დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 48 |
დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 14/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.128.016363 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/12/2018 - 18/01/2019)
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 78-მუხლის მე- 2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით (დანართი თან ერთვის). |
მუხლი 2 |
აღნიშნული დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №42 დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 25/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.128.016315)
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
დანართი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7685,8 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 5997,8 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 138,0 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1550,0 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7 198,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 487,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 527,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 40.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 0,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0,0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება-0.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი განისაზღვროს 50.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 138.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 70.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 66.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 2.0 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამები და ქვეპროგრამები |
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 1745, 5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2019 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვა, წყლის სისტემების მოწერიგება, საკანალიზაციო და სანიაღვრე არხების მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარემოს დაცვის ღონისძიებები, მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 460,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის აღწერა: განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა. ასევე განხორციელდება საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდა და სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრა. გაგრძელდება ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია და მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა. მოსალოდნელი შედეგი: რეაბილიტირებული გზების რეოდენობა; რეაბილიტირებული საყრდენი კედლების, ხიდ-ბოგირების რაოდენობა; თოვლისაგან გაწმენდილი გზები; მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება. ბ) გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები – 400,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 01 01) ამ ქვეპროგრამით ძირითადად განხორციელდება თანადაფინანსების წესით მუნიციპალიტეტის შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია, კერძოდ, ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა, ასევე სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების გასწორხაზოვნება და თოვლის საფარისაგან გაწმენდა. გაგრძელდება რეგიონალური განვითარებისა და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით გზების რეაბილიტაციის თანადაფინანსება. გ) ხიდების, ბოგირების აშენება, შეკეთება – 40,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში მოეწყობა დაბა ხარაგაულსა და სოფელ ისლარს შორის დამაკავშირებელი საცალფეხო ხიდი, ასევე აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების ხიდებს და ბოგირებს. დ) მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 03 01 04 ) – 20 .0 ათსი ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში გაგრძელდება მოსახლეობის მომსახურება მუნიციპალური ტრანსპორტით უკვე არსებულ ხაზზე და დაემატება ერთი ახალი ხაზი. ე) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 1275,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის აღწერა: განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სასმელი წყლით უზრუნველყოფა. მრავალსაცხოვრებლიანი ბინების გადახურვა და ფასადების მოწყობა, მოხდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გადმოცემული ქონების სასესხო მომსახურების დაფარვა მოსალოდნელი შედეგი: ნაპირსამაგრი ნაგეგბობების რაოდენობა; მოწესრიგებული საკანალიზაციო, სანიაღვრე არხები და წყლის მომარაგების სისტემა; მოწესრიგებული ფასადის მქონე მრავალბინიანი სახლების რაოდენობა; განათებული დაბა და სოფლის ცენტრები; გაუმჯობესებული დაბისა და სოფლის ცენტრების იერსახე; ექსპლოატირებული და რეაბილიტირებული სანათი წერტილების რაოდენობა; მოწყობილი დასასვენებელი და გასართობი ადგილების რაოდენობა; შექმნილი ეკოლოგიურად სუფთა გარემო; გამწვანებული და მოვლილი ინფრასტრუქტურა; ვ) მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაცია – 100,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03) აღნიშნული ქვეპროგრამით გადაიხურება სოფელ მოლითის და დიდვაკის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, მოეწყობა დაბაში მრავალბინიანი სახლების ფასადი. ზ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 80,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 04) ამ პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება დაბისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნილებისამებრ წყლის სისტემის მოწესრიგების ღონისძიებები (წყლის მილების შეძენა და წყლის სათავე ნაგებობების მოწყობა) თ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცი – 45,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 06) ამ ქვეპროგრამის ფარგლებში გაგრძელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გადმოცემული ტექნიკისა და ინვენტარის ღირებულების საპროცენტო მომსახურება. ი) დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება – 1050,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 07) აღნიშნული ა(ა)იპ შეიქმნა ინფრასტრუქტურის პროფილის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის შედეგად და ახორცილებს მათ მიერ აღებული ვალდებულებებისა და უფლებამოსილების განხორციელებას. როგორიცაა: დაბისა და პატარა ხარაგაულის ტერიტორიების დასუფთავება, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებისა და სასოფლო გზების გავლითი დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე მუნიციპალიტეტის მასშტაბით განთავსებული პოლიეთილენის ბოთლებისა და მასალების შემგროვებელი კონტეინერების დაცლა. ქუჩების, ტროტუარების, პარკებისა და სკვერების მიმდინარე მოვლა-პატრონობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია. უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების თავშესაფარში გადაყვანა. სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემების მიმდინარე მოვლა-პატრონობა და დაზიანებული წერტილების აღდგენა-რეაბილიტაცია. მერიის ადმინისტრაციული შენობის, ხევისა და ღორეშის იუსტიციის სახლების დასუფთავება და მიმდინარე მოვლა-პატრონობა. კ) სოფლის მეურნეობის დაფინანსება – 10.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 06) სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით აღნიშნული პროგრამით დაფინასდება შესაბამის კონკურსში გამარჯვებული პროექტები 2. განათლება –1379,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 00) პროგრამის აღწერა: მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. იგეგმება ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, მათ შორის ერთი სოფელ ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის ბაზაზე და მეორე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ საღანძილეში. მოსალოდნელი შედეგი: ფიზიკურად და ტექნიკურად აღზრდილი ბავშვები, მათი სკოლისათვის მზაობა შემდგომში მათი სწორი განვითარების მიზნით; მოსწავლე-ახალგაზრდების მრავალმხრივი ნიჭის გამოვლენა და ინტელექტუალური განვითარება; საბავშვო ბაღებში შექმნილი სუფთა გარემო. ა) სკოლამდელი განათლების დაფინანსება – 1160.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯები, რომელიც ქმნის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაზას და აღსაზრდელებისათვის სრულფასოვან გარემოს. ასევე ხელს შეუწყობს მათ მომზადებას ზოგადი განათლების მისაღებად, ამჟამად მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სკოლამდელ განათლებას ეუფლება 587 აღსაზრდელი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება 28 ასაკობრივი ჯგუფით, მათ შორის 3 ბაგის ჯგუფით, გაერთიანებაში ამჟამად შედის ჩვიდმეტი საბავშვო ბაღი. გათვალისწინებულია N პირველ საბავშვო ბაღში გაზიფიცირება, კიცხის სკოლა-პანსიონის ბაღის ჯგუფის შემოერთება და ღორეშის საბავშვო ბაღში მეორე ჯგუფის გახსნა. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ყველა საბავშვო ბაღში სტანდარტებთან მიახლოებით. ბ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა – 114.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 02) ამ ქვეპროგრამით ხდება ბორის საჯარო სკოლის პანსიონური მომსახურებისა და საბავშვო ბაღის დაფინანსება 28 სკოლამდელი ასაკის ბავშვით, სკოლაში სწავლობს 134 მოსწავლე, ხოლო ღამეს ათევს 16, მათ შორის არის უკიდურესად გაჭირვებული, ობოლი და ლტოლვილი მოსწავლები. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება ძირითადად ხმარდება პანსიონის კუთხით დასაქმებული თანამშრომლებისა და საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასებს, ნაწილი კი კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას, კვებისა და მკურნალობის ხარჯები მთლიანად ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ნატურალური სახით; გ) სკოლისგარეშე დაწესებულება – 105.0 ათასი ლარი (პროგრამულიკოდი 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება, რომელში ფუნქციონირებს 14 შემოქმედებითი და ტექნიკური წრე 250 მოსწავლით, ყველა წრე უფასოა, სადაც მოსწავლე-ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის სკოლისგარეშე განათლებას დაბის, კიცხის, მარელისის, ლეღვნის, მოლითის, საღანძილის, ბაზალეთის, ბორითის, ვერტყვიჭალის და წიფის სკოლებიდან, რომლებიც ეუფლებიან ხალხურ და საესტრადო სიმღერებს, რიტმულ ცეკვას, მხატვრულ კითხვას, ხეზე კვეთას, გალობას, ხელგარჯილობას, ლიტერატურული თეატრის ხელოვნებას, მხარეთმცოდნეობას, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, მათემატიკას,ხატვას, მაკრამეს, ინგლისურ ენას. გარდა ამისა მოსწავლეთა სახლთან ფუნქციონირებს მუსიკალური სტუდია ,,ჰარმონია“ დაბისა და სოფ. ვეტყვიჭალის საჯარო სკოლების ბაზაზე, რომელიც ნაწილობრივ ბიუჯეტით და ნაწილობრივ მშობელთა შემონატანით ფინანსდება. 3. კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები – 1269,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 00) პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული და კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების, მომღერლების და სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე წარმატებული ახალგაზრდების წახალისებას, ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული და კულტურული შესაძლებლობების გამოვლინება. მოსალოდნელი შედეგი: განახლებული სპორტული ინფრასტრუქტურა; კვალიფიკაციური პედაგოგებისა და მწვრთნელების მოზიდვა; ახლგაზრდების ჩართულობა სპორტში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ჯანსაღი მომავალი თაობა; კულტურული ღონისძიებების ინტენსიურობის გაზრდილი მაჩვენებელი; ახალგაზრდების ხალხური ხელოვნების სფეროს მიმართ ინტერესი; საბიბლიოთეკო ფონდში არსებული წიგნების რაოდენობა, მკითხველთა რაოდენობა ბიბლიოთეკებში. შესაბამისი ლიტერატურის მიწოდებით კმაყოფილი მოსახლეობა; ახალგაზრდული ღონისძიებების გაზრდილი რაოდენობა; მრევლის გაზრდილი რაოდენობა; გაზრდილი ტურისტების რაოდენობა.
ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა – 380.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სპორტთან და ტურიზმთან დაკავშირებული სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, კერძოდ: სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა; მინიფეხბურთის ჩემპიონატი ორგანიზაციებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის; სამაგიდო თამაშების ჩემპიონატი; სახალხო დღესასწაულების მოწყობა სოფელ ვახანში, ზვარეში, ხიდარსა კიცხში, რომელშიც მონაწილეობენ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და იმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები: დოღი, მკლავჭიდი, ქართული ჭიდაობა, ქუჩის კალათბურთი. მხიარული სტარტები, საერთაშორისო გარბენი, მსოფლიო სპორტის დღის აღნიშვნა, ევროპის სპორტის კვირეული, სამოყვარულო ლიგის თამაშები. პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება რეორგანიზაციამდელი ა(ა)იპების უფლებამოსილებები, რომელსაც განახორციელებს ა(ა)იპ – სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი, რომლის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება-პოპულარიზაცია. მომავალი თაობის სხვადასხვა სპორტულ სექციებში ჩაბმა, თავისუფალი დროის ჯანსაღი ცხოვრების წესის ორგანიზება. უკანონო თევზჭერის დაგმობა, თევზაობის პოპულარიზაცია, ჯომარდობის მნიშვნელობის გაზრდა და სამომავლოდ ჯომარდობის სკოლის ჩამოყალიბება.სამოყვარულო ფილმების კონკურსი“ ჩემი იმერეთი“. სპორტულ სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის სექციები: თავისუფალი ჭიდაობა,ქართული ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ძიუ-დო, კალათბურთი, ფეხბურთი, მაგიდის ჩონგბურთი, კუნგ-ფუ სანდა, ტაიკვანდო, მძლეოსნობა, ჭადრაკი და შაში. სულ 23 ჯგუფია, გახსნილის ჯგუფები ბორითში, ვახანში, ხევში, კიცხში, ბორში, ვერტყვიჭალაში, ნადაბურში, ღორეშაში. მოსწავლეთ რაოდენობა სახელობითი სიით შეადგენს 350 მოსწავლეს. მეტი ინფორმაციის მიწოდება ტურიზმის მოყვარულთათვის, ხელი შეუწყოთ მოსახლეობის ჩართულობას ბუნების (გარემოს) დაცვაში. მოეწყობა საზაფხულო კარვების ბანაკი სოფელ ზვარეში. ახალგაზრდები ფილმების საშუალებით წარმოადგენენ იმერეთის რეგიონის ისტორიულ ღირებულებებს და უკეთ გაეცნობიან რაიონში არსებულ ისტორიულ კულტურულ ტურისტულ ადგილებს; ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა – 757,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტებისა და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა, სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების ორგანიზება. აღნიშნული პროგრამის განსახორციელებელად მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურთან ერთად ფუნქციონირებს ა(ა)იპ – სამუსიკო სკოლა და კულტურს სფეროს ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის შედეგად ახლადშექმნილი ა(ა)იპ – კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, რომლებიც მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერითა და საკუთარი შემოსულობების გამოყენებით ახორციელებენ სხვადასხვა სახის კულტურულ და სანახაობრივ ღონისძიებებს, როგორ მუნიციპალიტეტის ასევე ქვეყნის მასშტაბით. წარმატებით მონაწილეობენ რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში. ა(ა)იპ – სამუსიკო სკოლის მიზანია მომავალ თაობებს მისცეს სამუსიკო განათლება, აზიაროს კლასიკური მუსიკის უმდიდრეს შემოქმედებას, გააკეთილშობილოს ბავშვის სულიერი სამყარო და რაც მთავარია აღზარდოს კარგი მსმენელი. სკოლაში ფუნქციონირებს საფორტეპიანო, საორკესტრო (ვიოლინო) გიტარის, საესტრადო ვოკალის განყოფილებები. სკოლაში სწავლობს 90 მოსწავლე, სასწავლო პროცესს ემსახურება 9 პედაგოგი, სამუსიკო სკოლა ატარებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, კონცერტებს და მონაწილეობას ღებულობს მუსიკალურ კონკურსებში, მომავალ წელს დაგეგმილია ათამდე კონცერტის გამართვა. ა(ა)იპ – კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან ფუნქციონირენს სახალხო და თოჯინების თეატრი, რომლის მიზანია თეატრალური ტრადიციების შენარჩუნება და გაგრძელება, სახალხო თეატრის შემოქმედების წარმოჩენა, ახალგაზრდა თაობის თეატრალურ ხელოვნებასთან ზიარება, კონტაქტების დამყარება ქართულ და უცხოურ თეატრალურ დასთან. სახალხო თეატრის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის და თავისი არსებობის მანძილზე მრავალი წარმატება მოიპოვა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. თეატრს მიღებული აქვს რამოდენიმე გრან-პრი. თეატრი წარმოდგენებს მართავს როგორც მუნიციპალიტეტში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში და მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებში. 2010 წლიდან ხარაგაულში ფუნქციონირებს თოჯინების თეატრი, რომელმაც უკვე 7 პრემიერა გამართა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისათვის და უკვე ყავს 200-მდე მუდმივი მაყურებელი. 2019 წელს წარმოდგენილი იქნება სახალხო თეატრის ერთი და თოჯინების თეატრის ორი წარმოდგენა. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 3 კულტურის სახლი, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებები. კერძოდ, ქორეოგრაფიული წრე, ფოლკლორული ასნსამბლი, სახალხო თეატრი, თოჯინების თეატრი. 2018 წლის განმავლობაში არსებულ ცენტრში ხორციელედება სწავლების პროგრამები სადაც დადის 500 აღსაზრდელი და აგრეთე ფუნქციონირებს პროფესიონალური წრეები სადაც მოღვწეობს 1000 პირი. ა(ა)იპ – კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა ფესტივალებსა და ღონისძიებებში, რომლის ძირითადი მიზანია ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია, (ცეკვა, სიმღერა, ზეპირსიტყვიერება) ძველის მოძიება და მომავალი თაობებისათვის შენახვა, აღნიშნულის შესასრულებლად ახორცილებს პროექტს ,,მთაში დამალული მარგალიტები“. აწყობს გასვლით კონცერტებს მუნიციპალიტეტის სოფლებსა და სხვა რეგიონებში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მუნიციპალიტეტში წიგნის პროპაგანდასა და ინფორმაციული საზოგადოების შექმნასა და განვითარებაში, მასში გაერთიანებულია ცენტარლური და ტერიტორიულ ერთეულების ოცდასამი საბიბლიოთეკო განყოფილება უნიკალური წიგნადი ფონდებით; ცენტრალური ბიბლიოთეკა გადაქცეულია ინფორმაციის ცენტრად, სადაც უკვე რამდენიმე წელია ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით შეიქმნა ,,ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი“, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს ტექნოპარკთან, სადაც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები ეცნობიან თანამედროვე მიღწევებს, ბიბლიოთეკა ყოველწლიურად ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, ყველაზე პოპულარულია ,,შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“, ბიბლიოთეკა შეძლებისდაგვარად პერიოდულად ანახლებს საბიბლიოთეკო ფონდს. ცენტრში შემავალ ისტორიული მუზეუმს მასში დაცული საინტერესო მასალებით და ექსპოზიციით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების ისტორიის წარმოჩენის საკითხში, მუნიციპალიტეტში არის სულ 5 მუზეუმი, მუზეუმებში სულ განთავსებულია 170000 ექსპონანტი. მუზეუმში ვიზიტორთა რაოდენობა წელიწადში საშუალოდ შეადგენს 25000. მიზანშეწონილია მოხდეს ინტერიერის განახლება სტანდარტების შესაბამისად. საჭიროა განახლდეს მატერიალური ტექნიკური ბაზა. მიზანსეწონილია გადამზადდნენ მუზეუმის თანამშრომლები, მასში დაცულია 10 623 -ზე მეტი ექსპონატი. მუზეუმში ინახება არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული კოლექციებიის უნიკალური ნიმუშები, უამრავი ფოტომასალა, საეკლესიო ნივთები და წერილობითი ძეგლები. ტრადიციულად მუზეუმში ყოველ წელს ხორციელდება ათეულობით პროექტი და პროგრამა, ამჟამად მუზეუმს ესაჭიროება რეაბილიტაცია, კერძოდ სამეზეუმო ფონდებისა და ტენიანობის რეჟიმის მოწესრიგება და ექსპოზიციების ქიმიური ხსნარებით დამუშავება. ასევე ახალი ექსპოზიციის კონცეფციის შემუშავება, რათა გადაიქცეს თანამედროვეობის შესაბამის მუზეუმად. ცენტრთან არსებული ლიტერატურული თეატრის ძირითადი მიზანი არის მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების პოპულარიზაცია საქართველოს მასშტაბით, დიდებულ მამულიშვილთა ღვაწლის წარმოჩენა, კულტრული კონტაქტების გაღრმავება. თეატრი ყოველწლიურად ატარებს ლიტერატურული კონკურს ,, ოდეონს“ , სამხატვრო პლენერს და სხვადასხვა ლიტერატურულ სპექტაკლებს. გ) ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა – 50,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამას ახორციელებს ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი. პროგრამის ფარგლებში ხდება მუნიციპალიტეტის მიერ გამოცემული სხვადასხვა საკნონმდებლო აქტების გამოქვეყნების დაფინანსება, ყოველკვირეული გამოცემის საშუალებით ,,ახალი ხარაგაული“ ხდება მოსახლეობის ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული აქტივობების შესახებ. მასში განთავსებული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და ნორმატიული აქტები. ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი დატვირთვა და შეღავათია შორ მანძილზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია მათთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად; დ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება – 12,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსება, კერძოდ: ინტელექტუალური პროექტი „რა, სად, როდის“; პროექტი „თეატრი ყველა პატარას“, ქუთაისობის სახალხო დღესასწაული; შეხვედრა სკოლამდელი აღზრდის ღვაწლმოსილ პედაგოგებთან, ფესტივალი „იმერეთის ხმა“, მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნები, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში დამამთავრებელი ჯგუფების გამოსაშვები საღამოს აღნიშვნა, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული, იმერეთის თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობის მიღება, ქ. წყალტუბოში „რეტრო“ და ახალგაზრდულ ფესტივალებში მონაწილეობის მიღება, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, პროექტი „მრავალეთნიკური საქართველო“, შშმ პირებისათვის გასართობი ღონისძიებები, საახალწლო ღონისძიებები. ე) რელიგიის დაფინანსება – 70.0 ათასი ლარი (პროგრამულიკოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა გაეწევა დაბაში ახლად აშენებულ საკათედრო ტაძარს შიდა მოწყობითი სამუშაოების შესასრულებლად და საეკლესიო ინვენტარის შესაძენად. 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 892,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 00) პროგრამის აღწერა : მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. მოსალოდნელი შედეგი: ინფექციისა და სხვადასხვა დაავადებების მიმართ ინფორმირებული მოსახლეობა და ლიკვიდირებული დაავადებები; მოსახლეობის სოციალური დახმარების დროული ხელშეწყობა. ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება – 125,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში და ნაწილობრივ საკუთარი სასხრებიდან (ა)იპ – ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსებას, რათა განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები, კერძოდ, სამიზნე კონტინგენტის პროფილაქტიკური აცრებით მოცვა, იმუნიზაციის პროცესის დაგეგმვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მის განხორციელებაზე მეთვალყურეობა, რათა მიღწეული იქნეს ვაქცინაციით მართვად ინფექციებზე აცრებით მოცვის მაღალი მაჩვენებელი. ეპიდზედამხედველობა გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე და ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერი ინფექციური დაავადების შემთხვევაში კერის ეპიდ. კვლევა და ეპიდ. ზედამხედველობა, ინფექციის წყაროს დადგენა, დაავადების რეგისტრაცია და პრევენციული ღონისძიებების გატარება. ეპიდაფეთქების შემთხვევაში კერის კვლევა, საზღვრების დადგენა, ინფექცის წყაროს გამოვლინება და ზედამხედველობა. ფარისებრი ჯირკვლის აღმოჩენა სასკოლო ასაკში, სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში ბავშვთა გამოკვლევა პარაზიტული დაავადებების აღმოსაჩენად, მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა; ბ) სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) 767.0 ათასი ლარი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენების გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურეობის ხარჯების ანაზღაურება. მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და უსახლკაროთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სხვა სოციალურ ღონისძიებების გატარება, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. გ) უფასო სასადილოს დაფინანსება – სათნოების სახლი (პროგრამული კოდი 06 02 01) 93.0 ათასი ლარი ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მზრუნველობამოკლებული მოხუცების, ინვალიდებისა და მრავალშვილიანი ოჯახების ყოველდღიურ ერთჯერად კვებას გარდა კვირა დღისა, სასადილო ემსახურება 73 ბენეფიციარს, მუშაობს ყველა სადღესასწაულო დღეს და დღესასწაული აღინიშნება მცირედი საჩუქრებით. დ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო, ფინანსური და სხვადასხვა სახის დახმარებების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) – 550.0 ათასი ლარი, აქედან: დ.ა) ოპერაციის, მედიკამენტის, სამედიცინო კვლევის და მომსახურეობის დაფინანსება: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოპერაციებისა და სამედიცინო მომსახურეობის თანადაფინანსებას ერთჯერადად იმ თანხის 50%-მდე, რომელიც არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, თანადაფინანსება განისაზღვრება 101 ლარიდან არაუმეტეს 700 ლარამდე, ასევე, სამედიცინო კვლევის თანადაფინანსება 50%-მდე, არაუმეტეს 500 ლარისა. გამონაკლისის სახით, როდესაც პაციენტს გადასახდელი თანხა 2000 ლარზე მეტია, თანადაფინანსება გაიწევა 1000 ლარამდე. ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში დახმარება გაიწევა 1500 ლარამდე. ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებს მძიმე და ქრონიკული დაავადებებისას 150 ლარამდე ერთჯერად დახმარებას მედიკამენტების შესაძენად, კერძოდ: ა) ეპილეფსიის; ბ) პარკინსონის; გ) ბრონქიალური ასთმის; დ) 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს. დახმარება გაიწევა ბენეფიციარებზე, რომლებიც რომელებიც არ მონაწილეობენ მედიკამენტებით დახმარების სახელმწიფო პროგრამაში. დ.ბ) C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობა ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტში მცხოვრები С ჰეპატიტით დაავადებული პირებისათვის, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე აუცილებელი, დაავადების სტადიის განსასაზღვრი გამოკვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ბენეფიციარების დიაგნოსტირებისათვის სოციალურად დაუცველთა მომსახურება განისაზღვროს კვლევის 30%-ით, ხოლო დანარჩენი მოქალაქეებისათვის 70%-ით. დ.გ) უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ფინანსური დახმარება: ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, ერთჯერადად ფინანსურ დახმარებას. დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 100 ლარისა. დ.დ) 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარება: ქვეპროგრამის მიზანია ხანდაზმული მოქალაქეების პატივისცემა, მათი თანადგომა, მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა აქტუალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ ბენეფიციართა რაოდენობა ძალზე მცირეა. თანხა გაიცემა ყველა იმ ბენეფიციარზე, რომელსაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში შეუსრულდება 100 და მეტი წელი. დახმარების ოდენობა განისაზღვროს 500 ლარით. დ.ე) სოციალურად დაუცველი და/ან უპატრონო მიცვალებულთა დაკრძაქლვის დაფინანსება: პროგრამის მოსარგებლენი არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი გარდაცვლილთა ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 001-ს, მათი ოჯახებისათვის გაწეული ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება 200 ლარით. ასევე განხორციელდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება დაფინანსება. დ.ვ) შშმ 18 წლამდე ასაკის პირების დახმარება: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება უნარშეზღუდული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის თანადაფინანსება. ასევე, შშმ პირთა და მათი ოჯახების გარემოსთან ხელმისაწვდომობის, მათი საზოგადოებასთან ინტეგრაციის, ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების სხვა ღონისძიებები დ.ზ) სადღესასწაულო დღეების დახმარება: ქვეპროგრამის მიზანია სადღესასწაულო დღეებში საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის ფინანსური, მატერიალური და მორალური მხარდაჭერა. დ.თ) ჰემოდიალიზის სეანსებით მოსარგებლე ბენეფიციარების და ლეიკემიით დაავადებულთა დახმარება: ჰემოდიალიზით ჩანაცვლების სეანსებით მოსარგებლე ბენეფიციარები ტრანსპორტის ხარჯით უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100 ლარით, ხოლო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლეიკემიით დაავადებულ პირებს, მუნიციპალიტეტი წელიწადში გაუწევს 600 ლარის ოდენობით ფინანსურ დახმარებას. დ.ი) კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე 0-18 წლამდე ასაკის ბავშვების ელემენტით უზრუნველყოფა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე 0-18 წლამდე არასრულწლოვანი პირების ფუნქციური დამოუკიდებლობის და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, კოხლეარული იმპლანტის აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო კვების წყაროს ელემენტის შესაძენად ფინანსური დახმარება წელიწადში 1000 ლარამდე ოდენობით. დ.კ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარება: ქვეპროგრამის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა იმ ოჯახების დახმარება, რომლებზეც არ ვრცელდება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნები. დახმარება განისაზღვროს წელიწადში 2000 ლარამდე. დ.ლ) კომუნალური ხარჯებისათვის დახმარება: ქვეპროგრამის მოსარგებლენი არიან დიდი სამამულო ომის ვეტერანები, ზესტაფონის უსინათლოთა კავშირში გაერთიანებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსინათლოები და ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დევნილები. ომის ვეტერანთა და უსინათლოთა დახმარება განისაზღვრება თვეში 30 ლარით, ხოლო დევნილთა დახმარება 20 ლარის ოდენობით. დ.მ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება: ქვეპროგრამის მოსარგებლენი არიან მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 001-ს და რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი. დახმარება განისაზღვროს ოთხი ბავშვის შემთხვევაში წელიწადში ერთხელ 200 ლარით და ყოველ მომდევნო ბავშვზე დაემატოს 50 ლარი. დ.ნ) მარტოხელა მშობლების დახმარება: ქვეპროგრამის მოსარგებლენი არიან მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი. დახმარება განისაზღვროს წელიწადში ერთხელ 200 ლარით. დ.ო) მარჩენალდაკარგულთა დახმარება: ქვეპროგრამის მოსარგებლეა 21 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგული ბავშვი, რომელსაც გარდაცვლილი ჰყავს ერთ-ერთი ან ორივე მშობელი. დახმარება განისაზღვროს ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით თითოეულ შესაბამის ასაკამდე ბავშვზე. დ.პ) სხვადასხვა სოციალური ღონისძიებების ორგანიზება: სხვადასხვა ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, ღონისძიების ორგანიზება, ფასიანი საჩუქრების, გვირგვინების და თაიგულების შეძენა. ე) სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის ობიექტების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 03) 40.0 ათასი ლარი ვ)ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) 32.0 ათასი ლარი ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალშობილთა ოჯახების ერთჯერად დახმარებას. განისაზღვრო საბიუჯეტო წლის განმავლობაში დაბადებულ ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი დახმარებები: პირველი ბავშვის შეძენისას – 100 ლარი, მეორე ბავშვის შეძენისას –150 ლარი; მესამე ბავშვის შეძენისას -200 ლარი, მეოთხე ბავშვის შეძენისას – 250 ლარი, მეხუთე ბავშვის შეძენისას – 300 ლარი და ა. შ. ყოველი მომდევნო ბავშვის შეძენისას. ტყუპების შეძენის შემთხვევაში – 500 ლარი. ზ) ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) 2.0 ათასი ლარი ამ ქვეპროგრამით გაგრძელდება ომის ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო ხარჯის დაფინანსება 250 ლარის ოდენობით. თ) სტიქიით დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 06) 50.0 ათასი ლარი ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახთა ერთჯერადი დახმარება დაზიანების ხარისხის მიხედვით. დახმარების გაცემა მოხდება კომისიის დებულების შესაბამისად, სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეთა განცხადებების შემსწავლელი კომისიის წარდგინებით. ასევე განხორციელდება უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების მინიმალური საცხოვრებლით უზრუნველყოფა. 5. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 89.3 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 00) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა ტრანსპორტირების ღონისძიებები. ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა – 89.3 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის გამოკვლევის მიზნით მათი რესპუბლიკის სამედიცინო–საექსპერტო კომისიაზე და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, ასევე საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტში მობილიზებული წვევამდელების და რეზერვისტების ტრასპორტირება დისლოკაციის ადგილამდე. 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები – 2351, 0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 01 01) პროგრამა მოიცავს ადმინისტრაციული ხასიათის ღონისძიებებს და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, ამ პროგრამით ფინანსდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაწეული ხარჯები. ასვე მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს. |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები