ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ

ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-1009
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 13/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 15/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 340050000.22.023.016555
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2-1009
13/12/2018
ვებგვერდი, 17/12/2018
340050000.22.023.016555
ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/12/2018 - 24/02/2022)

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-1009

2018 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ

„ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის 336 მუხლის 12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული - ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი



ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის (შემდგომში-წესი) მიზანია ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის დადგენილი წესების დარღვევის გამოვლენის უზრუნველყოფა და მათზე რეაგირება.

2. ეს წესი ადგენს სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების პრინციპებს, ობიექტებს და განმახორციელებელი პირის უფლება- მოვალეობებს.


მუხლი 2. სახელმწიფო ზედამხედველობა
1. სახელმწიფო ზედამხედველობა არის პროცედურა,  ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის  სფეროში ღვინის კომპანიის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან   შესაბამისობის  დასადგენად.

2. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი  – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში-სააგენტო).


მუხლი 3. სახელმწიფო ზედამხედველობა და საქმიანობის წესი
1. სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.

2. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტში  მითითებული უნდა იყოს:

ა) ზედამხედველობის განმახორციელებელი პირ(ებ)ის (შემდგომში-უფლებამოსილი პირი) სახელი, გვარი, თანამდებობა;

ბ)   ღვინის კომპანიის (იურიდიული და ფიზიკური პირი)  დასახელება;

გ) იმ ობიექტის დასახელება, რაზედაც უნდა განხორციელდეს  ზედამხედველობა.  ეს ობიექტებია:

გ.ა) ვაზის ჯიში;

გ.ბ) ვაზის საძირეთა და სანამყენეთა სადედეები;

გ.გ) ვაზის სამყნობი და სარგავი მასალა;

გ.დ) ღვინის,  ყურძნისეული წარმოშობის სპირტისა და  სპირტიანი სასმელების ნაშთები და მათი წარმოების ტექნოლოგიური პროცესები;

გ.ე) მეღვინეობაში გამოყენებული მასალები და ნივთიერებები;

გ.ვ) ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის წესით  გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

გ.ზ) ლაბორატორიული ჟურნალები.

დ) ზედამხედველობის განხორციელების ვადა.

3. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს შეამოწმოს:

ა)  საძირეთა და სანამყენეთა სადედეები, სამყნობი და სარგავი მასალები, მათი წარმოების პროცესები და შესაბამისი ჩანაწერები;

ბ) ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის წესით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

გ) ლაბორატორიული ჟურნალები;

დ) ღვინის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის და სპირტიანი სასმელების ნაშთები, მათი წარმომავლობა, წარმოების საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესები, გამოყენებული მასალები და ნივთიერებები.

4. უფლებამოსილი პირი  ვალდებულია:

ა) შეამოწმოს მხოლოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით   განსაზღვრული ზედამხედველობის ობიექტები;

ბ) შემოწმების დროს იხელმძღვანელოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მოქმედი წარმოების წესებით, რეგლამენტებით და ღვინის კომპანიის ტექნოლოგიური ინსტრუქციებით;

გ) სახელმწიფო ზედამხედველობის შედეგები ასახოს სახელმწიფო ზედამხედველობის აქტში - დანართი №1.


მუხლი 4. ღვინის კომპანიის ვალდებულება
ღვინის კომპანია ვალდებულია ხელი შეუწყოს უფლებამოსილ პირს ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში და წარუდგინოს მოთხოვნილი მონაცემები.

მუხლი 5. სახელმწიფო ზედამხედველობის შედეგების გამოყენება
სახელმწიფო ზედამხედველობის შედეგები გამოიყენება:

ა) ღვინის კომპანიის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

ბ) სერტიფიკაციის მიზნებისთვის;

გ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული  პასუხისმგებლობის  დაკისრებისათვის.



დანართი N1
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტო

სახელმწიფო ზედამხედველობის ა ქ ტ ი №


ქალაქი (სოფელი) : „          _____________________________     20_ წელი

ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი (პირები):

______________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

 

ზედამხედველობის საფუძველი: სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური

ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი № _______„       “      20_ წ.

 

ღვინის კომპანია: _________________________________________________________________________         

 

შემოწმებული ობიექტები:

1. _________________________________________________________________________________________           

2. _________________________________________________________________________________________           

3. _________________________________________________________________________________________           

4. _________________________________________________________________________________________                      

შემოწმებით დადგინდა:

1.  _________________________________________________________________________________________           

2.  _________________________________________________________________________________________           

 

 

დასკვნა:

 

გატარებული ღონისძიება:

 

ხელმომწერი პირი: