დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-1009 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340050000.22.023.016555 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (17/12/2018 - 24/02/2022)
|
ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ
|
„ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის 336 მუხლის 12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული - ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
|
ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის (შემდგომში-წესი) მიზანია ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის დადგენილი წესების დარღვევის გამოვლენის უზრუნველყოფა და მათზე რეაგირება.
2. ეს წესი ადგენს სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების პრინციპებს, ობიექტებს და განმახორციელებელი პირის უფლება- მოვალეობებს. |
მუხლი 2.
სახელმწიფო ზედამხედველობა |
1. სახელმწიფო ზედამხედველობა არის პროცედურა, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სფეროში ღვინის კომპანიის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.
2. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში-სააგენტო). |
მუხლი 3.
სახელმწიფო ზედამხედველობა და საქმიანობის წესი |
1. სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.
2. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტში მითითებული უნდა იყოს: ა) ზედამხედველობის განმახორციელებელი პირ(ებ)ის (შემდგომში-უფლებამოსილი პირი) სახელი, გვარი, თანამდებობა; ბ) ღვინის კომპანიის (იურიდიული და ფიზიკური პირი) დასახელება; გ) იმ ობიექტის დასახელება, რაზედაც უნდა განხორციელდეს ზედამხედველობა. ეს ობიექტებია: გ.ა) ვაზის ჯიში; გ.ბ) ვაზის საძირეთა და სანამყენეთა სადედეები; გ.გ) ვაზის სამყნობი და სარგავი მასალა; გ.დ) ღვინის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტისა და სპირტიანი სასმელების ნაშთები და მათი წარმოების ტექნოლოგიური პროცესები; გ.ე) მეღვინეობაში გამოყენებული მასალები და ნივთიერებები; გ.ვ) ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის წესით გათვალისწინებული დოკუმენტაცია; გ.ზ) ლაბორატორიული ჟურნალები. დ) ზედამხედველობის განხორციელების ვადა. 3. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს შეამოწმოს: ა) საძირეთა და სანამყენეთა სადედეები, სამყნობი და სარგავი მასალები, მათი წარმოების პროცესები და შესაბამისი ჩანაწერები; ბ) ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის წესით გათვალისწინებული დოკუმენტაცია; გ) ლაბორატორიული ჟურნალები; დ) ღვინის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის და სპირტიანი სასმელების ნაშთები, მათი წარმომავლობა, წარმოების საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესები, გამოყენებული მასალები და ნივთიერებები. 4. უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) შეამოწმოს მხოლოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ზედამხედველობის ობიექტები; ბ) შემოწმების დროს იხელმძღვანელოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მოქმედი წარმოების წესებით, რეგლამენტებით და ღვინის კომპანიის ტექნოლოგიური ინსტრუქციებით; გ) სახელმწიფო ზედამხედველობის შედეგები ასახოს სახელმწიფო ზედამხედველობის აქტში - დანართი №1. |
მუხლი 4.
ღვინის კომპანიის ვალდებულება |
ღვინის კომპანია ვალდებულია ხელი შეუწყოს უფლებამოსილ პირს ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში და წარუდგინოს მოთხოვნილი მონაცემები. |
მუხლი 5.
სახელმწიფო ზედამხედველობის შედეგების გამოყენება |
სახელმწიფო ზედამხედველობის შედეგები გამოიყენება:
ა) ღვინის კომპანიის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ბ) სერტიფიკაციის მიზნებისთვის; გ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის. |
დანართი N1
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტო
სახელმწიფო ზედამხედველობის ა ქ ტ ი № |
ქალაქი (სოფელი) : „ “ _____________________________ 20_ წელი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი (პირები): ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________
ზედამხედველობის საფუძველი: სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი № _______„ “ 20_ წ.
ღვინის კომპანია: _________________________________________________________________________
შემოწმებული ობიექტები: 1. _________________________________________________________________________________________ 2. _________________________________________________________________________________________ 3. _________________________________________________________________________________________ 4. _________________________________________________________________________________________ შემოწმებით დადგინდა: 1. _________________________________________________________________________________________ 2. _________________________________________________________________________________________
დასკვნა:
გატარებული ღონისძიება:
ხელმომწერი პირი: |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები