დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 14 |
დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
მიღების თარიღი | 14/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 14/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 040170050.57.069.016148 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (14/12/2018 - 08/02/2019)
|
კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
|
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ პუნქტის, 202 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები“. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 26 დეკემბრის №18 ბრძანება; ბ) „ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 4 დეკემბრის №11 ბრძანება; გ) „სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 15 დეკემბრის №12 ბრძანება; დ) „A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 20 მარტი №2 ბრძანება; ე) „საბურავების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 ოქტომბრის №14 ბრძანება; ვ) „ვიდეოსამეთვალყურეო კამერების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 30 მარტის №8 ბრძანება; ზ) „უწყვეტი კვების წყაროების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 30 მარტის №9 ბრძანება; თ) „სხვადასხვა სახის პრინტერებისა და კარტრიჯების კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 11 აპრილის №10 ბრძანება; ი) „სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ივლისის №32 ბრძანება. 3. ნავთობპროდუქციის (საწვავის), სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების, A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდისა და საბურავების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერები ჩატარდეს ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებში მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, თუ ასეთი კონსოლიდირებული ტენდერები გამოცხადებულია არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა. 4. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი არ შედგება, დასრულდება უარყოფითი შედეგით ან შეწყდება, ახალი კონსოლიდირებული ტენდერი ჩატარდება ამ ბრძანებით დამტკიცებული „კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების“ შესაბამისად. 5. ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 14 დეკემბრიდან. |
|
კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები
|
მუხლი 1. მოქმედების სფერო1. „კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 202 მუხლის საფუძველზე და მისი მიზანია კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი. 2. კონსოლიდირებული ტენდერის შესყიდვის ობიექტი, კანონის შესაბამისად, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ და შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით. 3. იმ შემსყიდველი ორგანიზაციების წრე, რომელთათვისაც სავალდებულოა კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, განისაზღვრება შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ისაგან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის შესყიდვის შემთხვევებისა. 5. იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებზეც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სავალდებულოდ არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის შესასყიდად სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) დადების მიზნით სატენდერო კომისიის თანხმობის საფუძველზე შეუძლიათ მიმართონ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტ(ებ)ს. ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მათზე სრულად გავრცელდება ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნები. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა) – სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge, რომელიც უზრუნველყოფს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში; ბ) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება – სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების მიზნით, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების, აგრეთვე სატენდერო კომისიისა და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლ(ებ)ის ქმედებების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს სატენდერო პროცედურების ჩატარებას, შემსყიდველ ორგანიზაციებსა და მიმწოდებელს/მიმწოდებლებს შორის ხელშეკრულებების დადების პროცესის უზრუნველყოფას, დადებული ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაციასა და კონსოლიდირებული ტენდერის შემდგომ ადმინისტრირებას; გ) სატენდერო პროცედურები – პროცედურების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს კონსოლიდირებული ტენდერის შესაბამის ეტაპებს კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებიდან გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენის ჩათვლით; დ) სატენდერო კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენელი (შემდგომში – უფლებამოსილი წარმომადგენელი) – სისტემაში დადგენილი წესით დარეგისტრირებული (დამატებული) და მოქმედი ფიზიკური პირი, რომელიც მოქმედებს სატენდერო კომისიის სახელით; ე) სატენდერო პირობები – სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია შესყიდვის შესახებ, აგრეთვე შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის მიმართ სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი პირობების/მოთხოვნების ერთობლიობა; ვ) სატენდერო განცხადება – კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში განთავსებული განცხადება, რომელიც შეიცავს ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის სატენდერო პირობების ნაწილი; ზ) სატენდერო დოკუმენტაცია – სატენდერო განცხადებას თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს და ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის სატენდერო პირობების ნაწილი; თ) სატენდერო წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და სატენდერო პირობების შესაბამისად, კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, სატენდერო წინადადების ფასი ან/და შესყიდვის ობიექტის ნიმუში; ი) ტექნიკური დოკუმენტაცია – დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტისა და შესყიდვის ობიექტის შესახებ, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი. ტექნიკურ დოკუმენტაციას პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში; კ) სატენდერო წინადადების ფასი (შემდგომში – წინადადების ფასი) – ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული სატენდერო წინადადების ფასი, რომელსაც პრეტენდენტი უთითებს სისტემის შესაბამის ველში; ლ) შესყიდვის ობიექტის ნიმუში (შემდგომში – ნიმუში) – ნიმუში, რომელიც სატენდერო კომისიას, ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და სატენდერო პირობების შესაბამისად, წარედგინება მატერიალური სახით, ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული შესყიდვის ობიექტის ან მისი კომპონენტის აღწერის, ასევე მისაწოდებელი საქონლის ან მისი კომპონენტის (მათ შორის, მომსახურების შემადგენელი საქონლის) სატენდერო პირობებთან და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; მ) კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობის სტატუსი (შემდგომში – ტენდერის სტატუსი) უფლებამოსილი წარმომადგენლის ქმედების შედეგად ან სისტემის მეშვეობით კონსოლიდირებული ტენდერისთვის მინიჭებული, სისტემაში არსებული სტატუსი, რომელიც ასახავს კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს; ნ) ელექტრონული ვაჭრობა – კონსოლიდირებული ტენდერის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს შეუძლია შეამციროს წინადადების ფასი კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვების მოპოვების მიზნით. ელექტრონული ვაჭრობა მოიცავს ძირითად დროსა და დამატებით რაუნდებს. ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში კონსოლიდირებული ტენდერი შესაძლებელია არ მოიცავდეს ელექტრონულ ვაჭრობას ან ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს; ო) ელექტრონული ვაჭრობის ძირითადი დრო (შემდგომში – ძირითადი დრო) – ელექტრონული ვაჭრობის შემადგენელი პერიოდი კონსოლიდირებულ ტენდერში წინადადებების მიღების დაწყებიდან სატენდერო განცხადებაში მითითებული სატენდერო წინადადებების მიღებისთვის განკუთვნილი ვადის დასრულებამდე; პ) ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდები (შემდგომში – დამატებითი რაუნდები) – ელექტრონული ვაჭრობის შემადგენელი პერიოდი – სამი დამატებითი რაუნდი, რომელიც იწყება ძირითადი დროის დასრულებიდან ხუთი წუთის გასვლისთანავე. დამატებით რაუნდებს შორის იმართება ორწუთიანი შესვენება. თითოეულ დამატებით რაუნდში პრეტენდენტს უფლება აქვს, მხოლოდ ერთხელ შეამციროს წინადადების ფასი, რისთვისაც თითოეულ პრეტენდენტს განესაზღვრება ორი წუთი; ჟ) კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადა – სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოქმედებს გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება და შესაძლებელია შემსყიდველ ორგანიზაციებსა და გამარჯვებულ პრეტენდენტ(ებ)ს შორის ხელშეკრულების დადება; რ) სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია (შემდგომში – ელექტრონული გარანტია) – სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ სააგენტოსთვის სისტემის მეშვეობით წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, რომლის სავალდებულოობა და ოდენობა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით; ს) ელექტრონული გარანტიების რეესტრი – საბანკო დაწესებულების ან/და სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული ელექტრონული გარანტიების მონაცემთა ბაზა; ტ) კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემა – კონსოლიდირებული ტენდერებისთვის შექმნილი პორტალი https://ctd.spa.ge, რომელიც უზრუნველყოფს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას, გაცვლას, დამუშავებას, ანგარიშგებას, გარკვეული შესყიდვისთვის ნებართვის აღებასა და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტს; უ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. 2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, ასევე, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, კანონის საფუძველზე გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში. მუხლი 3. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების მეთოდები1. კონსოლიდირებული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს: ა) მეთოდით, რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს; ბ) მეთოდით, რომელიც არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს; გ) მეთოდით, რომელიც არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის გამართვას. 2. კონსოლიდირებული ტენდერის შესაბამისი მეთოდით ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია. მუხლი 4. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების პრინციპებიკონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისას უნდა იყოს დაცული შემდეგი პრინციპები: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა; ბ) შესყიდვის მონაწილეთა შორის ჯანსაღი კონკურენცია; გ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომა და თანასწორი მოპყრობა; დ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ პროპორციული მოთხოვნების დადგენა; ე) საჯაროობა და გამჭვირვალობა. მუხლი 5. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები1. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისას, კანონის მე-8 მუხლისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის თავისებურებათა გათვალისწინებით, უნდა იყოს დაცული კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები. 2. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისას გამოიყენება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-5 მუხლით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები. მუხლი 6. სატენდერო კომისია1. კონსოლიდირებულ ტენდერს ატარებს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სატენდერო კომისია. 2. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში – მისი დავალებით ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მოადგილის/მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის დავალებით სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი. 3. სატენდერო კომისიის სხდომაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს სატენდერო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სატენდერო კომისიის ყველა დამსწრე წევრი, აგრეთვე სხდომის მდივანი. 4. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 5. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. 6. სატენდერო კომისიის სხდომას იწვევს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი. 7. ორგანიზაციული და ტექნიკური ტიპის ან/და ხელშეკრულების შესრულების პროცესში მიმდინარე საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც არ საჭიროებს სატენდერო კომისიის სხდომის მოწვევას, გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 8. სატენდერო კომისიის ნებისმიერი სხდომის ოქმი, გარდა სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმისა, სისტემაში უნდა აიტვირთოს ხელმოწერისთანავე. 9. სატენდერო კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს სააგენტო. 10. სატენდერო კომისიასთან ნებისმიერი მიმოწერა შესაძლებელია წარიმართოს კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება, შესაბამისად, მისი სისტემაში ატვირთვის ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნის მომენტიდან. მუხლი 7. განმარტების მიღების უფლება1. კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებიდან კონსოლიდირებულ ტენდერში წინადადებების მიღების დაწყებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სატენდერო კომისიას, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოსთხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია ვალდებულია, კითხვის დასმიდან გონივრულ ვადაში, გააკეთოს შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა. 2. წინადადებების მიღების დასრულების შემდეგ გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება აქვს: ა) ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს – თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით; ბ) ყველა პრეტენდენტს – თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისია ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაში. მუხლი 8. კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტასატენდერო კომისია უფლებამოსილია, გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს სატენდერო პროცედურები, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ანდა ამ წესის მე-17 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მუხლი 9. სისტემის გაუმართაობა1. თუ სისტემაში არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო პრეტენდენტი ვერ ახერხებს კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენას, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამის კონსოლიდირებულ ტენდერ(ებ)ში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადის სათანადო პერიოდით გაგრძელების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადა, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გაგრძელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის შესაბამისად. მუხლი 10. სატენდერო პირობები1. სატენდერო პირობებს ამტკიცებს სატენდერო კომისია. 2. სატენდერო პირობების პროექტს შეიმუშავებს, სატენდერო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს, დამტკიცებულ სატენდერო პირობებს სისტემაში განათავსებს და კონსოლიდირებულ ტენდერს აცხადებს სააგენტო. 3. სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი უნდა განთავსდეს სისტემაში სატენდერო პირობებთან ერთად. 4. სატენდერო განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) შესყიდვის ტიპს (რომელი მეთოდით ტარდება კონსოლიდირებული ტენდერი); ბ) სატენდერო განცხადების ნომერს; გ) ტენდერის სტატუსს; დ) შესყიდვის გამომცხადებელს; ე) კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების თარიღს ზუსტი დროის მითითებით; ვ) სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღს ზუსტი დროის მითითებით; ზ) სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების თარიღს ზუსტი დროის მითითებით; თ) შესყიდვის დაფინანსებას (შესყიდვის წელი); ი) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას; კ) მითითებას, სატენდერო წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დღგ-ის გარეშე თუ მისი ჩათვლით; ლ) კლასიფიკატორის დანაყოფსა და მის შესაბამის CPV კოდს; მ) შესყიდვის შესაძლო ყველაზე დეტალურ ობიექტსა და მის შესაბამის CPV კოდს (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში, მიეთითება მისი მომდევნო ზედა იერარქიული დონე); ნ) შესყიდვის ობიექტის საორიენტაციო რაოდენობას/მოცულობას; ო) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას; პ) ბიჯის ოდენობას (არსებობის შემთხვევაში); ჟ) იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელსა და გვარს, რომელმაც განათავსა სატენდერო განცხადება სისტემაში, განთავსების თარიღისა და ზუსტი დროის მითითებით. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სატენდერო განცხადებაში ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით. 6. სატენდერო განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შესაძლებელია გამოიყენოს სატენდერო პირობების დამატებითი აღწერის მიზნით. 7. სატენდერო განცხადებაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და ბიჯის ოდენობა შესაძლებელია მითითებულ იქნეს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. 8. სატენდერო განცხადებასთან ერთად აუცილებელია სისტემაში განთავსდეს სატენდერო დოკუმენტაცია. 9. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) იმ შემსყიდველი ორგანიზაციების წრეს, რომელთათვისაც სავალდებულოა კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება; ბ) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი; გ) მეთოდ(ებ)ს ან/და პირობას/პირობებს, რომლ(ებ)ითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება; დ) შესასყიდი საქონლის საორიენტაციო რაოდენობას ან მომსახურების საორიენტაციო მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას; ე) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სრულ აღწერას; ვ) ელექტრონული გარანტიის ოდენობას (არსებობის შემთხვევაში); ზ) ნიმუშის წარდგენის წესს (არსებობის შემთხვევაში); თ) შერჩევა-შეფასებისა და გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენის წესს; ი) ხელშეკრულების პროექტს; კ) ხელშეკრულების დადების წესს; ლ) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებასა და პროცედურას; მ) ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას. 10. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, წინადადებების მიღების დაწყებამდე შეცვალოს სატენდერო პირობები. დაუშვებელია კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების მეთოდისა და შესყიდვის ობიექტის ცვლილება. 11. სატენდერო პირობებში ცვლილება შეიტანება სატენდერო პირობების დამტკიცებისთვის ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. მუხლი 11. სატენდერო წინადადების წარდგენა1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენა შეუძლია წინადადებების წარდგენის ეტაპზე. სატენდერო წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით, ელექტრონული გარანტიის (არსებობის შემთხვევაში) წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ. 2. სატენდერო წინადადების წარდგენამდე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, გაეცნოს სატენდერო პირობებს. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო პირობებს. 3. სატენდერო წინადადების წარდგენის დროს პრეტენდენტმა, უპირველეს ყოვლისა, სისტემაში უნდა ატვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია. ამის შემდეგ, თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი (ეროვნულ ვალუტაში), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. 4. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, დღგ-ის გადამხდელი პრეტენდენტი სატენდერო წინადადებას წარადგენს დღგ-ის გარეშე ან მისი ჩათვლით, იმისდა მიხედვით, თუ რა მითითებას შეიცავს სატენდერო განცხადება დღგ-სთან დაკავშირებით. პრეტენდენტი, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, სატენდერო წინადადებას წარადგენს დღგ-ის გარეშე, მიუხედავად იმისა, თუ რა მითითებას შეიცავს სატენდერო განცხადება დღგ-სთან დაკავშირებით. თუ სატენდერო განცხადებით გათვალისწინებულია სატენდერო წინადადების დღგ-ის გარეშე წარმოდგენა, პრეტენდენტი სატენდერო წინადადებას წარადგენს დღგ-ის გარეშე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი. ასეთ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის დღგ-ის გადამხდელი, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა. პრეტენდენტის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით. 5. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, წინადადების ფასის მითითების შემდეგ, პრეტენდენტს უფლება არ აქვს, შეცვალოს, დაამატოს ან წაშალოს ტექნიკური დოკუმენტაცია. 6. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, სატენდერო წინადადების წარდგენისთანავე, პრეტენდენტს სისტემის მეშვეობით ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ ვაჭრობაში. 7. სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 8. გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტს უფლება აქვს, უარი თქვას სატენდერო წინადადებაზე. ძირითად დროში ან დამატებით რაუნდებში პრეტენდენტი სატენდერო წინადადებაზე უარს ამბობს სისტემის მეშვეობით. ძირითადი დროის ან დამატებითი რაუნდების დასრულების შემდეგ სატენდერო წინადადებაზე უარის თქმის შემთხვევაში პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. სატენდერო წინადადებაზე უარის თქმა იწვევს ამ წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგს. 9. კონსოლიდირებულ ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის საკითხი, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, წესრიგდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 12. საფასური1. სატენდერო წინადადების წარდგენის საფასურის ოდენობა განისაზღვრება კანონის 191 მუხლის შესაბამისად. 2. საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, სისტემის მეშვეობით, ელექტრონული გარანტიის (არსებობის შემთხვევაში) წარდგენის შემდეგ და ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვამდე. 3. გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფასური შეცდომით გადახდილია განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და განსაზღვრულ განაკვეთს შორის. 4. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა, შესაბამისი საფუძვლის მითითებითა და თანდართული დოკუმენტაციით, სააგენტოს წარედგინება თანხის შეცდომით გადახდიდან სამი თვის ვადაში. სააგენტო მოთხოვნას იხილავს ერთი თვის ვადაში. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს თანხა უბრუნდება 10 სამუშაო დღის ვადაში. სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ზედმეტად გადახდილი თანხა არ ბრუნდება. ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია. მუხლი 13. ელექტრონული გარანტია1. თუ სატენდერო დოკუმენტაცია ითვალისწინებს ელექტრონული გარანტიის წარდგენას, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი გარანტიას წარადგენს სისტემის მეშვეობით, საფასურის გადახდამდე. 2. ელექტრონული გარანტიის ბენეფიციარი/მიმღები არის სააგენტო. 3. ელექტრონული გარანტია უნდა მოქმედებდეს სატენდერო წინადადების წარდგენიდან კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში. 4. პრეტენდენტს უბრუნდება ელექტრონული გარანტია კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების მთელი ვადის გასვლის შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. პრეტენდენტი კარგავს ელექტრონულ გარანტიას ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ შემთხვევაში: ა) იგი ელექტრონულ ვაჭრობაში უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე ან მიიღებს დისკვალიფიკაციას სატენდერო წინადადებაზე უარის თქმის გამო; ბ) იგი მიიღებს დისკვალიფიკაციას გამარჯვებულად გამოვლენის მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო; გ) იგი უარს განაცხადებს ხელშეკრულების გაფორმებაზე ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელიც მიმართავს მას აღნიშნულის თაობაზე. 6. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული გარანტია პრეტენდენტს დაუბრუნდება ამ მუხლით დადგენილი პირობების დარღვევით, იგი ვალდებულია დაუბრუნოს სააგენტოს ელექტრონული გარანტიის თანხა შესაბამისი მოთხოვნისთანავე. 7. გარანტი ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნისთანავე, უზრუნველყოს გარანტიების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული ელექტრონული გარანტიის შესრულების ან გარანტიით გათვალისწინებულ უფლებაზე უარის თქმის შესახებ სისტემის მეშვეობით სააგენტოს მიერ ელექტრონული შეტყობინების სახით გაგზავნილი მოთხოვნის შესრულება. მუხლი 14. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება მეთოდით, რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს1. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, ძირითადი დროის განმავლობაში პრეტენდენტი უფლებამოსილია, რამდენჯერმე შეამციროს წინადადების ფასი, წინა შეთავაზებულ ფასთან შედარებით არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით. 2. დამატებით რაუნდებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ პრეტენდენტს, რომელმაც ძირითად დროში, დადგენილი წესით, წარადგინა სატენდერო წინადადება. პირველ დამატებით რაუნდში შეთავაზების რიგითობა განისაზღვრება პრეტენდენტთა მიერ ძირითად დროში წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით, კერძოდ, პირველ დამატებით რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ძირითად დროში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა, ხოლო ყოველ მომდევნო რაუნდში – ის პრეტენდენტი, რომელმაც წინა რაუნდში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა. წინადადების თანაბარი ფასების დაფიქსირების შემთხვევაში, რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ბოლომ დააფიქსირა ასეთი ფასი. დამატებით რაუნდებში მონაწილეობა სავალდებულო არ არის. 3. სისტემა ძირითად დროში უზრუნველყოფს პრეტენდენტების რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებების ანონიმურობას. პრეტენდენტების რაოდენობა და წინადადების ფასები საჯარო ხდება დამატებითი რაუნდების დაწყების მომენტიდან. პრეტენდენტთა ვინაობა და ტექნიკური დოკუმენტაცია საჯარო ხდება დამატებითი რაუნდების დასრულებისთანავე. 4. დამატებითი რაუნდების დასრულებისთანავე სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს პრეტენდენტთა (არსებობის შემთხვევაში) რიგითობას ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტი სისტემაში მიუთითებს წინადადების ყველაზე დაბალ თანაბარ ფასს, სისტემა ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა ყველაზე დაბალი წინადადების ფასი. 5. თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას, სატენდერო კომისია აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში) ან იღებს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ წესის მე-17 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად. მუხლი 15. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება მეთოდით, რომელიც არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს1. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, ელექტრონული ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ ძირითად დროში. წინადადების ფასის დაფიქსირების შემდეგ პრეტენდენტს უფლება აქვს, ძირითადი დროის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ შეამციროს წარდგენილი წინადადების ფასი არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით. 2. ძირითად დროში სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებების ანონიმურობას. ძირითადი დროის დასრულებისთანავე საჯარო ხდება მხოლოდ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება. პრეტენდენტთა რაოდენობა, სხვა პრეტენდენტების ვინაობა და მათი სატენდერო წინადადებები საჯარო ხდება მხოლოდ გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის შემთხვევაში, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისთანავე. 3. ძირითადი დროის დასრულებისთანავე აგრეთვე საჯარო ხდება იმ პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება, რომელიც ძირითად დროში უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე (არსებობის შემთხვევაში). 4. ძირითადი დროის დასრულებისთანავე სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს პრეტენდენტთა (არსებობის შემთხვევაში) რიგითობას ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტი სისტემაში მიუთითებს წინადადების ყველაზე დაბალ თანაბარ ფასს, სისტემა ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა ყველაზე დაბალი წინადადების ფასი. 5. თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას, სატენდერო კომისია აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში), რომლის ვინაობა და სატენდერო წინადადება საჯარო ხდება კონსოლიდირებული ტენდერიდან წინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისთანავე ან იღებს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ წესის მე-17 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად. მუხლი 16. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება მეთოდით, რომელიც არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის გამართვას1. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარდგენით ეთანხმება სატენდერო განცხადებაში მითითებულ ფიქსირებულ ფასს. 2. წინადადებების წარდგენის ეტაპზე სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებების ანონიმურობას. პრეტენდენტთა რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებები საჯარო ხდება წინადადებების წარდგენის ეტაპის დასრულებისთანავე. 3. წინადადებების წარდგენის ეტაპის დასრულებისთანავე აგრეთვე საჯარო ხდება იმ პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება, რომელიც წინადადებების წარდგენის ეტაპზე უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე (არსებობის შემთხვევაში). 4. წინადადებების წარდგენის ეტაპის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია აფასებს კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში). მუხლი 17. პრეტენდენტთა შეფასება1. სატენდერო კომისია პრეტენდენტებს აფასებს მათ მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებების მიხედვით, ამ წესისა და სატენდერო პირობების შესაბამისად. 2. დაუშვებელია პრეტენდენტს მოეთხოვოს ისეთი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც არ ყოფილა გათვალისწინებული სატენდერო პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან. 3. დაუშვებელია პრეტენდენტს ხარვეზად ჩაეთვალოს ისეთი გარემოება, რომელიც არ ყოფილა გათვალისწინებული სატენდერო პირობებით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ხსენებული გარემოების ხარვეზად ჩათვლა პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან. 4. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისია მიმართავს პრეტენდენტს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი წესით, რისთვისაც განუსაზღვრავს მას სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ვადას. სატენდერო კომისია ვალდებულია, ზუსტად მიუთითოს პრეტენდენტს დასაზუსტებელი პოზიციის/ნაწილის შესახებ. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო კომისიას წარედგინება სისტემის მეშვეობით. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრეტენდენტი, რომელიც არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. 8. თუ სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას, სატენდერო კომისია პრეტენდენტს მიმართავს ნიმუშის წარდგენის მოთხოვნით სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი წესით, რისთვისაც მას განუსაზღვრავს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ვადას. პრეტენდენტი, რომელიც არ წარადგენს ნიმუშს დადგენილ ვადაში ან რომლის მიერ წარდგენილი ნიმუში არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. 9. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია და ნიმუში არ ექვემდებარება დაზუსტებას. 10. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, გამარჯვებულად ვლინდება ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი, რომლის სატენდერო წინადადება სრულად შეესაბამება სატენდერო პირობებს. 11. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, გამარჯვებულად ვლინდება ყველა პრეტენდენტი, რომლის სატენდერო წინადადება სრულად შეესაბამება სატენდერო პირობებს. 12. პრეტენდენტი, რომელიც გამარჯვებულად გამოვლენის მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. 13. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, სატენდერო კომისია აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში) ან იღებს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას. მუხლი 18. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს შემსყიდველ ორგანიზაციებსა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პრეტენდენტ(ებ)ს შორის, სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე, სატენდერო პირობებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შესაბამისად, გარდა ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. გამარჯვებული პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულება დადოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება. 3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები. დაუშვებელია ხელშეკრულებაში ისეთი დამატებითი პირობების გათვალისწინება, რომლებიც არ ყოფილა მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში. 4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების დადების თაობაზე გამარჯვებულ პრეტენდენტს მიმართოს წერილობითი ფორმით. 5. ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენაზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე. ხელშეკრულებას არ სჭირდება თარგმნა, თუ იგი იდება ერთ დოკუმენტად, პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზე. 6. კანონისა და ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. 7. თუ კონსოლიდირებულ ტენდერში არ გამოიყენება ელექტრონული გარანტია, ხელშეკრულების დადების უზრუნველყოფის მიზნით, სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებელია ითვალისწინებდეს გამარჯვებული პრეტენდენტის ვალდებულებას, რომ მან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, გადაიხადოს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული თანხა, იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს ხელშეკრულების გაფორმებაზე ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელიც მიმართავს მას აღნიშნულის თაობაზე. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში. პირგასამტეხლოს გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე. პირგასამტეხლოს გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, იმოქმედოს ამ წესის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. მუხლი 19. არაგამარჯვებულ პრეტენდენტთან (მიმწოდებელთან) ხელშეკრულების დადება1. სატენდერო დოკუმენტაცია, ამ მუხლის შესაბამისად, შესაძლებელია ითვალისწინებდეს ხელშეკრულების არაგამარჯვებულ პრეტენდენტთან (მიმწოდებელთან) დადების შესაძლებლობას. 2. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, არაგამარჯვებული პრეტენდენტისგან (მიმწოდებლისგან) სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით, მიმართავს სატენდერო კომისიას. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, შესყიდვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ნავთობპროდუქციის (საწვავის) შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში, სახელმწიფო შესყიდვისთვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, უფლებამოსილია სატენდერო კომისიის თანხმობის საფუძველზე, კონკრეტული შესყიდვის აუცილებლობისთვის საჭირო მოცულობის შესაბამისი მარკის საწვავი შეისყიდოს არაგამარჯვებული პრეტენდენტისგან (მიმწოდებლისგან), რომელიც ბაზრის კვლევის შედეგად შესთავაზებს მას ყველაზე დაბალ ფასს, თუ ერთდროულად კმაყოფილდება შემდეგი პირობები: ა) შემსყიდველი ორგანიზაცია გამარჯვებული პრეტენდენტის ავტოგასამართი სადგურიდან დაშორებულია 15 კმ-ზე მეტი მანძილით; ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი მარკის საწვავის გამარჯვებული პრეტენდენტისგან შესყიდვა გამოიწვევს უფრო მეტ დანახარჯს, ვიდრე ამ საწვავის არაგამარჯვებული პრეტენდენტისგან (მიმწოდებლისგან) შესყიდვა. მუხლი 20. ანგარიშსწორების პირობები1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. 2. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წესი და ანგარიშსწორების ვადები განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით. მუხლი 21. საწვავის ფასის განსაზღვრა და ანგარიშსწორების პირობები1. ნავთობპროდუქციის (საწვავის) შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების ფასიდან გამოითვლება Z აშშ დოლარში (ტრანსპორტირებასთან, ლოგისტიკასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ზედნადები ხარჯები და საწარმოს მოგება) შემდეგი ფორმულის მეშვეობით: , სადაც ცვლადების აღნიშვნა შემოღებულია შემდეგნაირად: Cbid – ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი 1 ლიტრ შესაბამისი მარკის საწვავზე (ლარში); Rnov – აშშ დოლართან მიმართებით ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დამთავრების წინა თვის საშუალო არითმეტიკული; D – მიმწოდებლის სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი შესაბამისი მარკის საწვავის სიმკვრივის მაჩვენებელი (გრ/სმ3); Pnov – PLATTS EUROPEAN MARKETSCAN-ის FOB Med (Italy) ბირჟაზე დაფიქსირებული (გამოქვეყნებული) შესაბამისი მარკის საწვავის ერთი მეტრული ტონის კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დამთავრების წინა თვის საშუალო არითმეტიკული ფასი აშშ დოლარში (შემდგომში – პლაცის ნიშნული); Anov – კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დამთავრების წინა თვეში ერთ მეტრულ ტონა შესაბამისი მარკის საწვავზე აქციზის ოდენობა ლარებში. Z და D სიდიდეები უცვლელია სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ვადით. 2. მიმწოდებელი ყოველი მიმდინარე კალენდარული თვისათვის განსაზღვრავს 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ნომინალურ ღირებულებას (შემდგომში – ნომინალური ღირებულება – Cnom) შემდეგი ფორმულის მეშვეობით: , სადაც: P და R წარმოადგენს ყოველი მიმდინარე თვის წინა კალენდარული თვის შესაბამისი მონაცემების საშუალო არითმეტიკულ სიდიდეებს, A – მიმდინარე თვისთვის მოქმედ ერთ მეტრულ ტონა შესაბამისი მარკის საწვავზე აქციზის ოდენობას ლარებში, 18% – დღგ, ხოლო Z და D – ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გამარჯვებული სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ უცვლელ სიდიდეებს. 3. ნავთობპროდუქციის (საწვავის) ფასის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მისი ღირებულების საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე (P), აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე (R) ან/და ერთ მეტრულ ტონა საწვავზე აქციზის ოდენობაზე დამოკიდებულების გამო, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას ყოველთვიურად წარუდგინოს ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით გამოთვლილი მიმდინარე თვის განმავლობაში მისაწოდებელი საქონლის ერთეულის ფასი (მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი – C1). 4. კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადის პირველი თვის სახელშეკრულებო ფასი განისაზღვრება ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის საბოლოო ფასის (Cbid) ტოლი სიდიდით. ყოველი მომდევნო თვის სახელშეკრულებო ფასი კი განისაზღვრება 1 ლიტრი საწვავის ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით. მიმწოდებელი, ითვალისწინებს პლაცის ნიშნულისა და სავალუტო კურსის ცვალებადობას და ყოველი კალენდარული თვის პირველ რიცხვში, განსაზღვრავს 1 ლიტრი საწვავის მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასს შემდეგი პრინციპის მიხედვით: იმ შემთხვევაში, თუ P-სა და R-ის ცვლილება იწვევს ფორმულით გაანგარიშებული 1 ლიტრი საწვავის ნომინალური ღირებულების (Cnom) სამზე ნაკლები პროცენტული ოდენობით ცვლილებას წინა თვის სახელშეკრულებო ფასთან მიმართებაში, მაშინ მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი უდრის წინა თვის სახელშეკრულებო ფასს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ P-სა და R-ის ცვლილება იწვევს ფორმულით გაანგარიშებული 1 ლიტრი საწვავის ნომინალური ღირებულების (Cnom) სამი ან მეტი პროცენტული ოდენობით ცვლილებას წინა თვის სახელშეკრულებო ფასთან მიმართებაში, მაშინ მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი უტოლდება ფორმულით გაანგარიშებული მიმდინარე თვის ნომინალურ ფასს. 5. მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასის საფუძველზე დადგენილი საანგარიშსწორებო ფასის (C2) მიხედვით, უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. 6. საანგარიშსწორებო ფასის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები: ა) საბარათე სისტემის ან/და ისეთი სისტემის მეშვეობით საწვავის შესყიდვის შემთხვევაში, რომელიც ფიზიკურად უზრუნველყოფს ავტოგასამართი სადგურის პისტოლეტისა და ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზის ერთმანეთთან დაკავშირებასა და იდენტიფიცირებას, რის შედეგადაც უზრუნველყოფს მიმწოდებლის ავტოგასამართ სადგურზე საწვავის ჩასხმას მხოლოდ ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზში (შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე მყოფი ავტომანქანა, რომელიც აღჭურვილია ავტომანქანის გამართვისა და ავტომატური იდენტიფიცირების სისტემის – აგაის კომპონენტებით), მიმწოდებელი ყოველთვიურად წარუდგენს შემსყიდველ ორგანიზაციას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას მიმდინარე თვის განმავლობაში მიწოდებულ საწვავზე, თვის ბოლოს. ასეთი შესყიდვის შემთხვევაში, საანგარიშსწორებო ფასის განსაზღვრისას, მხარეები ითვალისწინებენ შემდეგ გარემოებას: საანგარიშსწორებო ფასი უნდა იყოს მიმდინარე თვის განმავლობაში მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული ერთი ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ფასების საშუალო არითმეტიკულ ოდენობაზე (CAV) სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ოდენობით ნაკლები; ბ) არასაბარათე სისტემით საწვავის შესყიდვისას, საწვავის გატანის დღეს, მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს ერთჯერადად გასატანი შესაბამისი მარკის საწვავის მიხედვით გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურას. საანგარიშსწორებო ფასი გამოითვლება ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით განსაზღვრული საანგარიშსწორებო ფასის მიხედვით, რომელიც უნდა იყოს საწვავის მოთხოვნის დღისათვის მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებულ ფასზე სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ოდენობით ნაკლები. 7. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში დაადასტუროს ან უარი თქვას ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებაზე შესაბამისი დასაბუთებით. არასაბარათე, საბარათე ან აგაი სისტემის მეშვეობით შესაბამისი მარკის საწვავის მიწოდებისას ანგარიშსწორება განხორციელდება ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. 8. მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს სატენდერო კომისიას წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული P და R და მათ საფუძველზე გამოთვლილი 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი (C1), რომელიც დაუყოვნებლივ უნდა განთავსდეს მიმწოდებლის ოფიციალურ ვებგვერდზე. 9. მიმწოდებელმა ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე უნდა განათავსოს ინფორმაცია მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ყოველდღიური ფასის შესახებ იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადაში თითოეული დღის ფასის ნახვა. მიმწოდებელმა ასევე ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში უნდა მიაწოდოს სატენდერო კომისიას ინფორმაცია მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ყოველდღიური ფასის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. 10. მიმწოდებელი პასუხისმგებელია საწვავის ფასთან დაკავშირებით წარმოდგენილი, ასევე მის ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის სისწორეზე. მუხლი 22. ვალდებულებების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება1. მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით. 2. სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მითითების გაცემის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგადაც მიმწოდებელს დაეკისრება შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდა (არსებობის შემთხვევაში). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, იმსჯელოს კონსოლიდირებული ტენდერის მთლიანად, ხოლო თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით – ნაწილობრივ, კონკრეტულ მიმწოდებელთან მიმართებით შეწყვეტის თაობაზე, აგრეთვე ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების ან შესყიდვის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობაზე. კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში, თუ სატენდერო კომისია არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას, იგი მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით. |
დოკუმენტის კომენტარები