლავია და ბაფთის სარჩული მეწამული ფერისაა.

 

დანართი №4

საქართველოს თავდაცვის ძალების მცირე ემბლემა

 

აღწერილობა:

მცირე ემბლემა წარმოადგენს მრგვალ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ზურმუხტის ველზე ცენტრში გამოსახულია ვერცხლის მცირე არშიაში ჩასმული ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი და ოთხი ვერცხლის მცირე ჯვარი. ცენტრში მცირე ჰერალდიკურ ფარზე, მეწამულ ველზე გამოსახულია გადაჯვარედინებული ქვევიდან ზევით, მარცხნიდან მარჯვნივ აღმართული ვერცხლის ხმალი და დაშვებული, მარცხნიდან მარჯვნივ ვერცხლის შურდული. გარს შემოუყვება ზურმუხტის არშია და შემცირებული ვერცხლის არშია, რომელზედაც არის ვერცხლის წარწერა: „საქართველო“ და  „თავდაცვის ძალები“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი ვერცხლის შვიდქიმიანი ვარსკვლავით. მცირე ემბლემა შეიძლება გამოისახოს კომუფლირებულ ფერში, რომლის ჯვრები, ხმალი, შურდული, არშიები, ვარსკვლავები და წარწერები იქარგება შავი ძაფით.