დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით სალიკვიდაციო კომისიის შექმნის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 558 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 22/11/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/11/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010210050.10.003.020874 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/11/2018 - 18/12/2018)
|
ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით სალიკვიდაციო კომისიის შექმნის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის (შემდგომში – აპარატი) ლიკვიდაციის მიზნით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი; ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის მიღება ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებს.
|
მუხლი 3 |
კომისიამ 2019 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყოს:
ა) აპარატის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა; ბ) აპარატის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა; გ) აპარატში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავება-სისტემატიზაცია და, საჭიროების შემთხვევაში, მათი დაარქივება და განადგურება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) კომისიის მუშაობის დასრულების შესახებ ინფორმაციის საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა; ე) აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელება. |
მუხლი 4 |
1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული კომისიის ერთ-ერთი წევრი. ამასთან, კომისიის წევრების არყოფნის შემთხვევაში (მივლინება, შვებულება, დროებითი შრომისუუნარობა და ა.შ.) კომისიაში მონაწილეობას იღებს ამ წევრის მოვალეობის შემსრულებელი, რომლის კანდიდატურა კომისიის თავმჯდომარეს წარედგინება შესაბამისი უწყების მიერ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა . 4. კომისიის სხდომის მდივანი განისაზღვრება კომისიის სხდომაზე. 5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე, კომისიის წევრები და სხდომის მდივანი. 6. კომისიის სამდივნოს ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. |
მუხლი 5 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული უწყებების წარმომადგენლებმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარეს წარუდგინონ კომისიის წევრთა სახელობითი კანდიდატურები.
|
მუხლი 6 |
ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარეს წარუდგინონ ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული წარმომადგენლების კანდიდატურები.
|
მუხლი 7 |
კომისიის საქმიანობა დასრულებულად ითვლება ამ დადგენილების მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენის მომენტიდან.
|
მუხლი 8 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები